Blog
-
ხელისუფლება იყენებს ყველა აკრძალულ მეთოდს – „ევროპული საქართველო“
ევროპულ საქრათველოში საარჩევნო დარღვევების ფაქტებზე საუბრობენ -
ჩუგოშვილი: ნაცმოძრაობას ფაქტები თუ აქვს, მიმართონ შესაბამის უწყებებს
ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში” არჩევნების მიმდინარეობაზე -
კობახიძე: გრიგოლ ვაშაძეს მე კია არა, საზოგადოება გასცემს პასუხს
ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში” არჩევნების მიმდინარეობაზე და ნაციონალირი მოძრაობის მიერ გავრცელებულ საარცევნო დარღვევების სესახებ იფორმაციებზე საპასუხოდ
-
ცნობილი ანიმაციური სერიალის, ”SPONGEBOB”-ის შემქმნელი გარდაიცვალა
სტივენ ჰილენბურგი, ნიკელოდეონის მეგაჰიტის, ”SpongeBob SquarePants”-ის შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზად ამიოტროფიული სკლეროზი დასახელდა, რაც მას გასული წლის მარტში დაუდგინეს.მისი, როგორც ანიმატორის კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1992 წელს ის დააჯილდოვეს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, ”Wormholes”-ის შექმნისთვის. ამის შემდეგ მან მთლიანად მიუძღვნა თავისი ცხოვრება ანიმაციების შექმნას და უკვე 1996 წელს დაიწყო ყველასათვის საყვარელ ანიმაციურ სერიალზე, ”SpongeBob”-ზე მუშაობა. 1999 წლის 1 მაისს კი შედგა მისი პრემიერა ”Nickelodeon”-ზე და ძალიან მალე ღრუბელი ბობი ყველასთვის საყვარელ ანიმაციურ გმირად იქცა.
-
ფეხმძიმე მეგან მარკლი “დეკრეტული შვებულებით“ არ ისარგებლებს
{{ARTICLEIMAGE}}
სამეფო ოჯახის წევრობა პრაქტიკულად სამსახურია. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრი საჯარო საქმიანობაშია ჩართული, უამრავ ღონისძიებაში, პროექტში თუ აქციაში მონაწილეობს. პრინც ჰარიზე გათხოვების შემდეგ ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო მეგან მარკლიც და ახალი ამპლუა ისე კარგად მოირგო, ფეხმიძიმობის გამოც არ აპირებს აქტიური საქმიანობის შეწყვეტას.

მეგანის ორსულობის შესახებ ამბის გავრცელების შემდეგ საზოგადოება სამეფო ოჯახის წევრ წყვილს ყურადღებით აკვირდება. ჰარი და მეგანი შვილის დაბადებას გაზაფხულისთვის ელოდებიან. მეგანი აპირებს ბოლო დღემდე აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა საქმეებში და ღონისძიებებში. წყვილი ფროგმორში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას. გარდა ამისა მეგანის დედა, დორია ლოს ანჟელესიდან ბრიტანეთში გადავა, რათა შვილს დაეხმაროს როგორც ფეხმძიმობის დროს, ასევე ბავშვის აღზრდაში. პრინცი ჰაი კი ამჟამად სამხრეთ აფრიკულ ტურნეში იმყოფება. ამ შემთხვევაში მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ჰარიმ ამჯობინა ცოლი ბრიტანეთში დაეტოვებინა, რათა მისი და მუცლადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
-
ტოჩინოშინმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა
{{ARTICLEIMAGE}}
24 ნოემბერს ფუკუოკოაში კიუშუს ბაშოს ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბოლო ორთაბრძოლის წინ ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაინაღდა და იანვარში ოძეკის ტიტული დასაცავი არ გაუხდება.
მე-15 დღისთვის მისი ბალანსია 8-6, რაც ნიშნავს, რომ მას 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული და 6-ჯერ დამარცხდა.25 ნოემბერს, მე-15 დღეს, ტოჩინოშინი ხვდება მე-7 მაეგაშირას, შოჰოზანს, რომლის ბალანსიც არის 9-5.82 მატჩიდან ტოჩინოშინს 59 გამარჯვება აქვს. თუ ტოჩინოშინი ხვალაც მოიგებს იგი ბაშოს 60 გამარჯვებით დაასრულებს.ხვალ ბაშოს ბოლო დღეა და მისი მეტოქე 34 წლის მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელსაც 9-5 ბალანსი აქვს. თუ ტოჩინოშინი ხვალაც მოიგებს იგი ბაშოს 60 გამარჯვებით დაასრულებს.
ურთიერთშეხვედრებში შოჰოზანთან ტოჩინოშინს უპირატესობა აქვს – 14:5 და თუ ხვალაც გაიმარჯვებს წელს უკვე 60 გამარჯვებას დააგროვებს. 59 გამარჯვებით ტოჩინოშინი საუკეთესოა, მასზე მეტი მოგება წელს არც ერთ სუმოისტს არ დაუგროვებია.
ტოჩინოშინისთვის ეს ბაშო მთლიანობაში არც ისე წარმატებულია, ოძეკი კარგ ფორმაში არ არის. როგორც სპორტული მიმომხილველები ამბობენ, ამის მიზეზი მარჯვენა ფეხის ტრავმაა, რომელიც ქართველმა სუმოისტმა წელს ერთ-ერთ ბაშოზე მიიღო და ბოლომდე ვერ მოირჩინა.
-
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლის ბოლო მატჩს გამართავს
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 24 ნოემბერს წლის ბოლო მატჩს გამართავს. “ბორჯღალოსნები” ნოემბრის ტესტ-სერიის მესამე შეხვედრაში ტონგას უმასპინძლებენ და შეეცდებიან, 2018 წელი მოგებით დაასრულონ. თამაში ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას RUGBY TV განახორიელებს.
ამჟამად საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-15-ე პოზიციაზეა. “ბორჯღალოსნებს” “ზღვის არწვებთან” აქამდე ექვსჯერ უთამაშიათ და აქედან ოთხში გამარჯვება მოიპოვეს. ქართველი მორაგბეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2015 წლის მსოფლიო თასზე მოგება (17:10) იყო. მას შემდეგ მეტოქეს კიდევ ორჯერ მოვუგეთ და გუნდთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, დადებითი ბალანსი გვაქვს.

ფაქტები
- საქართველოს და ტონგას ნაკრებები ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან. წინა 6 დაპირისპირებიდან ბორჯღასლონებმა 4 მოიგეს, 2 კი დათმეს.
- საქართველოს ნაკრებს ტონგასთან ექვს თამაშში 9 ლელო აქვს გატანილი, მეტოქეს კი ჩვენთვის უფრო მეტი – 15
- ამ ნაკრებების ბოლო დაპირისპირება წელს ივნისში, “წყნარი ოკეანიის თასზე”, სუვაში გაიმართა და “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდა – 16:15.
- ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტ-სერიაში სტუმრად იტალიასთან ანგარიშით 17:28 წააგეს, შემდეგ კი ავჭალაში სამოას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს – 27:19
- თბილისში გამომგზავრებამდე ტონგამ “ფრანგი ბარბაროსები” ანგარიშით 49:38 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს უელსთან წააგო (24:74 ), თუმცა 45-ე წუთამდე ანგარიში 24:24 იყო.
- ბორჯღალოსნების კაპიტნისთვის – მერაბ შარიქაძისთვის ტონგასთან დაპირისპირება საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული მე-60 მატჩი იქნება.
- ტონგას 23-ივე მორაგბე ლეგიონერია, უმრავლესობა კი ევროპაში თამაშობს – 8 საფრანგეთში, 4 ინგლისში და ერთი უელსში. 9 ლეგიონერი ახალ ზელანდიურ, ხოლო ერთი ავსტრალიურ კლუბს წარმოადგენს.
- ტონგელთა შემადგენლობაში გამორჩეული მორაგბეა ფულბეკი ვუნგაკოტო ლილო, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტი, 43 მატჩი აქვს ჩატარებული. ლილოს სამ მსოფლიო თასზე უთამაშია.