Blog

  • ვოლსკი: აგრესიული რესურსი არ არის საკმარისი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინონ”

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ნაციონალური მოძრაობის სურვილით ხსნის, ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს, თუმცა ვოლსკი დარწმუნებულია, რომ აპარტიას ამის რესურსი არ აქვს. ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” აგრესიულ რესურსზე მიუთითებს.

    “განაცხადი იმის თაობაზე, რომ პერმანენტული აქციები იქნება იმის თაობაზე, რომ სტაბილურობას შეექმნება პრობლემები და იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნება არანორმალური სიტუაცია, ეს მუქარაც, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა “ნაციონალური მოძრაობის”, რომლის გარშემო ერთკაციანი რამდენიმე პარტიაც არის შეკრებილი, თითქოს, მრავალრიცხოვანი პარტიები ჯგუფი მოითხოვს ამას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს აგრესიული რესურსი საკმარისია იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს”, განაცხადა ვოლსკიმ.

    გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება ხვალ შეიტყობს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი.

  • გიორგი ვაშაძე : თვალები გაახილეთ და კარგად დაინახეთ, მერე დასვით ცინიკური შეკითხვა

    ბრიფინგი გაერთიანებულ ოპოზიციაში და გიორგი ვასაძის შენიშვნები ჟურნალისტებს


  • მიაკითხავენ თუ არა დავით კირკიტაძეს სამართალდამცავები ისევ, უცნობია

    {{ARTICLEIMAGE}}

    ველისციხეში პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პირველად, სამართალდამცველები დავით კირკიტაძესთან მივიდნენ, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მათ ადვოკატის გარეშე კარი არ გაუღო, ტერიტორია კი პოლიციამ კამერების გამოჩენამდე დატოვა, ამიტომ უცნობია, რა მიზნით მივიდნენ ისინი ოპოზიციის წარმომადგენელთან.

    კირკიტაძე ამბობს, რომ გუშინდელ აქციაზე ინციდენტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და არც მას და არც გაერთიანებული ოპოზიციის არცერთ წევრს კანონი არ დაურღვევია.

    დავით კირკიტაძე მზად არის, გამოძიების კითვებს უპასუხოს, თუმცა არა პოლიციაში, სასამართლოში – მოსამართლის თანდასწრებით.პოლიციის წასვლის შემდეგ, დავით კირკიტაძის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პოლიციამ მათ მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების საშუალება არ მისცა.


    “დღეს კიდევ ერთხელ გამყარდა ჩემი ეჭვი, რომ პოლიცია გასულია კანონის ფარგლებიდან და მე არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას ან მის უკანონო ბრძანებებს დავემორჩილო.


    თუ სადმე ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას გავაკეთებ სასამართლოზე, თუმცა გავაკეთებ მას მერე რაც დააკავებენ იმ ზონდერებს და პოლიციელებს, ვინც დააზიანა ჩვენი აქტივისტები, დაუმტვრია მანქანები, მოტეხა ყბა და შეგვიზღუდა პროტესტის გამოხატვის თავისუფლება”,ამბობს დავით კირკიტაძე.


    რატომ დაინტერესდა გამოძიება დავით კირკიტაძით, განმარტებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ვინც გუშინდელ აქციაზე კირკიტაძის ქცევა ნახა, არ უნდა გაუკვირდეს, რატომ მიაკითხეს სამართალდამცავებმა. გახარიას მოადგილე იმასაც ამბობს, რომ პოლიციაში დაიბარებენ ყველას, ვინც გუშინ რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს.

    მიაკითხავენ თუ არა დავით კირკიტაძეს სამართალდამცავები ისევ, უცნობია. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარეობდა, 10 ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ასევე დაშავდა ოპოზიციის მხარდამჭერი ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში დაჟეჟილობებით გადაიყვანეს და კიდევ ერთი აქტივისტი – შოთა დალაქიშვილი, რომელსაც ტვინის შერყევა და ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს.






  • “იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს” – კალაძე

    თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციის მიერ უწყვეტი საპროტესო აქციის დაანონსებას “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. ამის შესახებ დღეს კალაძე ჟურნალისტებს ესაუბრა. ნახეთ ვიდეო

    გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება ხვალ შეიტყობს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მეექვსე საშუალო სკოლის დირექტორი

    “აქციები იქნება შეუწყვეტელი, რომელიც იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

  • როს უილსონის პირველი კომენტარი ინაუგურაციის დღის “ძალადობრივ ნაწილზე”

    არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება”, ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა, როდესაც ამერიკელ დიპლომატს 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს შეკითხვა. როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო, ოპოზიციონერებმა სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

    აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ამ უფლებების განხორციელება მშვიდად და მშვიდობიანად მოხდეს. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ იყო. მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება”,განაცხადა როს უილსონმა.

  • ერთნაირსქესიანთა მასობრივი ქორწინება ბრაზილიაში

    ბრაზილიაში, სან პაოლოში ერთდროულად 40 ერთნაირსქესანი წყვილის ქორწინება შედგა. მასობრივი ცერემონიალის გამართვა წყვილებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ჯეირ ბოლსონაროს გამარჯვების გამო გადაწყვიტეს.სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული მოწინააღმდეგეა.ბევრი ლგბტ წყვილი შიშობს, რომ ახალი პრეზიდენტის პოლიტიკა მათთვის ქორწინებას გაართულებს.

  • ლავროვი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში “პროფესიონალების” შეშვებას მოითხოვს

    {{ARTICLEIMAGE}}


    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირება კვლავ აღელვებს. მადლობელია, რომ ლაბორატორია დიპლომატებს დაათვალიერებინეს, თუმცა ლავროვს სურს, ადგილზე ჩავიდნენ არა დიპლომატები, არამედ “პროფესიონალები, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება ლაბორატორიაში და რამდენად წარმოადგენს ეს ექსპერიმენტები საშიშროებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნებისთვის”.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Комсомольская правда-ს ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტის მწვავე შეკითხვებს უპასუხა.

    “ბიოლაბორატორიები არის არამარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც, საქართველოსთან ამ თემაზე ვმუშაობთ – უკვე მიიწვიეს კიდეც ამ ლაბორატორიაში დიპლომატები, ჩვენ მადლობა ვუთხარით, მაგრამ იქ უნდა ჩავიდნენ არა დიპლომატები, არამედ პროფესიონალები, რომლებიც მიხვდებიან, რა ხდება ლაბორატორიაში – რამდენად წარმოადგენს ეს ექსპერიმენტები საშიშროებას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნებისთვის. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ პრინციპისა – აა, აქ გაგვაბრაზეს? მოდი გავწყვეტ ურთიერთობას, მაშინ ამერიკასთანაც უნდა გავწყვიტოთ”,თქვა ლავროვმა.

    ბოლო ცნობები ლუგარის ლაბორატორიაზე

  • “მოვახრჩოთ საქართველო?” – ლავროვი საქართველოთი შეწუხებულ ჟურნალისტს

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Комсомольская правда-ს ეთერში საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტის მწვავე შეკითხვებს უპასუხა.

    ჟურნალისტი ლავროვისგან საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ზომების გატარებას მოითხოვს.

    ჟურნალისტი: რატომ არ ვეუბნებით: ან ხურავთ ბაზებს, ან ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობას, გიკეტავთ საზღვარს თქვენი პროდუქციისთვის. რატომ იყიდება ჩვენთან რუსული ღვინო, ამაზე ფულს აკეთებენ და თან ჩვენს ოკუპაციას ებრძვიან. გვიხარია, რომ იქ აღარ არის სააკაშვილი, მაგრამ იქ სხვა ანტირუსული ძალები მოქმედებენ

    ლავროვი: კარგით, ჩვენ გავწყვიტოთ ურთიერთობები, რომლებსაც რამდენიმე წელია, ვაშენებთ და რა გამოვა – ბაზას მაინც ააშენებენ, ბატალიონებს მოამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს.

    ჟურნალისტი: საპასუხო ზომები უნდა მივიღოთ. ეს ზეწოლის ბერკეტებია, მითუმეტეს, თუ საქართველო ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს…

    ლავროვი: რა. მოვახრჩოთ საქართველო? თქვენ ამბობთ, მოსახლეობის 40 % რუსეთთან ურთიერთობის მომხრეაო. და თუ ურთიერთობას გაწყვეტთ, ეს იქნება არა 40, არამედ 2 პროცენტი.

  • ზურაბიშვილი საკუთარი გუნდის წევრის დანიშვნაზე პირველ განკარგულებას დღეს გამოსცემს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოსტზე ლაშა ჟვანიას დანიშვნასთან დაკავშირებით განკარგულებას საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოსცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ჟვანიამ განუცხადა.

    “დღეს გამოიცემა განკარგულება და ამის შემდეგ მექნება საშუალება, შევხდე ადმინისტრაციის თანამშრომლებს”.

    სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი, მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    ცერემონიას სახელმწიფოს მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი დაესწრო. ღონისძიებაზე დასასწრებად ასევე ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

    ინაუგურაციას ესწრებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა. სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დასწრებია.
    როგორც ცნობილია, მას რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.