პოლონეთში ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კოშალინში მოხდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით 15 წლის გოგონები, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და ცნობილ თამაშს თამაშობდნენ, რომლის წესების თანახმადაც, მონაწილეები ოთახში არიან ჩაკეტილი და გამოსასვლელად მათ თავსატეხები უნდა ამოხსნან. ხანძარი შენობაში ადგილობრივი დროით 5 საათზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 25 წლის ბიჭიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდარის შემდეგ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა მსგავსი გასართობი დაწესებულების შემოწმება დაიწყო.
Blog
-
გუშინ საქართველოს პატრიარქი 86 წლის გახდა.
{{ARTICLEIMAGE}}გუშინ საქართველოს პატრიარქი 86 წლის გახდა. ილია მეორეს იუბილე პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს. საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ. მათ პატრიარქს იუბილე სიმღერით მიულოცეს. მიღებაზე მოსულ სტუმრებს ილია მეორემაც მიმართა მადლობა გადაუხადა და დალოცა.
„პავლე მოციქულს ასეთი სიტყვები აქვს დაწერილი: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ. დღევანდელი დღე და საღამო განსაკუთრებით არის ის საღამო, როცა თქვენ იტვირთეთ ჩემი სიმძიმე. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის. 41 წელია მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ“, – განაცხადა პატრიარქმა. -
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა.
{{ARTICLEIMAGE}}მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსზე ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში შედგა.ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერამდე მსოფლიო პატრიარქმა წირვა აღავლინა, რომელსაც, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის სპიკერი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე ესწრებოდნენ. მღვდელთმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თავის რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტი და მიტროპოლიტი ეპიფანე მიიღო. შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ, უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს. -
71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ და მისმა თანაშემწემ თანამდებობები დატოვეს
თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ თანამდებობები დატოვეს. მატი გათავისუფლების მიზეზი საახალწლო ღონისძიების დროს პიროტექნიკის გამოყენება გახდა. 26 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებაზე პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანება ერთმა ბავშვმა მიიღო. საქმეზე სინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა დაწყებული აქვს. -
11 შეტყობინება, დაზიანებული ავტომანქანა და დაზარალებული მოქალაქეები: ძლიერი ქარის შედეგები ბათუმში
{{ARTICLEIMAGE}}
ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე დაზიანდა ორი ავტომანქანა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.ამავე წყაროს თანახმად, ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 – ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები. -
ავტოავარიის შემდეგ მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის პირველი ფოტო გავრცელდა
{{ARTICLEIMAGE}}
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თურქეთის კლინიკა დატოვა. მიხეილ გიორგაძის ფოტო სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, მინისტრის მოადგილე სახლში გააგრძელებს რეაბილიტაციის პროცესს.მიხეილ გიორგაძე ავტოავარიაში ყვარელში 17 ნოემბერს მოყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იყო, რის შემდეგაც ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
-
პრეზიდენტ ზურაბიშვილს 5 იანვარს ზუგდიდში ელოდებიან
{{ARTICLEIMAGE}}
5 იანვარს ზუგდიდში, სკეიტპარკში “პრეზიდენტის ნაძვის ხე” გაიმართება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, “აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს”. -
“აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას – ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია”: რეჯებ ჟორდანიას მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილი, 97 წლის რეჯებ ჟორდანია საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტს ოთარ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს. რეჯებ ჟორდანია წერილში სალომე ზურაბიშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა მოიხსენია ქართველი მეფეები და საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი.“მაისსა და ივნისში, დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს, შენ საერთოდ უგულებელყავი იმ ხალხის დამსახურება ვინც შექმნა პირველი რესპუბლიკა. არც ერთ შენს ბევრ გამოსვლაში მე არ გამიგია არც ერთი იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელი, თითქოს პირველი რესპუბლიკა თავისით შეიქმნა! ყველა შენს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმართული იყო ამ ხალხის ღვაწლისა და ისტორიული ფაქტების დამცირებაზე. იგივე ითქმის შენს დაზე, სალომეზე, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტი გახდა… ყველამ ვნახეთ, მის ინაუგურაციისას წარმოთქმულ სიტყვაში, სალომე დაგვპირდა, რომ გააერთიანებს ქართველებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. მან მოიხსენია ქართველი მეფეები და საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი! მან მხოლოდ შექებით მოიხსენია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, თითქოს ეს დოკუმენტი სპონტანურად, თავისით შეიქმნა! როგორც ჩანს, შენ და შენი და აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას – ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები, მიუხედავად იმისა რომ ისინი დასავლეთში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელებად მიიჩნევიან. ეს კი აჩვენებს, რომ არ არის საჭირო იყო დეკლარილებული საბჭოთა კომუნისტი, რომ მსგავსი აზროვნებით იცხოვრო”, წერია ღია წერილში.
-
მონაკოს პრინცესამ საკუთარი ქორწილი ჩაშალა
{{ARTICLEIMAGE}}დასავლური მედია იტყობინება, რომ მონაკოს პრინცესამ, შარლოტა კაზირაგიმ ფრანგ პროდიუსერ დიმიტრი რასამთან დაქორწინება გადაიფიქრა. წყვილმა ეს გადაწყვეტილება მათი საერთო შვილისდაბადებიდან ორი თვის შემდეგ მიიღო.
წყვილის ურთიერთობის შესახებ 2017 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი. ერთი წლის შემდეგ კი შარლოტამ და დიმიტრიმ განაცხადეს, რომ დაქორწინებას აპირებდნენ. თუმცა შემდეგ ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადეს. ახლა კი სულაც გააუქმეს.
მსგავსი შემთხვევა 31 წლის პრინცესას ცხოვრებაში 2015 წელსაც მოხდა. ის მსახიობ გად ალმალეხს პირდაპირ ქორწილის წინ დაშორდა.