Blog

  • ჯესიკა ალბა ანტირეიტინგში ლიდერობს

    პორტალმა GoCompare.com გადაწყვიტა ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გამოსული ფილმების ანალიზის შედეგად გაერკვია, ამ პერიოდში რომელ მსახიობს ერგო წილად ყველაზე მეტი უარყოფითი რეცენზია. როგორც გაირკვა ქალ მსახიობებს შორის ყველაზე ხშირად კრიტიკის ობიექტი ჯესიკა ალბაა. მამაკაცებს შორის კი მაიკ ეპსი. უარყოფითი შეფასების ლიდერთაგან თითომ 59% მიიღო.

    საიტმა მაგალითად გააანალიზა პოპულარული რესურსის, IMDB–ს მონაცემები. საუბარია მხოლოდ იმ კინოვარსკვლავებზე, რომლებმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 ან უფრო მეტ ინგლისურენოვან სრულმეტარჟიან ფილმში ითამაშეს. გარდა ამისა, შეისწავლეს მხოლოდ ის ფილმები, რომლებშიც მსახიობი სამსახიობო შემადგენლობის ათეულში იყო მითითებული.

    შეგახსენებთ, რომ ჯესიკა ალბა ისეთი ცნობილი პროექტების ვარსკვლავია, როგორებიცაა “ფანტასტიკური ოთხეული“, “თვალი, “ “ცოდვების ქალაქი“. როგორც გაირკვა, მის მიერ მიღებული რეცენზიებიდან დადებითი მხოლოდ 5% იყო, ნეიტრალური კი 36%. დანარჩენი უარყოფითი. ალბას შემდეგ ანტირეიტინგის მეორე ადგილზეა ჯესიკა ბილი, მესამე ადგილზე კი ჰიზერ გრემი.

    რაც შეეხება მამაკაც მსახიობებს, ნეგატიურ რეიტინგში მეორე ადგილს კევინ პოლაკი იკავებს, მესამეს კი ჯოშ დუამელი.

     

  • სილვესტერ სტალონე რემბოს როლს უბრუნდება


    სილვესტერ სტალონემ “რემბოს“ მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაასრულა ამის შესახებ მსახიობმა ერთ–ერთ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. “რემბოს“ სერიის მეხუთე ფილმის ქვესათაურია “უკანასკნელი სისხლი“. მსახიობმა მიანიშნა, რომ ის ამ გმირს საბოლოოდ დაემშვიდობა.

    “დასრულდა. ეს იყო უკანასკნელი დუბლი. “უკანასკნელი სისხლი“ … ეს მართლაც გასაოცარი მოგზაურობა იყო. პირველად 1980 წელს გავიცანი გმირი, რომელსაც ხელს არავინ კიდებდა. იცით, მე ამ როლზე მეთერთმეტე კანდიდატი ვიყავი. ამ გმირში უზარმაზარი შესაძლებლობა დავინახე. ეს გრძელი გზა იყო. მადლობა მხარდაჭერისთვის“ – წერს მსახიობი.

    მეხუთე სერიაში ჯონ რემბო პოსტტრავმატულ სინდრომს ებრძვის. წარსულის დემონების დასაძლევად არიზონაში რანჩოზე მიემგზავრება, სადაც ცდილობს წარსული და ომის პერიოდი არ გაიხსენოს. თუმცა ერთხელაც იგებს, რომ მისი ახლობლის ქალიშვილი უცნაურად გაუჩინარდა. ის გოგონას ძებნას იწყებს და დანაშაულებრივ დაჯგუფებას აღმოაჩენს, რომელიც ქალებით ვაჭრობს. რემბო გადაწყვეტს დამნაშავეებს გაუსწორდეს და მათი მსხვერპლი გადაარჩინოს.

    ჯერჯერობით ფილმის პრემიერის თარიღი უცნობია. სცენარი სტალონემ დევიდ მორელთან და მეთიუ სირულნიკთან ერთად დაწერა. ფილმის რეჟისორი ადრიან გრიუნბერგია, თუმცა თავდაპირველად რეჟისორობას თავად სტალონე აპირებდა.
    შეგახსენებთ, რომ რემბოს ეპოპეის პირველი ფილმი ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებაში 125 მილიონი დოლარი შეაგროვა. მომავალი წლის დასაწყისში სტალონეს მონაწილეობით ეკრანებზე კიდევ ერთი ფილმი გამოვა. ეს არის სპორტული დრამა კრედო 2.

  • ახალი რეგულაციები ტაქსებთან დაკავშირებით

    {{ARTICLEIMAGE}}

    თბილისის საკრებულომ 8 დეკემბერს ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცა.  როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა  ამ საკითხს სხდომაზე წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  რეგულაციებით  იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია  „ა“ და „ბ“

    • „ა“ კატეგორიის ლიცენზია გულისხმობს,რომ  ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარის ჩათვლით). ასევე   ტაქსები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით. მძღოლები რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლდებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან.
    • “ბ” კატეგორიის ტაქსზე,ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

    თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ტაქსების რეგულაციის პირველი ეტაპი აგვისტოდან დაიწყო და იგი მძღოლებისთვის ტაქსის ლიცენზიის აღებას ითვალისწინებდა, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში მომავალი წლის ოქტომბრიდან შევა.


  • ბახტაძის და კალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ

    გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობდნენ და სწორედ ამიტომ უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ გამოძიება.

    როგორც ცნობილია, დღესვე გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს. მათი მიზანია, უკვე არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოეხსნას პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ გამოიკვლიეს ყველა ფაქტობრივი გარემოება და სასამართლოს თხოვენ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება.

    ვაშაძემ 600 მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა და კარტოფილის, ხახვის და მეორადი ტანსაცმლის დარიგება მოსყიდვად შეაფასა. 

    შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ამ მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს და თელავში დაგეგმილი ინაუგურაციისთვის ემზადება.