Blog

  • სანდრა ბალოკის ორიგინალური საყურე ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში

    54 წლის სანდრა ბალოკი გასართობად იშვიათად დადის და ჰოლივუდურ წვეულებებს არ სწყალობს. ის საკმაოდ მკაცრად არჩევს ღონისძიებებს, რომლებსაც საკუთარი ყურადღების და დასწრების ღირსად თვლის. მაგალითად, ოქტომბერში ვარსკვლავი ჰოლივუდში Elle Women –ის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. რა თქმა უნდა, მსახიობი ვერ გამოტოვებს იმ ფილმების საპრემიერო ჩვენებებს, რომლებშიც თვითონ მონაწილეობს. 12 ნოემბერს სანდრა ბალოკი ფილმ “ჩიტის ყუთის “ (Bird box) გადამღებ ჯგუფთან ერთად დაესწრო AFI –ს ფესტივალს, სადაც ფილმი წარადგინეს.

    ჩვენებაზე სანდრა ვივიენ ვესტვუდის საღამოს კაბაში მივიდა. მხრებმოღებული კაბა კორსეტით რა თქმა უნდა შთამბეჭდავი იყო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სანდრას აქსესუარებმა მიიპყრო: წელზე ორიგინალური ბროში აშშ–ს და კალიფორნიის შტატის დროშებით და უცნაური საყურე, რომელიც ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოხვდა.

    ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის ფილმის პრემიერაზე ბალოკი მისი 52 წლის ბოიფრენდის, ბრაიან რენდოლის გარეშე მივიდა. შეგახსენებთ, რომ სანდრა ძალიან განიცდიდა ქმართან – ჯესი ჯეიმსთან განშორებას. მათი ოჯახი შვიდი წლის წინ დაინგრა, თუმცა ყოფილი ქმარი ამ წლების მანძილზე შანსს არ უშვებდა ხელიდან რომ პრესაში სანდრა გაეკრიტიკებინა. გადატანილი რთული განშორების მიუხედავად ამჟამად სანდრა თავს კარგად გრძნობს. ის უკვე ორი წელია ბრაიან რენდოლს ხვდება. ბოლოს პაპარაცებმა ისინი ერთად სექტემბერში გადაიღეს.

  • პრინცმა ჰარიმ პოპულარობით სამეფო ოჯახის ყველა წევრი უკან ჩამოიტოვა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბრიტანული სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრები დიდ ბრიტანეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა ბოლო დროს ამ თაუბას მოულოდნელად ახალი ლიდერი გაუჩნდა – პრინცი ჰარი. YouGov –ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ბრიტანელთა შორის ჩატარდა, სასექსის ჰერცოგი ხალხის რჩეულად აღიარეს. მან უკან ჩამოიტოვა დედოფალი ელისაბედ II, პრინცი ჩარლზი, ქეით მიდდლტონი და ოჯახის სხვა წევრები.

     

     

    გამოკითხულთა 77–მა პროცენტმა განაცხადა, რომ პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის სხვა წევრებზე მეტად უყვართ. გამოკითხვის მონაწილეები ამბობენ, რომ ჟღალთმიანი პრინცი გასაოცარი, სიმპათიური, მხიარული და გულწრფელია.

     

    სულ გამოკითხვაში სამეფო ოჯახის 15 წევრი მონაწილეობდა.  რეიტინგის ბოლო ადგილი კვლევების მიხედვით პრინც ენდრიუს ერგო. მისმა ქალიშვილებმა: პრინცესა ევგენიამ და პრინცესა ბეატრისმა კი 13–ე და 14–ე ადგილები დაიკვეს.

     

     

     

     

     

     

  • ნიკოლ ქიდმანი პირველად ალაპარაკდა შვილების რელიგიურ მრწამსზე

    მას შემდეგ, რაც 2001 წელს მსახობი ტომ კრუზს გაშორდა, ნიკოლ ქიდმანი პრესასთან ოჯახურ ცხოვრებაზე ძალიან ფრთხილად საუბრობს. შვილებზე კი,  რომლებიც მან და ტომმა 1990 იანების დასაწყისში იშვილეს საერთოდ დუმისლ ამჯობინებს. თუმცა ცოტა ხნის წინ ავსტრალიურ ჟურნალ Who –სთან საუბრისას მსახიობმა 25 წლის იზაბელზე და 23 წლის კონორზე ისაუბრა. შვილები მამის, ტომ კრუზის მსგავსად საიენტოლოგთა ეკლესიის წევრები გახდნენ.

     

    “ძალიან არ მიყვარს ამ ყველაფერზე საუბარი. ჩვენს ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდე. 150 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვების გამო სიცოცხლეს დავთმობ. ისინი უკვე დიდები არიან და შეუძლიათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. არჩევანი გააკეთეს და საიენტოლოგები გახდნენ. ჩემი, როგორც დედის ვალია მიყვარდეს ისინი. მიუხედავად იმისა, რას აკეთებს შვილი მან უნდა იცოდეს, რომ მიყვარს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. მშობლის ვალია შვილს უპირობო სიყვარული მისცეს“ – თქვა ნიკოლმა.

    თავად ნიკოლ ქიდმანი კათოლიკა. ტომ კრუზთან განშორების დროს ის ამბობდა, რომ არ უნდოდა მისი შვილები საიენტოლოგების წესებით გაზრდილიყვნენ. 2015 წელს მედია იტყობინებოდა,  რომ იზაბელა კრუზი გათხოვდა. როგორც პრესა წერდა, გოგონამ ქორწილში დედობილი და მამობილი არ დაპატიჟა.

    ამჟამად ნიკოლ ქიდმანი მომღერალ კიტ ორბანზეა გათხოვილი და ორ გოგონას ზრდის – ათი წლის სანდეი როუზს და რვა წლის ფეიტ მარგარეტს.

     

     

     

  • ამალ კლუნი შვილთან ერთად ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    გასული წლის ივლისში 57 წლის ჯორჯ კლუნი და მისი 40 წლის მეუღლე, ამალ კლუნი პირველად გახდნენ მშობლები. მათ ტყუპები – ალექსენდრი და ელა შეეძინათ. მას შემდეგ ვარსკვლავური წყვილი პრესას სიახლოვეს არ იკარებს და პირად ცხოვრებაში არ ახედებს, თუმცა პაპარაცები ხანდახან მაინც ახერხებენ ამალი ბავშვებთან ერთად გადაიღონ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მსახიობის ცოლი თავის ვაჟთან ერთად ნიუ–იორკის ერთ–ერთი სასტუმროდან გამოვიდა. ამალს ყვითელი ტყავის ქურთუკი, ჯინსი და შავი ბათინკები ეცვა და ხელში ბავშვი ეჭირა. როგორც კი პაპარაცები შენიშნა, შეეცადა სახე ქუდით დაემალა და შვილთან ერთად სასწრაფოდ ჩაჯდა დაბურულ მანქანაში.

     

     

     

     

    მეორე ტყუპისცალი – ელა ფოტოგრაფებმა იქ ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს დედას ორივე შვილის ერთად გასეირნება უჭირს.

     

     

     

     

     

     

    სხვათა შორის, ერთ–ერთ ინტერვიუში ამალ კლუნიმ აღიარა, რომ თავიდან ტყუპების მოვლა ძალიან გაუჭირდა. “რთული იყო ის პერიოდი, როცა ძუძუთი ვკვებავდი. ისინი ხომ ორნი არიან. უამრავი აქსესუარი, ბალიშები და სხვადასხვა ტექნიკა მქონდა ამ საქმისთვის“ – ამბობს ტყუპების დედა. თუმცა დასძენს, რომ ყველა სირთულე ფერმკრთალდება იმ ემოციების ფონზე, რომლებსაც პატარები იწვევენ როცა მას და მის მეუღლეს დედას და მამას ეძახიან.

     

     

  • რეკლამა

    აქ განთავსდება ინფორმაცია რეკლამის შესახებ

  • 10 ფაქტი არქიტექტურული შედევრის – საგრადა ფამილიას შესახებ

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბარსელონას მთავარი ღირშესანიშნაობის – საგრადა ფამილიას, ანუ წმინდა ოჯახის ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. კათოლიკური ბაზილიკის საბოლოოდ დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი და რთული მშენებლობა მსოფლიოში, რომელიც  მესამე საუკუნეა  გრძელდება. მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ამ ყველაზე უცნაური მშენებლობის შესახებ.
    1. ბარსელონის მთავარი სიმბოლო და მსოფლიო არქიტექტურის საგანძური – საგრადა ფამილია არქიტექტორ ანტონიო გაუდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ის უკვე 136 წელია შენდება. პირველი ქვა   მშენებლობაზე 1882 წლის 19 მარტს დაიდო ეშამპლეს რაიონში, რომელიც იმ დროისათვის ბარსელონას გარეუბნად ითვლებოდა. პროექტის ამჟამინდელი მთავარი არქიტექტორი  მის დასრულებას გაუდის გარდაცვალების ასი წლისთავის აღსანიშნავად – 2026 წლის 10 ივნისისთვის გეგმავს.


      Sagrada Familia  მშენებლობა. 1887 წელი.


    2. ტაძრის მშენებლობას თავდაპირველად არქიტექტორი ფრანსისკო პაულა დე ვილიარი ხელმძღვანელობდა და არა გაუდი, როგორც ეს დღემდე ბევრს გონია. მისი ჩანაფიქრით ტაძარი ლათინური ჯვრის ფორმის ჩვეულებრივი ნეოგოტიკური ბაზილიკა უნდა ყოფილიყო, თუმცა დამკვეთთან – წმინდა სენ ხოსეს მიმდევართა სულიერ ასოციაციასთან აზრთასხვაობის გამო მან პროექტი მიატოვა და 1883 წელს მისი ადგილი ანტონიო გაუდიმ დაიკავა.


      Sagrada Familia  მშენებლობა. 1905 წელი.


    3. ათწლეულების მანძილზე ტაძრის მშენებლობა ქალაქის მაცხოვრებელთა კერძო შემოწირულობების ხარჯზე მიმდინარეობდა და ეკლესიის ფინანსები და ძალისხმევა მის მშენებლობაში არ ჩადებულა. მხოლოდ 2010 წელს, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ტაძარი პაპმა ბენედიქტ  მეთექვსმეტემ  აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ოფიციალურად გახსნა. 

    4. ანტონიო გაუდიმ ტაძრის მშენებლობას საკუთარი ცხოვრების 42 წელი მიუძღვნა. მისი ჩანაფიქრით ტაძარში 18 კოშკი უნდა ყოფილიყო. აქედან 12 მოციქულებს მიეძღვნებოდა, ოთხი  – ნათლისმცემლებს, ერთი – იესოს და ერთიც ღვთისმშობელს. ყველაზე მაღალი – 170 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც ანსამბლის ცენტრში მდებარეობს ქრისტეს განასახიერებს. მისი მშენებლობა  ახლახანს დაიწყო. გაუდის სიცოცხლეში მხოლოდ შობის ფასადის აშენება მოესწრო და ისიც ბოლმდე ვერა. დასრულდა მხოლოდ ფასადის პირველი სამრეკლო. 1926 წლის 10 ივნისს არქიტექტორი 73 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას ბარსელონაში იმ დროისთვის ახლად ამუშავებული ტრამვაი დაეჯახა. ის საგრადა ფამილიას საძვალეში დამარხეს.  დღემდე ტაძარში, ქალწულ კარმენის კაპელაში განისვენებს.

      ანტონიო გაუდის საფლავი

    5. გაუდი, როგორც შემოქმედი მუდმივად მიისწრაფვოდა ბუნების ორგანული ფორმების გამოყენებისა და  მაქსიმალურად რეალისტურად ასახვისკენ. ტაძრის ფასადის სკულპტურული ჯგუფებისთვის მოდელებს მთელ ქალაქში ეძებდნენ. ამბობენ, რომ მაგალითად, იუდას სკულპტურა ტაძრის დარაჯის, ლოთი ჯოზეფის მოდელობით შეიქმნა, პილატში კი ბევრმა ადგილობრივი მწყემსი ამოიცნო. თაბაშირის ფიგურებისთვის, რომლებიც შემდეგ ქვის ფიგურების დასამზადებლად გამოიყენებოდა, გაუდი ქლოროფორმით აძინებდა წიწილებს, ქუჩაში აგროვებდა მკვდარ ფრინველებს. ერთხელ კი ვირი უნაგირზე ჩამოკიდა, რათა მისი ზომები უფრო ზუსტად აეღო. მისი სტუდიის სტუმრებს საშინელი სანახაობა ელოდა. ჭერქვეშ და თაროებზე რიგებად გამწკრივებული თაბაშირის მახინჯი ფიგურები – ყალიბები ყრმათა მოწყვეტის სცენისთვის, რომელთა გასაკეთებლად გაუდი სანტა კრუზის ჰოსპიტალში რეგულარულად დადიოდა და მკვდრადშობილ ბავშვებს ყალიბების შესაქმნელად იყენებდა.


      შობის ტაძრის ფასადი Sagrada Familia.


    6. ამბობენ, რომ სკულპტურების შექმნის პროცესი ხელოსნებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ბევრი ვერ უძლებდა მძიმე შრომას და ემოციებს. მათ მუდმივად თაბაშირის ფიგურების ზევით–ქვევით აწევ–დაწევა უწევდათ. არქიტექტორი უნდა დარწმუნებულიყო, რამდენად რეალისტურად გამოიყურებოდა ფიგურები სიმაღლეზე. მათ ფოტოებსაც ხშირად უღებდნენ, რათა არასწორხაზოვანი და ჩახლართული ფორმების დიდოსტატი გაუდი ვიზუალური მანიპულაციების და რაკურსების ცვლის საშუალებით დარწმუნებულიყო, რომ სასურველ შედეგს მიიღებდა. მხოლოდ ამის შემდეგ მზადდებოდა ფიგურები ქვისგან. 


      შობის ფასადი Sagrada Familia


    7. გაუდის ახალგაზრდობიდან რევმატიზმი აწუხებდა. ხაზვა და ხატვა უჭირდა. შესაძლოა ამიტომაც მას არ უყვარდა ნახაზები და სამგანზომილებიან მოდელებზე მუშაობას ამჯობინებდა. მოდელებს არა მხოლოდ თაბაშირისგან ძერწავდა, არამედ  ჯაჭვების და ქვიშიანი ტომრების საშუალებით ურთულეს დასაკიდ კონსტრუქციებს ქმნიდა. სწორედ ასეთმა ჯაჭვით დაკიდულმა მოდელებმა მისცეს საშუალება არქიტექტორს სწორად გაეთვალა დატვირთვები და საგრადა ფამილია ტრადიციული საყრდენების და კონტრფორსების გარეშე, გრავიტაციის ძალასა და კათენოიდის პრინციპებზე დაყრდნობით აეგო.


      გაუდის სტუდია საგრადა ფამილიაში.

      ასეთ კონსტრუქციებს იყენებდა გაუდი ტრადიციული ნახაზების ნაცვლად.

    8. გაუდის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ნახაზები, გეგმები, ესკიზები, თაბაშირის მაკატები ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს განადგურდა. 1936 წლის ივლისში ანარქისტების ჯგუფი ტაძარში შეიჭრა, მიწისქვეშა საძვალე და მშენებელთა ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლა გადაწყვა, დაამტვრია მაკეტებიც. მათი ნაწილობრივ აღდგენა 1939–1940 წლებში მოხერხდა. სწორედ ამ მოდელებით, რომლებმაც მიახლოებითი წარმოდგენა შექმნა გაუდის თავდაპირველ ჩანაფიქრზე, გაგრძელდა ტაძრის მშენებლობა.



      ტაძრის ინტერიერი


    9. ყველა როდი თვლიდა საგრადა ფამილიას არქიტექტურულ შედევრად. მაგალითად მწერალი ჯორჯ ორუელი მას მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მახინჯ შენობას უწოდებდა და სინანულიც კი გამოთქვა, რომ ანარქისტები უგემოვნოები აღმოჩნდნენ, რადგან ტაძარი დაინდეს და მთლიანად არ გაანადგურეს, როცა ამის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ.

    10. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საგრადა ფამილიას მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რადგან მშენებლობის ოფიციალური ლიცენზია არ არსებობდა. თუმცა ბარსელონას ამჟამინდელმა მერმა ძირძველი კონფლიქტის მოგვარება შეძლო. ქალაქის ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა ორწლიანმა მოლაპარაკებებმა საბოლოოდ ისტორიული შეთანხმება მოიტანა შედეგად. ტაძარი  ქალაქს 36 მილიონ ევროს 10 წლის განმავლობაში გადაუხდის. ამ თანხიდან 22 მილიონი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას მოხმარდება. 7 მილიონი მეტროპოლიტენამდე წვდომის გაუმჯობესებას, 4 მილიონი ტაძრის გარშემო ქუჩების განვითარებას და 3 მილიონი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

      ეს თანხა რა თქმა უნდა მცირე  არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა მაშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ტაძრის მიმდებარედ, ბევრადაც არ მოგეჩვენებათ. ამ თანხით დიდების ფასადის სამუშაოების გამო მთელი მიკრორაიონის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს, უნდა აშენდეს მთავარი კიბე,  მიწისქვეშა პარკინგი ტურისტული ავტობუსებისთვის, მეტროს გვირაბები, და რაც მთავარია – მთელი საცხოვრებელი კვარტალი უნდა დაინგრეს, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

  • მაუგლი ეკრანებზე ბრუნდება

    მაყურებელს უკვე საშუალება აქვს ნახოს მაუგლის ახალი ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელზეც ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი და მსახიობი, ენდი სერკისი მუშაობდა. პროექტი რადიარდ კიპლინგის ცნობილ ნაწარმოებს ეფუძნება.

    სიუჟეტი პატარა ბიჭის ისტორიაზეა ფოკუსირებული, რომელიც ტყეში მგლებთან გაიზარდა.ფილმის გადაღება კინოკომპანია  Warner Bros. მა წამოიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით “მაუგლი“ კინოგაქირავებაში წელს 19 ოქტომბერს უნდა ჩაეშვათ, თუმცა საბოლოოდ სტუდიამ ეს ფილმი უპერსპექტივოდ ჩათვალა და მისი გადაღების უფლება Netflix –ს მიყიდა.

    ფილმის გმირების გახმოვანებაზე ისეთი ცნობილი მსახიობები მუშაობდნენ, როგორებიც არიან. ბენედიქტ ქამბერბაჩი, ფრეიდა პინტო, კრისტიან ბეილი, ქეით ბლანშეტი, მეთიუ რიზი, ნაომი ჰარისი და სხვები.

    “მაუგლის“ მაყურებელი მომავალი წლის 7 დეკემბერს ნახავს. გარდა ამისა, ფილმს შეზღუდულ კინოჩვენებაშიც ჩაუშვებენ, რათა ფილმის შემქმნელებს მომავალში პრესტიჟული პროფესიული პრემიებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცეთ.

  • 2007 წლის – 7 ნოემბრის მოვლენებიდან- 11 წელი გავიდა.

    2007 წლის – 7 ნოემბრის მოვლენებიდან- 11 წელი გავიდა. 11 წლის წინ ამ დღეს მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საპროტესტო აქცია, რომლიტაც ოპოზიციური პარტიები და მშვიდობიანი მოქალაქეები ხელისუფლების შეცვლას მოითხოვდნენ. პოლიციამ და სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური იარაღითა და წყლის ჭავლით- საპროტესტო აქცია ჯერ რუსთაველის გამზირზე დაშალა. მოქალაქეების დარბევა მოხდა რიყის ტერიტორიაზეც. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. იმედთან ერთად ხელისუფლებამ გათიშა ტელეკომპანია კავკასიის მაუწყებლობაც.

    2007წელს მიხეილ  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 3 ნოემბერს დაიწყო. დარბევა კი მას შმდეგ მოხდა, რაც პროტესტის მოანწილეებმა კარვების ქალაქის გაშლა დააანონსეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ ქვეყანაში 15დღიანი საგანგებო მდგომარეობა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე და საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებაზე პლებისციტი გამოაცხადა.

  • ბრიუს უილისის რანჩო 5.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

      აიდაჰოს შტატში, ჰეილის რაიონში მდებარე ბრიუს უილისის რანჩო 9 ჰექტარი ტერიტორიით ბოლოს და ბოლოს გაიყიდა. შვიდი წლის მანძილზე უძრავი ქონების ბაზარზე ის გასაყიდად რამდენჯერმე გამოჩნდა და გაქრა. ცოტა ხნის წინ კი ახალი მფლობელი იპოვა. 2011 და 2016 წლების შეფასებით უძრავი ქონების ღირებულება 15 მილიონი დოლარი იყო. მართალია საბოლოოდ ის ამ თანხის მესამედად გაიყიდა, მაგრამ ეს გარიგება ჰეილის რაიონის ისტორიაში ყველაზე მსხვილ გარიგებად სახელდება.

    მსახიობის რანჩო – ეს არის 1984 წელს აშენებული 780 კვადრატული მეტრის შენობა, რომლის მოდერნიზება უილისმა 2003 წელს განახორციელა. ამჟამად სახლში ექვსი საძინებელი ოთახი, სპორტდარბაზი და კინოდარბაზია. ინტერიერი ძირითადად ნატურალური ხით არის მოპირკეთებული. კედლები და მაღალი ჭერი თეთრად არის შეღებილი. ფოტოებზე განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება მასიური ხის ბოძები
    .

    მისაღებ ოთახში ცენტრალური ადგილი უკავია ნატურალური ქვით მოპირკეთებულ ბუხარს, რომლის უკან იატაკიდან ჭერამდე პანორამული ფანჯრებია. პირველ სართულზე მდებარეობს საძინებლები სტუმრებისთვის.


    მეორე სართული მთლიანად მასპინძლის უზარმაზარ საძინებელს უკავია. რანჩოს ტერიტორიაზე მდებარეობს პატარა სასტუმრო სახლიც, ხელოვნური არხები, კლდეები, შადრევნები. ასევე დიდი აუზი და პატარა ხელოვნური ჩანჩქერი.