Blog

  • “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო” – მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო” – მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა.” – განაცხადა TV პირველთან, ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა. ოღონდ, მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა ძალიან, რატომ გაიხსნა ასე ეს წყლული და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა, ე.ი. მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი, ამოხდა. […] ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ. […] პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა და ის რომ ის არსებობდა, რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა ეს ყველანაირ ეჭვებს, ყველანაირ კითხვებს ფარავს” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან.

  • სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

    სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.

    რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • უკავშირდება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    უკავშირდება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    “აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული.” – ასე განმარტავენ “ქართული ოცნების: საგარეო საქმეთა სამინისტროში შტატების გადაწყვეტილებას.

    “ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი.შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე.” – განუცხადეს ტაბულას საგარეოში.

    შეესაქართველოს სავიზო გირაოს პროგრამაში ამატებს – საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზის ასაღებად, შესაძლოა, $5 000-დან $15 000-მდე გირაოს გადახდა მოუწიოთ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება 2 აპრილს ამოქმედდება.

  • ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

    ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

    მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა. ინფორმაციას ადასტურებენ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    მსოფლიო პატრიარქმა გუშინ, 18 მარტს ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

  • გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

    გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

    “პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს” – კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ნათქვამია ერდოღანის წერილში.

  • Washington Post: აშშ–ის ბაზის თავზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ უცნობი დრონები შენიშნეს

    Washington Post: აშშ–ის ბაზის თავზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ უცნობი დრონები შენიშნეს

    უცნობი დრონები შენიშნეს აშშ-ის ბაზის თავზე, სადაც ცხოვრობენ მარკო რუბიო და პიტ ჰეგსეთი – წერს Washington Post.

    ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ფორტ-მაკნეირის თავზე, სადაც ცხოვრობენ მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, დაფიქსირდა დაუდგენელი წარმომავლობის უპილოტო აპარატები. The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდგენია, ვინ გაუშვა ისინი.

    ვაშინგტონში შენიშნული დრონები გამოჩნდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ გამოაცხადა გლობალური გაფრთხილების დონე საზღვარგარეთ მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ბაზა დახურა საფრთხეების გამო. ამ კვირაში ნიუ-ჯერსიში მდებარე გაერთიანებულმა ბაზამ მაკგუაირ-დიქს-ლეიქჰერსტმა და ფლორიდაში მდებარე მაკდილის ავიაბაზამ სამხედროების დაცვის დონე „ჩარლი“-მდე გაზარდეს.  ეს ნიშნავს, რომ სარდლობას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს შესაძლო თავდასხმაზე ან საფრთხეზე. უფრო მაღალი დონე მხოლოდ „დელტაა“, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც თავდასხმა უკვე მოხდა ან მოსალოდნელია.

    Washington Post-ის ცნობით, აშშ-ში შიშობენ, რომ ირანის საპასუხო მოქმედებები შეიძლება გავრცელდეს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე. აღნიშნულია, რომ ფორტ-მაკნეირის თავზე დრონების გამოჩენის გამო ხელმძღვანელობამ განიხილა მაღალი რანგის ოფიციალური პირების სხვა ადგილას გადაყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ გადაუყვანიათ. მათი ბაზაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ ოქტომბერში გაავრცელა.

    ფორტ-მაკნეირზე განთავსებულია ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და პენტაგონის ზოგიერთი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელი. ტრადიციულად, ბაზაზე პოლიტიკური ლიდერები არ ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი გადავიდა ამ რაიონში მდებარე ბაზებზე უსაფრთხოების მოსაზრებებით.

    ბაზა მოხერხებულად მდებარეობს კაპიტოლიუმის გორაკთან და თეთრ სახლთან ახლოს, თუმცა მას არ აქვს ისეთი მასშტაბის უსაფრთხოების ზონა, როგორიც სხვა ბაზებს აქვთ დედაქალაქის რეგიონში.

  • საქართველოს მოქალაქეებს აშშ–ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარიან დეპოზიტს მოსთხოვენ

    საქართველოს მოქალაქეებს აშშ–ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარიან დეპოზიტს მოსთხოვენ

    აშშ გეგმავს 50 ქვეყნის მოქალაქეებისთვის $15,000-ის ოდენობის ვიზის დეპოზიტის მოთხოვნას არალეგალური დარჩენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. სიაში დაემატა საქართველოც, როგორც „მაღალი რისკის“ ქვეყანა.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფართოებს ვიზის დეპოზიტის (visa bond) პროგრამას და 2 აპრილიდან ის  50 ქვეყანაზე გავრცელდება.ამ ქვეყნების მოქალაქეებს მოუწევთ $15,000-ის დეპოზიტის გადახდა მანამდე, სანამ მიიღებენ B1/B2 ვიზას (ბიზნესი/ტურიზმი).

    ეს თანხა უკან დაუბრუნდებათ იმ შემთხვევაში, თუ:

    • ვიზის პირობებს დაიცავენ
    • დროულად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში
    • ან საერთოდ არ იმოგზაურებენ

    სახელმწიფო დეპარტამენტი ამ გადაწყვეტილებას აშშ–ში არალეგალური დარჩენის პრევენციით ხსის. პროგრამამ უკვე აჩვენა ეფექტურობა:

    • დაახლოებით 1000 ადამიანს მისცეს ვიზა ამ სისტემით
    • მათგან 97% დროულად დაბრუნდა

    შედარებისთვის:

    • ბაიდენის ბოლო წელს, ამ 50 ქვეყნიდან 44,000-ზე მეტმა ადამიანმა გადააჭარბა ვიზის ვადას

    გადასახადის გადამხდელების ფულის დაზოგვა

    • ერთ არალეგალურად დარჩენილი პირის დეპორტაცია აშშ-ს საშუალოდ $18,000 უჯდება
    • პროგრამა შეიძლება წელიწადში $800 მილიონამდე დანაზოგს იძლეოდეს

    დამატებული ქვეყნები

    ახალ სიაში მოხვდნენ:
    საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი

  • სინოდმა მეუფე შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

    სინოდმა მეუფე შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

    წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.

    „წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

    ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

  • პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი – მეუფე იობი

    პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი – მეუფე იობი

    “პატრიარქმა ახლობლებთან დატოვა სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი – გადაწყვეტილება პატრიარქის სურვილისამებრ იქნა მიღებული” – ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნება [იყო]. ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს. ამას კიდევ ამ დღეებში გამოხატავს მთელი მოსახლეობა, სანამ დაიკრძალება. უცხოეთიდანაც მობრძანდებიან“, – განაცხადა მეუფე იობმა.

  • გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს  – ფაშინიანი

    გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ფაშინიანი

    “გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს ” – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

    „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა მწუხარებით მივიღე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის ღირებულებებს გამოხატავდა“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.