Blog

  • 3 წელი ლგბტ-დ ვთვლიდი თავს, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს – ქეთი მელუა

    “დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როგორც ადამიანი, რომელსაც ქალთან ერთად ჰქონდა ურთიერთობა, 21 წლის რომ ვიყავი, და ვთვლიდი ჩემს თავს, როგორც LGBT 3 წელი, დიდ პატივს ვცემ ანტი ჰომოფობიის დღეს
    და როგორც ადამიანი, რომელიც ჩემი ოჯახის გარეშე ვერ გადავიტანდი ყველაზე რთულ პერიოდს, ასევე დიდ პატივს ვცემ ქართული ოჯახის და მშობლების დღეს”

    წერს ამის შესახებ, წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი ქეთი მელუა ინსტაგრამის სთორიში.

  • მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს – ქაცარავას მეუღლე

    “დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს, არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს.
    ექიმები თავს ეხვევიან.
    რჩება კლინიკაში ორშაბათამდე.
    გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

    წერს დავით ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

    ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დააკავეს, შემდეგ კი პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ.

    დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

  • ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა და გაყრიდა პანღურით – კალაძე ევროპელ მინისტრებზე

    “ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი. კარგი ლუსტრაცია მოხდა ეს არის კიდევ ერთი დამდასტურებელი ფაქტი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან.

    ამის დამდასტურებელი იყო ის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსულები. როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ.

    ეს არის შეურაცხყოფა და ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან”

    ასე ეხმაურება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ევროპელი პოლიტიკოსების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლას.

  • სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი  – კალაძე

    სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი – კალაძე

    „მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, ის არის პრეზიდენტი. არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას. იმის მაგივრად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი. არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს შეცლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ არა პარტიასთან, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს გამარჯვებას, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს. შეინარჩუნებს მშვიდობას. რაც შეეხება სხვა რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“,

    განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

  • ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება – ოქრიაშვილი

    „დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. რატომაა ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ ერთი დღე წელიწადში? ნებიმისიერი ქართველისთვის ოჯახი წმინდაა და ის წმინდაა მთელი ცხოვრების განმავლობაში. და რა არის ოჯახი?! მხოლოდ მეუღლე და შვილებია, თუ საქართველოც ჩვენი დიდი ოჯახია? ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება.

    როდესაც საქართველო კორუფციამ მოიცვა, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი თავის შვილებს ფულს პარავს და მომავალს უსპობს! დღეს არ ჩამოვთვლი დადასტურებულ, ათი ათასობით მსხვილ კორუფციულ ფაქტს.

    როდესაც შენს ოჯახში, საქართველოში, არის ტოტალური ძალადობა, კორუფციული ფულის გამოყენებით, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი პერიოდულად თვრება და ურტყამს საკუთარ შვილებს!

    აღარ ვიცი, რა ვუწოდო „ოცნებას“ – რუსული, ქართული, კორუფციული, ძალადობრივი. სახელს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს – დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!

    ჩვენთვის, პატრიოტი ქართველებისთვის ცხოვრების მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის, როგორც დიდი ოჯახის სიწმინდე და ნათელი მომავალია. „ოცნების“ მოტივაცია კი ნაქურდალის შენარჩუნება და კორუფციული აწმყოს გახანგრძლივებაა და ამ მიზნისთვის, როგორც ბოლო 1 თვეა დავრწმუნდით, მზად არიან, ჩვენი წმინდა ოჯახი და სამშობლო პირდაპირი მნიშვნელობით გაყიდონ, რათა ასიოდე ოჯახმა შეინარჩუნოს და მოიხმაროს ჩვენი, ყველას ოჯახებიდან ნაქურდალი.

    ყოველგვარი გაბრაზების, ძალადობის გარეშე გავუშვებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ვაიძულებთ ნაქურდალის დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

    აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

  • საქართველოში არსებულ ვითარებას მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები უსწრებდა წინ – სენატორი შაჰინი

    “საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები – ასევე რუსეთთან წინააღმდეგ ომში უკრაინის დასახმარებლად მისი თავშეკავება – წინ უსწრებდა [კონგრესში უკრაინისთვის] ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დახმარების დაგვიანებულ მიღებას”.

    განაცხადა ამის შესახებ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა Politico-სთან საუბრისას.

  • “რუსულ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები.. მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება” – ბრაჭველი

    “რუსულ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – წერს “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში და ხელისუფლებას მორიგ ტყუილში ამხელს.

    რუსულ კანონზე ხელისუფლების უდიდესი ტყუილი გემახსოვრებათ – კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებაო. სინამდვილეში, ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.

    მესამე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით:

    • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც;
    • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის;
    • ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს;
    • ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას.

    ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება.

    ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა – ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს – ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია.

    ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.

    თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.

    ქვემოთ დავდებ კანონის ლინკსაც და შეგიძლიათ თავადაც გადაიკითხოთ. სანამ ღალატსა და ორგიებში გამოჭერილი ჩინოსნები გარეთ ვითომ-მეოჯახეობანას თამაშობენ, უნდა იცოდეთ, კანონის სახელით, დაუფარავად, რამხელა ვერაგობას გიმზადებენ თქვენ, თითოეულ მოქალაქეს.
    #კიევროპას
    #არარუსულკანონს”, – წერს ბრაჭველი.

  • საქართველოს სტატუსი ხალხის ნების გამო მიენიჭა! ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რა მიმართულებით წავა ქვეყანა – ლინკევიჩუსი

    “საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა არა ხელისუფლების მიღწევების გამო, არამედ ამის მიუხედავად და ქართველი ხალხის ნების გამო. ახლა საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუ რა მიმართულებით წავა მათი ქვეყანა,”

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, საქართელოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელსი ეხმაურება.

  • არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს საქართველოსთვის – ზურაბიშვილი

    არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს საქართველოსთვის – ზურაბიშვილი

    „ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის შესრულებაც ევროკავშირი შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე – ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება და აჩქარება, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულების აღება.

    ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“,

    ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

  • საქართველოზე საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, კანდიდატის სტატუსზე, ვიზალიბერალიზაციაზე ნაჩუქარი არაა – ცაჰკნა

    “ჩვენ გვქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან , საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის სპიკერთან, არასამთავრობოებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი პრინციპულად არის არასწორი, მასში არაფერია განსახილველი და ის მას ვეტოს დაადებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ბოლო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით ევროკავშირის დონეზე ძალიან მკაცრად და ყველამ უნდა გაიგოს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ნაჩუქარი არ არის და პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. […]

    ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია და საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ 14 დღის განმავლობაში, რაც დარჩენილი გვაქვს პრეზიდენტის ვეტომდე, საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას”.

    ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა DW-სთან ინტერვიუში.