საქართველოს საელჩო ისრაელში- ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურებთან დაკავშირებით აფრთხილებს და წერს რომ პროცედურებს შორის ერთ-ერთი-მესაზღვრესთან გასაუბრებაა, რაც ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე საათსაც გაგრძელდეს. საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა, უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე.
Blog
-
მონაკომ ტიერი ანრი გაუშვა
ფრანგულმა კლუბმა ტიერი ანრის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა. ფრანგი ფეხბურთელი კლუბის სათავეში სულ რამდენიმე თვე იმყოფებოდა.
მისი მთავარი მწრთნელის პოსტზე დანიშვნა გუნდის ძალიან ცუდმა შედეგებმა განაპირობა, თუმცა მან ვერ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება. არც თამაშის ხარისხს დაეტყო მისი ხელი და არც შედეგებს. ამასთანავე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მას კონფლიქტები ჰქონდა კლუბის მოთამაშეებთან. საბოლოოდ კლუბის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა კლუბის საქმიანობისთვის ჩამოეშორებინათ.
საინტერესოა ის, რომ ტიერი ანრის კვლავ მონაკოს ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი ჩაიბარებს. შეგახსენებთ, სწორედ ის წვრთნიდა მონაკოს ანრის დანიშვნამდე და სწორედ მისი მუშაობით იყვნენ უკმაყოფილონი მონაკოს მფლობელები და გულშემატკივრები.
ტიერი ანრის გათავისუფლება მონაკოს ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.
-
ესპანეთში 12 დღის წინ ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ესპანეთში 12 დღის წინ ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით 2 წლის ბიჭი 25 სანტიმეტრის სიგანის და 100 მეტრის სიღრმის ხვრელში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ოჯახი პიკნიკზე იმყოფებოდა. შემთხვევა ესპანეთის ქალაქ მალაგაში მოხდა. სამაშველო ოპერაცია 13 იანვრის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა ბავშვთან მისაღწევად პარალელური გვირაბიც გათხარეს და 12 დღიანი ძებნის შემდეგ ცხედარს მიაკვლიეს. -
მარკ ცუკერბერგი Facebook-ის, Instagram-ისა და Whatsapp-ის გაერთიანებას აპირებს
{{ARTICLEIMAGE}}Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი სერიოზულად ფიქრობს Messenger-ის Instagram-ისა და Whatsapp-ის საკომუნიკაციო ქსელი გააერთიანოს. ამ პროექტის მიხედვით, სამივე აპლიკაციის მომხმარებლები შეძლებენ მოკლეტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებების ერთმანეთისთვის ე.წ ”კროსპლატფორმაზე” გაგზავნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ სამივე აპლიკაციის დაინსტალირება იმისათვის, რათა მათ მომხმარებლებს ეკონტაქტოთ.
Facebook-მა განმარტა, რომ ამ იდეაზე მუშაობა დაწყებულია და ხანგრძლივი პროცესის დასაწყისში იმყოფებიან. NEW YORK TIMES წერს, რომ ეს პროექტი მარკ ცუკერბერგის პერსონალური პროექტია და მისი ინიცირებულია.
-
მერაბ დვალიშვილმა მორიგი ბრძოლა ჩაატარა (ვიდეო)
{{ARTICLEIMAGE}}მერაბ დვალიშვილმა დღეს გამთენიისას 06:00 საათზე გრეფლინგის წესებით იბრძოლა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის შესვენებით ისარგებლა და თავისი ძალები სხვა სტილით ორთაბრძოლაში მოსინჯა. გთავაზობთ მის სრულ ბრძოლას რონი დავილასთან.