Blog

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

    „3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 აპრილს კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 და 4 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • შესაძლოა, ვიმსჯელოთ, რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე – მეუფე ნიკოლოზი  სინოდის სხდომაზე

    შესაძლოა, ვიმსჯელოთ, რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე – მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომაზე

    „3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებს განვიხილავთ, კრების მოწვევის, ჩატარების შესახებ…. მივიღეთ ერთადერთი დაზუსტება – პატრიარქობის კანდიდატების საკითხი არ იქნება განხილული.

    რაც შეეხება სააღდგომო ეპისტოლეს, ვინ დაწერს და ასე შემდეგ….მე სხვა პრაქტიკა არ მახსოვს, რაც თავი მახსოვს, ილია მეორის ეპისტოლე ქვეყნდებოდა, ამიტომ ალბათ, ამ თემაზეც ვიმსჯელებთ სინოდზე. ჩემი პირადი აზრით, კარგი იქნება ისეთი ეპისტოლე დაიწეროს, რომელშიც ძირითადად პატრიარქის შესახებ და მის ღვაწლზე იქნება საუბარი. ეს ჩემი აზრია, ვნახოთ, სინოდი რაც გადაწყვეტს“,

    ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინფორმაციით, 3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე, შესაძლოა, იმსჯელონ, ვის მიერ და რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე.

  • კობახიძეზე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში – მაჭავარიანი

    კობახიძეზე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში – მაჭავარიანი

    კობახიძეზე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში – განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, კობახიძის მისამართით ფრაქცია „საქართველოსთვის“ კრიტიკის პასუხად გააკეთა.

    „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად წამგებიანი იყო, ყველა საქმე სააშკარაოზე გამოვიდა. ხედავთ როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ. როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, ეს ჩვენთვის სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ორმაგი დარტყმაა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და ხელი არავისთვის არ დაგვიფარებია, იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან წამგებიანია.

    რაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, იმ დღიდან მთავრობის ყველა განკარგულება გამჭვირვალეა. მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა. მან ჩამოაყალიბა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაა კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა. სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარუდგინა – მდინარაძის შესაძლებლობებზე რომ დავიწყო საუბარი, ძალიან შორს წავალთ. ხედავთ, როგორ ეფექტურად მუშაობს სუს-ი კორუფციის წინააღმდეგ. ასევე კობახიძის ინიციატივით გაციფრულდა შესყიდვების მოდული და ივლისიდან სამთავრობო შესყიდვები მთლიანად ციფრულ მოდულში გადავა, რაც გამორიცხავს იმას, რომ ვინმემ ვინმეს რაიმე პირობები მოარგოს.

    აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რაც ირაკლი კობახიძის დაპირება იყო – სულ რამდენიმე წელიწადში კორუფციის სიმცირის კუთხით საქართველო მალე ტოპ სამ ქვეყანაში შევა.

    ირაკლი კობახიძის მოწოდებაა, რომ თუკი სადმე კორუფციის ნიშნებს ხედავთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ და მყისიერი რეაგირება იქნება. თუ მყისიერი რეაგირება არ იქნება, შეგიძლიათ ჟურნალისტებთან გააკეთოთ განცხადება, რომ მიწოდებულ ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყვა. გპირდებით, რომ რეაგირება აბსოლუტურად ყველაფერზე იქნება“,

  • სეს-ი უარყოფს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს აძინებენ

    სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს  გავრცელებული ინფორმაციას, რომ  სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. მათი განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, „რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.

    „სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.

    სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ.

    მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ). ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება უსაფრთხო ლოკაციებზე. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს რეგისტრირებულ მიმკედლებელთან ცხოველის გადაყვანის და არეალში დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით.

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და ტოვებს ქუჩაში.

    ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.

    ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს . იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • მოსაყდრე შიო მუჯირმა პარასკევს სინოდის სხდომა მოიწვია

    მოსაყდრე შიო მუჯირმა პარასკევს სინოდის სხდომა მოიწვია

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა პარასკევს  სინოდის სხდომა მოიწვია.

    “ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

    სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  •  თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ ნიღბიანი პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო.. მოწმეც არ გვყავს – ადვოკატი

     თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ ნიღბიანი პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო.. მოწმეც არ გვყავს – ადვოკატი

    თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ თურმე ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, რომ ნიღბიანი პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო – მოწმეც არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ძაღლები – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

    “პროკურატურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეო კადრები უვარგისია ადამიანის იდენტიფიცირებისათვის, მაგრამ ამის მიუხედავად, წითელი, დიდი “შრიფტით” დააწერეს, უცნობი ნიღბიანი ადამიანის ვიდეო-კადრებს “ალექსანდრე ელისაშვილი”. იგივე წარმატებით შესაძლებელი იყო ნებისმიერი ადამიანის სახელისა და გვარის დაწერა.

    არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეს ალეკო ელისაშვილთან დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა. გაუგებარია რატომ დაელოდნენ ერთი წელი და მაინც და მაინც მარტში რატომ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა. ეს ყველაფერი კი დაემთხვა იმას, რომ ძირითად საქმეზე სასამართლოში გამოვლინდა, რომ 2 ლიტრი ბენზინით შეუძლებელი იყო, რომ 3 ჰექტარი შენობის გადაწვა მომხდარიყო და ტერორისტული მიზნის მიღწევა. ასევე, ამას დაემთხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესის დაწყება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებები აკეთა და ელისაშვილის სახელი გამოიყენა ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის. ამის შემდეგ კი ერთი წლის წინ, თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ თურმე ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, რომ ეს პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო. რის შემდეგაც ჩატარდა ძაღლებით ექსპერტიზა. აი ეს არის ეს სისხლის სამართლის საქმე.

    ასევე, ერთი საქმე გამორიცხავს მეორე საქმეს და პროკურატურის ალოგიკურობას წარმოაჩენს. მოწმეც არ გვყავს, ძაღლები გვყავს”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

  • მსგავსი ჩარევა წარმოუდგენელია – ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

    მსგავსი ჩარევა წარმოუდგენელია – ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებას “ფორმულასთან” ეხმაურება.

    “მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად.

    უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი”, – ამბობს ჯაღმაიძე.

  • უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს – სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის ზრდაზე

    უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს – სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის ზრდაზე

    “უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს ” – ივანიშვილის დეპუტატი, რეჟიმის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი სოზარ სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა.

    “კანონი, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, უფრო მაინც ამკრძალავია და არა შემზღუდავი. თითქოს, შემზღუდავი ჰქვია, მაგრამ ისეთი გადასახადი შემოგვაქვს, რომელიც უფრო ამკრძალავი ხდება. ჩვენ იმ მოქალაქეების მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ, რომელთა მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია […]

    თბილისში ვცხოვრობთ და გამონაბოლქვი და სმოგი ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველო მარტო თბილისი არაა. მაგალითად, ჩემს სოფელში სოფლის დასაწყისში პირველი სახლიდან ბოლო სახლამდე 11 კილომეტრია – 10 კილომეტრია უახლოეს სოფლამდე და 80 კილომეტრია მუნიციპალურ ცენტრამდე. შეგვიძლია იგივე ვთქვათ შუაფხოდან ან შატილიდან დუშეთში წამოსვლაზე. ყველა მუნიციპალიტეტი დაახლოებით ერთი და იგივე მდგომარეობაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად მოწესრიგებული არ არის, რომ ადამიანებს შეეძლოთ მაქანაზე უარი თქვან. მანქანა სჭირდებათ და უამრავი ადამიანი მართლა ვერ ყიდულობს, მართლა ვერ შეწვდება ცოტა გაძვირებულ ავტოტრანსპორტს. ამიტომ, დიფერენცირებულ გადასახადს გთავაზობთ, რომელიც 1 წლით დაძველებულ მანქანაზე ნელ-ნელა გაიზრდება”. – თქვა სუბარმა პლენარულ სხდომაზე, სადაც საკითხს I მოსმენით განიხილეს.

  • არავინ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან – ირანის ელჩი საქართველოში

    არავინ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან – ირანის ელჩი საქართველოში

    “არავინ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან ” ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

    “დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.

    დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე — ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას.

    ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ.

    სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა.

    ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ.

    ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს.

    ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.

    კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს”, – წერს ის.

     

  • რუსეთის საგარეო დაზვერვა შიშობს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევნებში მსოფლიო პატრიარქი ჩაერევა

    რუსეთის საგარეო დაზვერვა შიშობს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევნებში მსოფლიო პატრიარქი ჩაერევა

    რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    რუსეთის საგარეო დაზვერვა  ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქობის საკუთარ კანდიდატებს ლობირებს.

    განცხადებაში ნათქვამია:

    “რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვაში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე კვლავაც დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გაყოფისკენ მიმართულ ვერაგულ ხაზს, ხელმძღვანელობს პრინციპით — „გაყავი და იბატონე“. ამჯერად იგი ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისარგებლოს რა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებით.

    ფანარელი ცდილობს, ვაკანტურ პოზიციაზე წარადგინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიის  ისეთი წარმომადგენელი, ვისზეც შეძლებს დაყრდნობას. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). საკუთარ ახლო გარემოცვაში ის მათ წარმოაჩენს, როგორც მის ნების საუკეთესო შემსრულებლებს.

    საეკლესიო წრეებში აღნიშნავენ, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა კონსტანტინოპოლელი განხეთქილების შემტანის  მუდმივ თანმხლებ თვისებად იქცა. მისი მოქმედებებით „ღირსებით  პირველობა“ კვლავაც ჩანაცვლებულია „ძალაუფლებით პირველობით“, როცა იგი ერევა კიდევ ერთი ეკლესიის — თანაც ერთ-ერთი უძველესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის — შიდა საქმეებში. აშკარაა, რომ იგი, ისევე როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევებში, ივიწყებს II მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე წესს: „საეპისკოპოსოებმა არ უნდა გაავრცელონ თავიანთი ხელისუფლება იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათი ოლქის ფარგლებს გარეთ მდებარეობს…“– წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში.