მეცნიერები ამბობენ, რომ იპოვნეს პასუხი კითხვაზე – რატომ ხდება, რომ ზუსტად ერთნაირი კვებისას ზოგი ადამიანი არ სუქდება, ზოგი კი სწრაფად იმატებს. ყველაფერი გენების ბრალია.
ჟურნალ PLOS Genetics –ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ არსებობენ გენები, რომლებიც მის მფლობელებს პრაქტიკულად სიგამხდრის გარანტიას აძლევენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ადამიანთა ნაწილს გაუმართლა და მათი სიგამხდრის მიზეზი არა სწორი კვება ან რეგულარული ვარჯიში, არამედ გენეტიკური მოცემულობაა.
ბოლო ათწლეულების მანძილზე მკვლევარებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანის სიმსუქნისკენ მიდრეკილებას განაპირობებენ. თუმცა ბევრად ნაკლებია ისეთი გენებისადმი მიძღვნილი კვლევები, რომლებიც სიგამხდრეს იწვევს.
კვლევის პროცესში მეცნიერებმა 1600 გამხდარი და ჯანმრთელი ბრიტანელის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 18–ზე დაბალია. ასევე შეისწავლეს 2000 ადამიანი სიმსუქნის მძიმე ფორმით, და 10 400 ადამიანი სხეულის ნორმალური მასით. კვლევის მონაწილეებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვებზე მათი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ მსუქან ადამიანებს იმ გენების მთელი კრებული აღმოაჩნდათ, რომლებიც სიმსუქნისკენ მიდრეკილებას იწვევს. იმ დროს, როცა კვლევის გამხდარ მონაწილეებს არათუ ეს გენები არ აღმოაჩნდათ, არამედ ის გენები გამოვლინდა, რომლებიც ჯანმრთელ სიგამხდრეზეა პასუხისმგებელი.
“ნუ იჩქარებთ კრიტიკას“

კვლევის ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სადაფ ფარუკი ყველას მოუწოდებს ნუ გააკრიტიკებენ მსუქან ადამიანებს ზედმეტი ჭამის ან ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო.
“როგორც კვლევა აჩვენებს, გამხდრები იმიტომ არიან გამხდრები, რომ მათში ნაკლებია გენები, რომლებიც ადამიანს სიმსუქნისკენ განაწყობს, და არა იმიტომ, რომ ისინი უფრო სწორად ცხოვრობენ. ადვილია დასკვნების გაკეთება და ადამიანების გაკრიტიკება ზედმეტი წონის გამო, მაგრამ როგორც სამეცნიერო მონაცემები გავიჩვენებს, ეს საკითხი რთულია. ჩვენ ბევრად ნაკლები საშუალება გვაქვს ჩვენი წონა ვაკონტროლოთი, ვიდრე ვისურვებდით “– ამბობს სადაფ ფარუკი.
მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის შემდეგ ეტაპზე ისინი შეეცდებიან დაადგინონ ზუსტად რომელი გენების თანხვედრა განაპირობებს ჯანმრთელ სიგამხდრეს.
მეცნიერების უფრო გრძელვადიანი ამოცანაა იმის გარკვევა, როგორ შეიძლება “სიგამხდრის გენის“ შესახებ ცოდნა გახდომის ახალი მეთოდების შესამუშავებლად გამოიყენონ.
გენები თუ ცხოვრების წესი?
დიეტოლოგების თქმით, ზედმეტი წონა ხშირად გენებით არის განპირობებული, მაგრამ სხვა ფაქტორებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად ცხოვრების წესი ან ნაწლავის მიკროფლორა, რაც წონაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
კვლევის შედეგების კომენტირებისას ლონდონის სამეფო კოლეჯის დიეტოლოგიის პროფესორი ტომ სანდერსი ამბობს: “ეს მნიშვნელოვანი და კარგად ჩატარებული კვლევაა, რომელიც ამტკიცებს, რომ სიმსუქნისკენ მიდრეკილება გენეტიკურად არის განპირობებული. ასევე კვლევა აჩვენებს, რომ გამხდარი ადამიანები სხვებისგან გენეტიკურად განსხვავდებიან. თუმცა არ ღირს აჩქარება და ყველაფრის „ცუდი„ ან „კარგი“ გენეტიკით ახსნა. ხშირ შემთხვევაში ზედმეტი კილოგრამები უკვე ასაკში გროვდება და უშუალოდ უკავშირდება ცხოვრების უძრავ წესს ან მაღალკალორიული პროდუქტების გადამეტებულ მოხმარებას“ – ამბობს ტომ სანდერსი.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად იმისა, რომელი გენებით დაგაჯილდოვათ ბუნებამ, ჯანსაღი ფიზიკური დატვირთვა და გონივრული დიეტა აუცილებელია.
{{ARTICLEIMAGE}}
“ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გამართული შეხვედრით ნაწილობრივ კმაყოფილია ეკა ბესელია. მისი თქმით, მოსაზრებების გაცვლის პროცესში ბევრ საკითხზე გუნდში მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ რჩება აზრთასხვადასხვაობა პრინციპულ საკითხებზეც, რაზეც მსჯელობა გაგრძელდება.
ბესელიას თქმით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ამის შემდეგ სწორედ პარლამენტმა უნდა მიიღს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა ამ ეტაპზე ღია დარჩა და განხილვა მომავალში გაგრძელდება.
“საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია ათ პოზიციაზე. საბჭოსადმი ნდობა არ არის დღეს მაღალი, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ მოდი ეს საკითხი კიდევ გავაგრძელოთ სამსჯელოდ. პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობით სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. მაგალითად სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როდესაც ვიხილავთ, ერთ პოზიციაზე სამი კანდიდატურა სახელდება”, განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, ასევე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, რომ მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება.
“მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე უნდა იყოს ერთ-ერთ გამომრიცხავი გარემოება. სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებში, სადაც ხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომელთაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს”, განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართული კონსულტაციები გუშინდელზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და შვიდ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
{{ARTICLEIMAGE}}კრიშტიანუ რონალდო და მისი რჩეული, ჯორჯინა როდრიგესი მადრიდში, სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას შენიშნეს. ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდოს საქმე სასამართლოში განიხილებოდა. ფეხბურთელს საიმიჯო უფლებებიდან მიღებული შემოსავლების დაფარვაში დასდეს ბრალი. საქმე ეხებე 5დან 14 მილიონ ევრომდე თანხას. კრიშტიანუ გამოძიებასთან შეთანხმებაზე წავიდა – 19 მილიონი ევროს ღირებულების ჯარიმა გადაიხადა და ორი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა.
სასამართლოში რონალდო თავის შეყვარებულთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად მივიდა. სასამართლოს შენობასთან მათ ფეხბურთელის უამრავი ფანატი დარაჯობდა. კრიშტიანუ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი ჩანდა, ამიტომაც უშურველად დაარიგა ავტოგრაფები და თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

ენ ჰეთეუეიმ და მეთიუ მაკკონახმა ფილმის – “ცდუნებების ზღვაში“ მაშტაბური საპრემიერო ტურნე დაიწყეს. მთავარი პრემიერა ნიუ–იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. მთავარი როლების შემსრულებლები წითელ ხალიჩაზე ერთად პოზირებდნენ. შემდეგ კი ფილმის ჩვენებას დაესწრნენ.
ფილმის სიუჟეტი ყოფილ საყვარლებზე მოგვითხრობს: ქალმა საყვარელი მილიარდერის გამო მიატოვა, ის კი ყველაფრისთვის მზად არის ოღონდ ქალი დაიბრუნოს. ისტორია კარიბის კუნძულების ფონზე ვითარდება. ენი საბედისწერო ქერათმიანი ლამაზმანის როლს თამაშობს.
{{ARTICLEIMAGE}}
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ჯ.ე. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯ.ე.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ღამის კლუბ “ბასსიანში” 2 აბი 240 ლარის საფასურად, 3 აბი 360 ლარის საფასურად და 2 აბი 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.
სამართალდამცველებმა ჯ.ე. 2018 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა”,წერია პროკურატურის ინფორმაციაში.
{{ARTICLEIMAGE}}
მმართველმა გუნდმა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებზე შეჯერება შეძლო. როგორც საპარლამნეტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. სამუშაო ჯგუფში კი, რომელმაც სწორედ ეს კრიტერიუმები უნდა შიმუშავოს, დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართული და შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებასაც ექნება. შეხვედრით ნაწილობრივ კმაყოფილია ეკა ბესელია, მისი თქმით, მოსაზრებების გაცვლის პროცესში ბევრ საკითხზე გუნდში მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა მაგრამ დარჩა პრინციპული საკითხები, რაზეც მომავალშიც გაგრძელდება მსჯელობა. “ქართული ცონების” ოფსიში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი დღეს ხანგრძლივი აღმოჩნდა და 7 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.