Blog
-
ოფიციალური თბილისის პოზიცია ვენესუელაში დე ფაქტო პრეზიდენტების ვიზიტზე
2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ “ინაუგურაციასთან” დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას. ამის შესახებ იწყების მიერ გავრცელებულ კომენტარში წერია.
“ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.
ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა “ინაუგურაციის” ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”.
-
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვარაუდობს, რომ მოსამართლეების არსებული სია პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მიიღებს
{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების სია პარლამენტიდან იუსტიციის საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს. ჩუგოშვილის თქმით, არსებული სია პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოაგროვებს და “ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის საბჭომ სიის წარმოდგენა გადაწყვიტა პარლამენტისთვის, სწორი არ იყო. ამ თემაზე ჩუგოშვილმა დღეს “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა.“სია უნდა გავწიოთ გვერდზე, რომელიც დიდ ვნებათაღელვას იწვევს ქვეყანაში, საზოგადოებაში და ბუნებრივია, პარლამენტშიც. უნდა ამოვავსოთ საკანონმდებლო ხარვეზი და ამის შემდეგ დავიწყოთ გადაწყვეტილების მიღება”.
რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ჩუგოშვილის შეფასებით, ამ განცხადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები.
“იმ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა, ვერ ვხედავ, რომ წარმოდგენილი სიის მხარდაჭერა ყოფილიყო გამოხატული, ან – საბჭოს მიერ შემოთავაზებული ტემპების და რიტმების მხარდაჭერა. მთავარია, რომ საპარლამენტო ვაკუუმი, რომელიც ახლა გვაქვს, სწორი ფორმით შევავსოთ. სწორად გავწეროთ, როგორ უნდა შეირჩნენ უზენაესის მოსამართლეები”.
ჩუგოშვილს მოლოდინი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით”.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ადასტურებს, რომ მოსამართლეების საკითხზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან. ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის მკაფიო პოზიციებს აფიქსირებს.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ მკაფიო პოზიცია აქვს, ერთი წამით არ უგრძვნია, რომ ამის გამო სერიოზული განხეთქილება გაჩნდა გუნდში.
“იყო რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ვესწრებოდი. მქონდა მკაფიო პოზიცია, რომელზეც საჯაროდ ვსაუბრობ. შიდადისკუსიებში ათმაგად შემიძლია საუბარი, საჯაროდ მაინც ვზომავ ხოლმე. ბუნებრივია, რომ შიდაშეხვედრაზე ჩემს აზრს საკმაოდ ნათლად ვიტყოდი”.
“ჩემთვის სასამართლო არის წითელი ხაზი. ბევრი ადამიანია საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებსაც გული შესტკივათ, როგორ წარიმართება მართლმსაჯულების საკითხი. ამიტომ, არ ვარ განწყობილი პესიმისტურად და ველი, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”,ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის სამი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს.
-
საუკეთესო საშობაო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან, რომლებიც ზამთარს შეგაყვარებთ და აქ ყოფნას მოგანდომებთ
ნიო-იორკი{{PHOTOGALLERY}}
სტოკჰოლმი{{PHOTOGALLERY}}
პარიზი{{PHOTOGALLERY}}
ვენა{{PHOTOGALLERY}}
{{ARTICLEIMAGE}}
-
ამირან გამყრელიძე 22 წლის ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს
{{ARTICLEIMAGE}}
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდას შემთხვევაში გრიპის ვირუსი დადასტურდა, თუმცა სერიოზული პათოლოგიით გართულდა თანმდევი დაავადების ფონზე. ამირან გამყრელიძე, რომელიც პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე, დიაგნოზს არ აკონკრეტებს, ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდება, თავად ოჯახისთვის კი დიაგნოზიც ცნობილია. -
UFC-ის მებრძოლმა ქალმა მძარცველი სასტიკად სცემა
{{ARTICLEIMAGE}}26 წლის ქალი მებრძოლი პოლიანა ვიანა რიო დე ჟანეიროში ტაქსის ელოდებოდა, როდესაც შეამჩნია, რომ მას უცნაურად ჩაცმული პიროვნება უახლოვდებოდა. ეს უკანასკნელმა ვიანას მუყაოსგან გაკეთებული იარაღით დაემუქრა მობილურის წართმევა სცადა, UFC-ის მებრძოლმა იგი ჯერ მუშტებით, შემდეგ კი ფეხებით სასტიკად სცემა.
-
ვოლსკი ბესელიაზე:გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ, ასეთი პოზიციებით გუნდში ერთად ვერ დავრჩებით
{{ARTICLEIMAGE}}
მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის საკითხზე მისი კოლეგები საუბრობენ. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ არსებული პოზიციებიდან გამომდინარე გუნდში ერთად ყოფნა ალბათ ვერ მოხერხდება.“გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ შეცდომაა და ამ შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ერთმა მხარემაც და მეორემაც”,ამბობს გია ვოლსკი.
გიორგი კახიანი ამბობს, რომ თუ როგორ გადაიჭრება გუნდში დაწყებული დაპირისპირება დიდწილად ეკა ბესელიაზეა დამოკიდებული.
“ბევრი რამ დამოკიდებულია ეკაზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე პირადად შემიძლია ვთქვა,რომ ეკა ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან დასაფასებელი და ვისურვებდი, იგი დარჩეს “ქართულ ოცნებაში”,ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, რომელზეც პროცედურული საკითხების ირგვლივ დავის დროს ბესელიმ კითხვა შემდეგი ფორმულირებით დასვა: ამ ყველაფერზე დუმს გიორგი კახიანი? საქმე ეხებოდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას, როდესაც მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.
-
უგულავა ივანიშილზე: ჭორაობა “ოცნების” შიგნით სკამების განაწილებაზე
{{ARTICLEIMAGE}}
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას “სამარცხვინოს” უწოდებს:“სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა “ოცნების” შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით – ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი, ამ საკითხზე მაინც უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია”,ამბობს უგულავა.
-
ბესელია პარტიის ლიდერ ივანიშვილს საფრანგეთიდან პირდება, რომ ყველაფერს ნათელს მოჰფენს
{{ARTICLEIMAGE}}
მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთიდან პასუხობს.“რა სიმბოლურია რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას რაც გავრცელდა პარტიის თაჯდომარის სახელით. ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!! მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც”. -
BOEING-ის ინოვაციით თვითმფრინავები ხმის სიჩქარეს მიუახლოვდებიან
{{ARTICLEIMAGE}}თვითმფრინავით ხშირი მგზავრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს CNN.
მათი თქმით კომპანია BOEING-მა შეიმუშავა თვითმფრინავის ძალიან თხელი დასაკეცი ფრთები, რომლების უზრუნველყოფენ უკეთეს აეროდინამიკას და კომფორტს.
კომპანია აცხადებს, რომ ახალი ფრთებით თვითმფრინავები უფრო სწრაფად, ბგერის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით იფრენენ. ამას გარდა პილოტები შეძლებენ აქამდე მიუღწეველ სიმაღლეზე ასვლას და გარდა ამისა ბევრად შემცირებული იქნება თვითმფრინავის რყევა.
ახალი ფრთებს ძველისგან განსხვავებული ფორმა ექნებათ. ისინი ბოლოებში დაწვრილდება, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აერონიმაკურობას და სტაბილიზაციას. ამასთანავე გაიზრდება მისი ზომაც და 51.8 მეტრს მიაღწევს რაც თვითმფრინავს უფრო მობილურს გახდის. პროექტი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია, თუმცა დეველოპერები აცხადებენ, რომ მახის სიჩქარე 0.7-დან 0.8-მდე გაიზრდება და ბგერის სიჩქარეს კიდევ უფრო მიუახლოვდება (1მახი).
BOEING-მა ახალი ფრთები ნასასთან ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ შეიმუშავა.