Blog

  • დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა

    {{ARTICLEIMAGE}}
    რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. დე ფაქტო მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში გრიპის ვირუსის H1N1-ის გავრცელებას ასახელებს.

    რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს დილით გადმოვიდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც “ენგურჰესის” თანამშრომელია. ენგურის ხიდთან იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.

    მისი ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისკენ უშვებენ მხოლოდ “ენგურჰესის” თანამშრომლებს და პირებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით იმყოფებოდნენ. რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა, ჯერჯერობით უცნობია.

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირველ პრესკონფერენციას გამართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის ინაუგურაციაც 16 დეკემბერს გაიმართა, მედიასთან პირველ საჯარო შეხვედრას გამართავს. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტი აქტუალურ საკითხებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. პრესკონფერენცია ათონელის რეზიდენციაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს მოსამართლეების საკითხზე პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. ბოლო საჯარო მიმართვა ამ თემაზე 10 იანვარს მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

    რისი გაკეთება მოასწრო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2018 წელს

  • აშშ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    შშ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას ულოცავს. სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ.”6 იანვარს, უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება, წარმოადგენს ისტორიულ მიღწევას, მაშინ როდესაც უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ ისწრაფვის”, წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა. შეერთებული შტატები ინარჩუნებს მტკიცე მხარდაჭერას რელიგიის თავისუფლებისადმი, მათ შორის რელიგიური ჯგუფების მიმართ, რომ წარმართონ საკუთარი რელიგია მათი რწმენის მიხედვით, გარეჩარევის გარეშე. მივესალმებით მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომლის თანახმად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისათვის”,წერია განცხადებაში.  

  • ავსტრიელმა რკინიგზელებმა თოვლში ჩამარხული გარეული თხა გადაარჩინეს.

    {{VIDEO}}

    ავსტრიელმა რკინიგზელებმა თოვლში ჩამარხული გარეული თხა გადაარჩინეს.ანტილოპას მსგავსი გარეული თხა რკინიგზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოების დროს რელსებიდან გადაყრილმა თოვლმა დაფარა.თხა განძრევას ვეღარ ახერხებდა. მას შემდეგ კი, რაც რკინიგზელებმა თოვლიდან ამოიყვანეს, ტყეს მიაშურა.

  • ჩუგოშვილი პარლამენტიდან მოსამართლეთა სიის გაწვევის მომხრეა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების სია პარლამენტიდან იუსტიციის საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს. ჩუგოშვილის თქმით, არსებული სია პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოაგროვებს და “ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის საბჭომ სიის წარმოდგენა გადაწყვიტა პარლამენტისთვის, სწორი არ იყო. ამ თემაზე ჩუგოშვილმა დღეს “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა.

    “სია უნდა გავწიოთ გვერდზე, რომელიც დიდ ვნებათაღელვას იწვევს ქვეყანაში, საზოგადოებაში და ბუნებრივია, პარლამენტშიც. უნდა ამოვავსოთ საკანონმდებლო ხარვეზი და ამის შემდეგ დავიწყოთ გადაწყვეტილების მიღება”.

    რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ჩუგოშვილის შეფასებით, ამ განცხადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები.

    “იმ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა, ვერ ვხედავ, რომ წარმოდგენილი სიის მხარდაჭერა ყოფილიყო გამოხატული, ან – საბჭოს მიერ შემოთავაზებული ტემპების და რიტმების მხარდაჭერა. მთავარია, რომ საპარლამენტო ვაკუუმი, რომელიც ახლა გვაქვს, სწორი ფორმით შევავსოთ. სწორად გავწეროთ, როგორ უნდა შეირჩნენ უზენაესის მოსამართლეები”.

    ჩუგოშვილს მოლოდინი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით”.

  • ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს: დაწიეთ “ტამიფლუს” ფასი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ფასი შეძლებისდაგვარად დაწიონ. მინისტრის ინფორმაციით, კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.

    “მე არ მაქვს შესყიდვის ფასის გაჟღერების უფლება, თუმცა მექნება ასეთი, თუ შეიძლება მიმართვა, ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც დისტრიბუციას აკეთებენ ამ პრეპარატებისას: განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში და გამოიჩინონ სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები ამ კონკრეტულ პრეპარატზე, ჩემი შეხედულებით ამისი რეზერვი და რესურსი მათ აქვთ”,განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

    დღეს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები “ტამიფლუს” რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

    “გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ “ტამიფლუს” მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ – მიზანმიმართულად მომზადებული “შავი პიარია”, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.

    სოციალურ ქსელში კი აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ ეს ანტივირუსული პრეპარატი ევროპაში ბევრად იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ზოგიერთი მათგანი გასაყიდ ფასს 5 ევროს ასახელებს.

  • სექსუალური შევიწროების შესახებ ეშლი ჯადის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო

    კალიფორნიის სასამართლომ უარი თქვა სექსუალური შევიწროების შესახებ სარჩელზე, რომელიც მსახიობმა ეშლი ჯადმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ შეიტანა.

    სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქმის გარემოებები არ შეესაბამება კანონის იმ მუხლს, რომლითაც სარჩელი იქნა შეტანილი და არაფერი აქვს საერთო იმის დადგენასთან, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ეშლი ჯადის მიმართ სექსუალურ შევიწროებას “ამ სიტყვის ყოფითი გაგებით“.

    რაც შეეხება ეშლი ჯადის სხვა სარჩელს ვაინშტეინის წინააღმდეგ, რომლებიც მის კარიერაში უარყოფით ჩარევას ეხება, კვლავ სასამართლოს განხილვაში რჩება.

    ეშლი ჯადი ერთ–ერთი პირველი იყო იმ ჰოლივუდელ ქალებს შორის, ვინც ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ბრალდებები.

    გავლენიანი ჰოლივუდელი პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულაა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ნიუ იორკში. ასევე სასამართლოშია შეტანილი რამდენიმე სამოქალაქო სარჩელი.

  • თიბისი ბანკის საქმე:”ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო”

    {{ARTICLEIMAGE}}
    “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე დამატებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

    “თიბისი ბანკის”, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მე როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, საჭიროდ ვთვლი რამდენიმე განმარტების გაკეთებას:

    2007-2008 წლებში “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად. ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა სამგორიდან აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (“ფულის გათეთრების”) ნიშნებს.

    · არაიურისტებისთვის განვმარტავ: ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

    “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა…”

    · აღნიშნული ტრანსაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

    · ვფიქრობ ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

    · მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას”,წერს ზვიად კორძაძე. 

    თიბისი ბანკის საქმე: ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი პროკურატურას აკრიტიკებს

    თიბისი ბანკის საქმე: ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

    თიბისი ბანკის საქმე: კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის კამპანიის აგორების საფუძველი არ უნდა გახდეს

    “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს