Blog

  • ხვალ, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

    ხვალ, 25 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, დაბა ბეთანიას, სოფელი დიდების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯანელიძის, გეთიას, სამრეკლოს და იყალთოელის ქუჩების    მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წინანდლის, ახმეტის, ივერიელის და გუთნის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ჯავადის, მეგობრობის, მიკოლა ბაჟანის, ჟორდანიას და არტურ ლაისტის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრის, გელოვანის  გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტი ბაგრატიონის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, გოძიაშვილის, სააკაძის, გოთუას, დიდგორის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საბურთალოს, ცაგარელის, ბახტრიონის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დვალის, კუპრაძის, სუხიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

  • ბევრ ქვეყანაში, ზამთარში გამოსახლება არ ხდება! – გიორგი ვაშაძე

    ბევრ ქვეყანაში, ზამთარში გამოსახლება არ ხდება! – გიორგი ვაშაძე

    ”აშშ-ში და სხვა ქვეყნებში არსებობს პრინციპი, რომ ზამთრის პერიოდში გამოსახლება საერთოდ არ ხდება იმიტომ, რომ განსაკუთრებით მძიმეა პირობები. ეს ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაა და რატომ არ შეიძლება ეს პრაქტიკა საქართველოში არსებობდეს? რატომ არ შეიძლება არსებობდეს პრაქტიკა, როდესაც სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, ქონების მფლობელის ინტერესებს. ამას სისტემური მოგვარება სჭირდება და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ”.

    ამის შესხებ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

  • მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, არ აღიარებს, რომ მე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე – სააკაშვილი

    მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, არ აღიარებს, რომ მე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე – სააკაშვილი

    „მინდა შევახსენო ყველას, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად.

    ძალიან მიყვარხართ! P.S. და კიდევ, ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა არ უნდა იჯდეს ციხეშიო? ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ყველგან ვმოგზაურობდი და ყველგან მაღალ დონეზე მიღებდნენ.

    არასდროს არცერთ საზღვარზე არ შევუყოვნებივარ. ქართველი ხალხის უმრავლესობაც გამოკითხვებით ამბობს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას.

    სხვა მხრივ, დიდი მადლობა ჩემი საკითხის გაშუქებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ტრიბუნის მიცემისთვის“,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

  • ყველა შუაშისტი ალიანსშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ოდიშარია

    „100%-ით ვეთანხმები, მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს. ხალხი ღირსია, უფრო მეტი იცოდეს. უტყუარია ის ფაქტები, რაც 2012 წლამდე მოხდა – გამოძალვები, წამებები, ბიზნესის დაყაჩაღება და ასე შემდეგ… 2012 წლის შემდეგ პარლამენტში ბეღურებივით მობუზული იყვნენ. ბოლო ხანებში კი თავი იჩინა ალიანსმა, რომელიც ხელოვნურად არის დაყოფილი – ვერ გეტყვით, ვის მიერ…. გამრავლდნენ პარტიებად და არა ელექტორალურად. თეთრი ძაფით არის ნაკერი ის, რასაც ახორციელებენ – ეს არის დესტრუქცია, ქვეყნის ჩამოშლა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.

    ასევე, არსებობს ნიადაგი იმისა, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება – არ ვიცი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ფლანგს აირჩევს ის.

    ვიმედოვნებ, რომ განვლილი გზიდან გამომდინარე, ზურაბიშვილს პოლიტიკური სიბრძნე ეყოფა და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება“,

    ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

  • რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა

    რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ილ-76–ის ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ,  თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.

    დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები.

    მანამდე ტელეგრამის არხებმა და სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის კოროჩანსკის რაიონში ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ და გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს თვითმფრინავის დაცემა და აფეთქება მიწაზე.

    უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ეს მათი ნახელავია“. ეს ციტატა გამოაქვეყნეს Ukrayinska Pravda-მ და RBC-Ukraine-მა. წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილ ილ-76-ს არ გადაჰყავდა პატიმრები, არამედ დიდი ალბათობით გადაჰქონდა რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

    მოგვიანებით, უკრაინსკა პრავდამ დაარედაქტირა ახალი ამბები, და ამოიღო სიტყვები უკრაინელი სამხედროების “ნახელავის” შესახებ.

    ბელგოროდის გუბერნატორმა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინების გარეშე, მანამდე ტელეგრამის არხზე დაწერა: ”ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაო განრიგი შევცვალე და რაიონში წავედი. ყველა დეტალი მოგვიანებით.”

    ილ–76 სოფელ იაბლონევოდან ხუთ-ექვს კილომეტრში დაეცა, ადგილზე ნგრევა არ მომხდარა, განუცხადა TASS-ს ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელმა.

    იყვნენ თუ არა მართლაც ბორტზე უკრაინელი ტყვეები, ამის შესახებ მედიას გასხვავებული ვერსიები აქვს.

    არაფერია უცნაური იმაში, რომ ავიაცია გამოიყენება გაცვლის განსახორციელებლად.
    ტყვეთა გაცვლის კადრებში ჩვეულებრივ ვხედავთ, რომ პატიმრები შეხვედრის ადგილზე ავტობუსით გადაჰყავთ. მაგრამ პატიმრები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე დაკავების ადგილებში იყვნენ გადაყვანილი, მაშინ ისინი როგორმე უნდა მიუახლოვდნენ საზღვარს და სავსებით შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა ტიუმენიდან ბელგოროდში, ხარკოვის რეგიონის საზღვართან.

    აქამდე გაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავებთან ინტერვიუებში არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავები გამოიყენებოდა პატიმრების გაცვლის ადგილზე გადასაყვანად. და ამისთვის ძირითადად ილ–76 გამოიყენებოდა.

  • როგორი ამინდი იქნება 28 იანვრამდე

    როგორი ამინდი იქნება 28 იანვრამდე

    25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ  ნალექიანი ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -2, +2 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსია მოსალოდნელი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას დღის საათებში +4, +6 გრადუსს ვარაუდობენ.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, -3 გრადუსია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ხაზარაძემ კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

    ხაზარაძემ კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

    პარტია ”ლელოს”  ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.  როგორც  ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს,  კალაძის განცხადება ხაზარაძეზე არის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება.

    “ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც არის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება. ჩვენ შეგვაქვს სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით და ვთხოვთ სასამართლოს, რომ კალაძეს დაავალოს ამ ცნობების უარყოფა.  ამ ბოლო დროს სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკაშირებით, ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა უცნაური პრაქტიკა დამკვიდრდა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე საფუძველი იყოს არ მიღების. სახეზე არის ყალბი ცნობების გავრცელება, შესაბამისად, სახეზე არის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას და დანარჩენი, დაველოდოთ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას” – თქვა ხაზარაძის ადვოკატმა.

  • აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე ავტობუსის ზოლები მოეწყოს – კალაძე

    დანიურმა კომპანია რამბოლმა სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა, წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20 წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითისთვის ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პროექტები, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა. ასევე 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. […]

    თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი. სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით, ეს შეიძლება იყოს ტრამვაი, შეიძლება იყოს მეტრო.

    ზოგადად დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი, ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ იმისთვის, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს საცობში გაჭედილი, ამისთვის აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა უმნიშვნელოვანესი თემაა.

    თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

  • სარფში 128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფზე” 128,159 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

    “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

    საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

  • თეა არ გამეკარო! იმ ოთახში არ დაჯდე სადაც მე ვიქნები! ბიძინას ვინც ემსახურებით თქვენი დედა მოვ**ან – ირაკლი კაკაბაძე

    ”უსირცხვილო ხარ შენ თეა![წულუკიანი]უსირცხვილო ქალი ხარ, ტფუ! მიმიფურთხებია მე შენთვის! შენ ადამიანი არა ხარ. შენ ჩემი კლიენტი მიატოვა და დღეს ფაშისტებმა კინაღამ მოკლეს!და მისი 2 წლის შვილიშვილი, შენზეა ეს ცოდვა! თეა შე ჩმორო შენა! არ გამეკარო! იმ ოთახში არ დაჯდე სადაც მე ვიჯდები! და მთელ იმ უსინდისო ხალხს ვეუბნები ვინც ამას აკეთებს, ყველანი ვინც ბიძინას ემსახურებით ხართ ჩმორები! თქვენი დედა მოვ**ან!”

    განაცხადა, უფლებამდამცველმა ირაკლი კაკაბაძემ, TV პირველის ეთერში.

    ცნობისთვის, დღეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობდა  ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. ის ინგა გრიგოლიას გადაცემაში, საავადმყოფოს პალატიდან ჩაერთო.