Blog

  • თიბისი ბანკის საქმე: ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი პროკურატურას აკრიტიკებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი და “ტვპირველის” მფლობელი ბიზნესმენი ვახტანგ წერეთელი “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

    პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები კომპანიების – შპს “სამგორი თრეიდის” და შპს “სამგორი M”-ის “სოლიდურ წილს ფლობს” სწორედ ვახტან წერეთელი ფლობს და  შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიბარა საგამოძიებო ორგანომ ის გამოკითხზვაზე.

    “მთელი დღეა, მიზანმიმართულად არ დავწერე არაფერი ,,თიბისი ბანკის” ამბავზე… ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეგდოტურად – პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს, გამოძიება მიდისო და დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს, იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე; აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე… თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ… ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე, გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ… ნუ, მინიმუმ, ყავაზე მაინც… სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული”, – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.


    თიბისი ბანკის საქმე: ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

    თიბისი ბანკის საქმე: კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის კამპანიის აგორების საფუძველი არ უნდა გახდეს

    “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს

  • ენეს კანტერს მოკვლით ემუქრებიან

    {{ARTICLEIMAGE}}ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი ენეს კანტერი აცხადებს, რომ ყოველდღე ასობით წერილს იღებს, სადაც მოკვლით ემუქრებიან და ეს ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი განაცხადა ლონდონში გუნდთან ერთად გამგზავრებაზე.

    როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, რადგან გუნდს ლონდონში ვერ დაეხმარებოდა იმ მიზეზით, რომ შესაძლოა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დამუქრებოდა. იგი ყველაფერს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯიპ ტაი ერდოღანს აბრალებდა და აცხადებდა, რომ სწორედ ის იყო ამ მუქარის ინიციატორი. ამის შემდეგ კანტერმა თურქეთის პრეზიდენტი შეურაცჰმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და ამბობდა, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ერდოღანი მას ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა.

    ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ენეს კანტერმა აქტიურად დაუჭირა მხარი თურქეთში ერდოღანის საპირისპიროდ შექმნილ ოპოზიციურ ძალებს. ამის შემდეგ კალათბურთელს დაეწყო სავიზო პრობლემები და 2018 წელს მას ოფიციალურად ჩამოართვეს თურქეთის მოქალაქეობა. თვითონ ვარსკვლავი აცხადებდა, რომ ერდოღანი დღევანდელობის ჰიტლერია და იგი ყველაფერს გააკეთებდა, რათა მისი მოწინააღმდეგეები გაენადგურებინა. ამის შემდეგ ენეს კანტერის მამამ სოციალურ ქსელში უცნაური პოსტი განათავსა, სადაც ბოდიშს უხდიდა თურქეთის მოსახლეობას და პრეზიდენტს რეჯიპ ტაი ერდოღანს მისი შვილის ქმედებების გამო და იგი უარს ამბობდა ენესის შვილად აღიარებაზე. ენეს კანტერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს პოსტი მუქარის ქვეშ დააწერინეს მამამისს და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დღემდე მას საკუთარ ოჯახთან ურთიერთობა არ აქვს, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას.

    ენეს კანტერი 2021 წლისთვის ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს და თავისუფლად შეეძლება ნებმისმიერ ადგილას გამგზავრება, თუმცა მისი თქმით, თავს უსაფრთხოდ მხოლოდ ამერიკაში გრძნობს.

  • სააკაშვილი თიბისი ბანკზე: “საქმის შეკერვა” ივანიშვილის კანტორადქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოებს სცდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამბობს, რომ 10 წლის წინანდელ ამბებზე “საქმის შეკერვა” ივანიშვილის კანტორად ქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოებს სცდება”.

    “ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, ვინაიდან პირადად შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ივანიშვილი თავზე მოჯდომოდა ქვეყანას, თუმცა სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 2019 წელს 2008 წლის ამბებზე “საქმის შეკერვა” ივანიშვილის კანტორად ქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოებს სცდება. ივანიშვილს ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინსტიქტი – დარჩეს ქვეყანაში ერთადერთ მძარცველად და მევახშედ და თუ ეს გამოუვიდა, ძარცვის მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება. ამიტომ, ამ საქმეში, ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლის უზენაესობის მხარეს, რადგან სანამ ივანიშვილი არსებობს, სამართლის უზენაესობა მიუღწეველ ფანტაზიად რჩება. დიაგნოზი იგივეა, რაც ადრე, დაავადების განსაკურნად სასწრაფოდ საჭიროა ამ პარაზიტის მოკვეთა, რითაც ყველანი ვიქნებით დაკავებული წელს”, წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე. 

    თიბისი ბანკის საქმე: ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

    თიბისი ბანკის საქმე: კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის კამპანიის აგორების საფუძველი არ უნდა გახდეს

    “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს

  • Tesla Model 3 ამერიკის პრემიუმ სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია

    ამერიკის პრემიუმ სეგმენტის საავტომობილო ბაზარი საკმაოდ დიდი კონკურენციით გამოირჩევა, სადაც წლების განმავლობაში გერმანული ბრენდები Mercedes-Benz და BMW დომინირებდნენ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მათ აქტიური კონკურენტი გამოუჩნდათ TESLA-ს სახით. 

    2018 წლისთვის კი TESLA MODEL 3 ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ კლასის სედანი გახდა.

    მოგეხსენებათ, 2018 წელი იყო პირველი სრული წელი ამ მოდელისთვის, რა პერიოდშიც კომპანიამ შტატებში მისი 140,000-მდე ეგზემპლარი გაყიდა. 2018 წელს მისია კონკურენტი Mercedes-Benz-ის მოდელი GLC გახლდთ, რომელმაც მხოლოდ 62 000 ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხა.

    საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე ადგილი LEXUS RX-მა დაიკავა 111 000-მდე გაყიდული ავტომობილით. ხოლო რაც შეეხება BMW-ს, იგი სამეულშიც ვერ მოხვდა.

  • მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ბესელია პარიზში გაემგზავრა

    {{ARTICLEIMAGE}}

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრა. 11 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება და სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა პარლამენტის წევრი საფრანგეთში.

    კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შვედეთიდან და იტალიიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან. დღის წესრიგის თანახმად, სხდომის მონაწილეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ასარჩევი კანდიდატურების შეფასების კრიტერიუმების სახელმძღვანელო პრინციპებზე იმსჯელებენ.


    აღსანიშნავია, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ ბესელია მალევე გაემგზავრა ლონდონში, სადაც 3-4 იანვრისთვის ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა მიიწვია.  ვიზიტის ფარგლებში ქართველი პარლამენტარი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორს ქრის ლევიქის შეხვდა.


    ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იქნება: განხორციელებული პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.


    “შეხვედრის მიზანია, გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან. ამ თანამშრლომლობის ფარგლებში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო ახალი ეტაპი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის, რაც წარმატებით განხორციელდა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო ზედანხედველობის კომპონენტი და ახალი რეგლამენტით თემატური მოკვლევების პრაქტიკის დანერგვა. ეს მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტში გვქონდა და საინტერესო იყო შედეგი. ამჯერად სწორედ ინსტიტუციონალურ დონეზე გვინდა გავაგრძელოთ ეს პრაქტიკა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვგეგმავთ თანამშრომლობას და ველოდებით საინტერესო სიახლეებს”, აცხადებდა ეკა ბესელია.

    “ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს

    ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

  • “ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია მმართველ გუნდთან დაპირისპირებული, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს აღნიშნული თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

    ივანიშვილი ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღე, რაც ივანიშვილის თქმით, უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი: “და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი”.

    “ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ. გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

    აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

    დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები”, წერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

    აღსანიშნავია, რომ თავად ბესელია მმართველი პარტიის ლიდერის პოზიციებზე საუბარს თავს არიდებდა და აცხადებდა, რომ ივანიშვილი საკუთარ აზრს თვითონ დააფიქსირებდა. ბესელია იმასაც ამბობდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა. მან საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმიც წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მოსამართლეთა სადავო სიის გაწვევა არ მოხდებოდა პარლამენტიდან, ის გუნდს დატოვებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს.

    დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის სამი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს.

    ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს



  • ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების შესახებ.

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი.

    თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი.

    მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა.

    ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

    მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

    აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

    ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

    გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.

    შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

    აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

    დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები”, წერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

  • დედოფალი ზარას ჟაკეტში

    {{ARTICLEIMAGE}}საშობაო–საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ესპანეთის დედოფალი ლეტიცია საქმიანობას დაუბრუნდა. 9 იანვარს მეფე ფილიპ VI –ს მეუღლე მადრიდში ნარკომანიასთან ბრძოლის ფონდს ეწვია.

    ოფიციალური შეხვედრისთვის 46 წლის დედოფალმა სრულიად სადა კლასიკური იმიჯი არჩია: ესპანური იაფფასიანი ბრენდის – ზარას ოქროსფერღილებიანი შავი ჟაკეტი, ხელში Hugo Boss –ის ქლაჩი, თითქმის შეუმჩნეველი Gold & Roses –ს საყურე, მინიმალისტური მაკიაჟი და კლასიკური ვარცხნილობა.

  • ქეთი თოფურიას ფოტო ბალის სანაპიროდან

    რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი თოფურია საახალწლო არდადეგებს კუნძულ ბალიზე ატარებს და ინსტაგრამზე მის ხელმომწერებს იქ გადაღებულ ფოტოებს უზიარებს. ერთ ერთი ფოტო ოკეანის ნაპირზე საცურაო კოსტუმშია გადაღებული. მომღერლის თაყვანისმცემლებმა მის იდეალურ ფორმებზე გაამახვილეს ყურადღება და კომპლიმენტები არ დაიშურეს.

    ცოტა ხნის წინ ქეთი თოფურიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან უნდა წონაში მომატება.

    “ძალიან მინდა გასუქება – თუნდაც სამი კილოს მომატება, რომ იდეალურ ფორმაში ვიყო. როგორც გაირკვა, ეს ძალიან ძნელია. მშობიარობის შემდეგ ძალიან გავხდი და ვეღარ ვიმატებ. ბოლო დროს ბევრი სანერვიულოც მქონდა. ახლა ყველაფერს ვჭამ, ხაჭაპურსაც კი. მაგრამ წონაში მაინც ვერ ვიმატებ“– ამბობს თოფურია.


    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს ქეთი რეპერ გუფს დაშორდა, რომელსაც ქმართან, ლევ გეხმანთან გაშორების შემდეგ ხვდებოდა. წყვილი რომანს არ მალავდა და ინსტაგრამზე ერთობლივი დასვენებისას გადაღებული რომანტიული ფოტოებიც არაერთხელ გამოაქვეყნეს.

  • დე ფაქტო პრეზიდენტები ვენესუელას პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    რუსეთს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი კარაკასში ჩავიდნენ. რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი დღეს ვენესუელას პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრებიან.

    2009 წლის სექტემბერში ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო.

    2013 წელს, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტად მადურო აირჩიეს. მას ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში. ვენესუელაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, მადურომ რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩაატარა და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 67%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციამ ნიკოლას მადურო დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში. ეს პოზიცია გაიზიარეს დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. აშშ-მა ვენესუელას დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელიდან ელჩები გაიწვია 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არგენტინამ, ბრაზილიამ და კანადამ. მადუროს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. ვენესუელის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები რუსეთის გარდა აღიარეს ჩინეთმა, კუბამ და სალვადორმა.