Blog
-
ეკონომიკის მინისტრი “გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე
“გაზპრომთან” ხელშეკრულების თემაზე პარლამენტში მინისტრს დაუსვეს შეკითხვა.
-
ბრაიზა ივანიშვილის “რუს მეგობრებსა” და მათ “გეგმებზე”
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა რომელსაც ეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეკავა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლა ევროპიდან ადევნებს თვალს. გაეცნო ლიეჟში განვითარებულ მოვლენებსაც, თუმცა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, მმართველი პარტიის ბიზნესმენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის კრიტიკაზე კი ამბობს, რომ ივანიშვილის “რუს მეგობრებს შესაძლოა, აქვთ გარკვეული გეგმები, თუმცა გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია”.“ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილის მეგობრები და კოლეგები რუსეთში იმედოვნებენ, რომ ქართველ ლიდერს (ივანიშვილი) შეუძლია, გამოიყენოს თავისი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი, მოახდინოს გავლენა და შეანელოს საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში.
მაგრამ საქართველოს მოქალაქეეები უფროდაუფრო ახლო ურთიერთობას ამყარებენ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის NATO-ს და ევროკავშირის წევრი, თუმცა – ჯერჯერობით”,ამბობს ამერიკელი დიპლომატი Newsrepot.ge-სთან.
რაც შეეხება საქართველოში ექსპრეზიდენტის დაბრუნების თემას:
“როგორც თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, ის საბოლოოდ საქართველოში აპირებს დაბრუნებას, თუმცა აცნობიერებს, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის”,ამბობს მეთიუ ბრაიზა.
-
მმართველ გუნდში დაპირისპირება პრემიერისთვის “ნორმალური მოვლენაა”
“ქართული ოცნებაში” სასამართლოს საკითხზე არსებულ დაპირისპირებას პრემიერ-მინისტრი ნორმალურ მოვლენას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს აზრთასხვადასხვაობაა, რომელსაც უნდა მივეჩვიოთ. მამუკა ბახტაძის თქმით. მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციაა, რომ მკაცრად გაიწეროს ის კრიტერიუმები, რომლითაც უვადო მოსამართლეების შერჩევა უნდა მოხდეს, ის პოლიტიკური პროცესი კი, რაც პარლამენტში მიმდინარეობს, მისი შეფასებით, ლოგიკურია და პლურალიზმი, ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვისას, მისასალმებელია.
“ძალიან ლოგიკურად მიმაჩნია ის, რაზეც საუბრობენ, რომ ობიექტური კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე დარწმუნდეს, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი პროფესიონალური სტანდარტის მქონე პროცედურასთან საქმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სახელსა და გვარებს, მე რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქეს შეიძლება მქონდეს ჩემი პირადი დამოკიდებულება ნებიმიერი ადამიანის მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების, მათი სახელების და გვარების მიხედვით დანიშვნა ან არ დანიშვნაში. ეს არის მიუღებელი და ეს წარსულს ჩაბარდა”, განაცხადა ბახტაძემ.
-
დღეს უნდა მივიღო კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები – ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან
ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს ხვდება. ის ამბობს, რომ მას აქვს არაერთი კითხვა, რომელზეც პროკურატურაში შესვლამდე არ ისაუბრებს. შვილმოკლული მამა ფიქრობს, რომ გამოძიება კვლავ ხელს აფარებს არამარტო მკვლელს, არამედ საქმის გამყალბებლებსაც.