აქ და ამ გუნდის ნაწილი რომ ვიყავი, უკვე ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის უკვე დღესასწაული იყო. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, მაგრამ ამ ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და როგორც პროფესიონალი, მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც მივიღე, ძალიან ბედნიერი და მისი მადლობელი ვარ.
Blog
-
ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ! მადლობელი ვარ იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც მივიღე – ბუდუ ზივზივაძე
-
წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
-
მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის – აშშ-ის საელჩო
ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში.
ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
-
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს–კონსტიტუციონალისტის განმარტება
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განიხილავს რამდენიმე ვერსიას, როგორ შეიძლება პარლამენტში პროცესები განვითარდეს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. ვახუტში მენაბდე წერს, არსებობს რამდენიმე ვარიანტი:
1. უმრავლესობას შეუძლია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები; ამისთვის პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით მხარი უნდა დაუჭიროს სალომე ზირაბიშვილის წინადადებას;2. პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ვეტო. ამისთვის საჭიროა სამი მოსმენით უკვე მიღებულ კანონს, კიდევ ერთხელ, მინიმუმ 76 დეპუტატმა მისცეს ხმა (ოცნებას 84 აქვს). ასეთ დროს კანონი უკან ეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. მას ვეტოს გამოყენების უფლება აღარ აქვს;3. ოცნებას შეუძლია ვეტოს განხილვა გადადოს. განხილვისთვის მას კონკრეტული ვადები არ აქვს. შეუძლია უსასრულოდ “შემოდოს თაროზე” და როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ დაუბრუნდეს;4. მმართველ გუნდს შეუძლია არც პრეზიდენტის ვეტოს დაუჭიროს მხარი და არც კანონის სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას. ასეთ შემთხვევაში კანონი უარყოფილად ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდან.როგორც ხედავთ, მე-4 ვარიანტით ოცნებას კიდევ ერთი შანსი აქვს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და უარი თქვას კანონზე. რეგლამენტი და კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას აძლევს- წერს ვახუშტი მენაბდე.კანონზე მოტივირებული შენიშვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა. სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო – ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო
სალომე ზურაბიშვილმა “საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ვეტო დაადო. პრეზიდენტმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ვეტო იურიდიულად გამართულია, თუმცა ის არ ემსახურება კანონის გაკეთილშობილებას. “ეს კანონი უნდა გაუქმდეს”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ქართული ოცნება ბოლო კვირაა აცხადებს, რომ მზად არის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს და კანონში ცვლილებები შეიტანოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ არ აპირებს ოცნებას კანონის გაკეთილშობილბაში დაეხმაროს.
ახლა ოცნებას ორი არჩევანი აქვს: ან ვეტო დაძლიოს და ის კანონი აამოქმედოს, რომელსაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, დასავლეთის კრიტიკა და სანქციების მუქარა მოჰყვა, ან ვეტო არ დაძლიოს და კანონი ჩააგდოს.
-
საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ს კონგრესში მოსმენა გაიმართება
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ.
„აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, – წერია განცხადებაში.
-
“ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი” – ნატალია ყიფშიძე
“ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი” – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს. პროცესი 20 მაისსაა ჩანიშნული. ამის შესახებ, ის სოციალურ ქსლეში წერს.
“გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგესთქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა “დაჩა” არ გახდეს. ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება მასზე მაღლა ვერ ახვალთ.” -წერს ყიფშიძე.
-
მკაცრად ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას უკვე მიღებული რუსული კანონის გარშემო! – ”ჯიუტი” კობახიძეს პასუხობს
მკაცრად ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას უკვე მიღებული რუსული კანონის გარშემო! – ასე გამოეხმაურა, მოძრაობა ჯიუტი საქართველოს პრემიერმინისტრის შეთავაზებას.
“მოძრაობა ჯიუტი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ დისკუსიას უკვე მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონის გარშემო.
მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს.
ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს.
მოვუწოდებთ კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში.
ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა: უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!” – წერს მოძრაობა ჯიუტი.
კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მიმართა და თქვა რომ გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას კანონის გარშემო .
-
დაკავებული 180 პირიდან 93-მა პოლიციისგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს, საიდანაც 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
71-მა დაკავებულმა რეაგირება ითხოვა, რის თაობაზეც მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.
ამავე პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 382 შეტყიბინება შევიდა.
-

გამოყონ წარმომადგენლები, გავმართოთ დისკუსია კანონის გარშემო – კობახიძე აქციის მონაწილეებს
ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.
აცხადებს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.