Blog

  • დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში

    ხმაურის, სიტყვიერი დაპირიპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საბჭოს მოსამართლეების უძრავი ქონების წარმომავლობა იყო. სხდომაზე მივიდნენ საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრებიც, რომლებმაც კრიტიკის ავტორები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს წინაშე ფართომასშტაბიან შეთქმულებაში დაადანაშაულეს. მათ აინტერესებდათ, რატომ არ დაინტერესდნენ დოლიძე-ჯანეზაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გაერკვიათ, რაში იყო საქმე და რატომ დაიკავეს პოზიცია, თითქოს სიუჟეტში ხსენებულ მოსამართლეებს ქონება არაკანონიერი და კორუფციული გზით აქვთ შეძენილი.

    საბჭოს მოსამართლე წევრების თქმით, ის რასაც დილიძე და ჯანეზაშვილი აკეთებენ, ჭორაობა და მოსამართლეების დემონიზაციის მცდელობაა. საპასუხოდ კი სხდომაზე განხილვის თემად იქცა ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის უძრავი ქონებაც და საბანკო ვალდებულებებიც.

    {{VIDEO}}

  • თბილისში ქარისგან წაქცეული ხე გაზის მილს დაეცა

    ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები მოგლიჯა და ავტომანქანები დააზიანა. ორთაჭალაში კი წაქეული ხე გაზის მილს დაეცა, რის გამოც “ყაზტრანსგაზ-თბილისის” გამოძახება გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ქარის შედეგად დედაქალაქში სულ ხუთი ავტომანქანა დაზიანდა. უწყების ცნობით, გახშირებული იყო გამოძახაბების შემთხვევები, მოქალაქეები ძირითადად ხის ტოტების ჩამოვარდნის ან ხის მოტეხვის საშიშროების გამო უკავშირდებოდნენ.

  • მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრესკონფერენციის შემდეგ ლონდონში გაემგზავრნენ

    თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასტუმრო რუმსში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც საფინანსო ინტიტუტის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ პირველად ისაუბრეს, ლონდონში გაემგზავრნენ. ამის შესახებ თავად ხაზარაძემ განაცხადა მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე. 

    “დრო გვაქვს ცოტა, რადგან ლონდონში დირექტორატის სხდომაზე დასასწრებად მივფრინავთ”, – ასე დაიწყო ხაზარაძემ დღევანდელი პრესკონფერენცია. 

    როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას მოითხოვს, რასაც უკავშირებს 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

    ასევე ცნობილია,  რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს “სამგორი M-მა” და “სამგორი თრეიდმა” “თიბისი ბანკისგან” საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. უწყებაში აცხადებენ, რომ მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც “სამგორი M-სა” და არც “სამგორი თრეიდის” მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის “თიბისი ბანკისთვის”.

  • თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ

    შესთავაზა თუ არა წილების დათმობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იყო თუ არა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ეს შეკითხვა დაუსვეს დღეს ჟურნალისტებმა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, რომლებმაც სასტუმრო რუმსში პრესკონფერენცია გამართეს. ეს ინფორმაცია ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყო.

    “არა, აბსოლუტური სიცრუეა, ასეთი თხოვნა არავისგან არ ყოფილა”, განაცხადა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.

    როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას მოითხოვს, რასაც უკავშირებს 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

    ასევე ცნობილია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს “სამგორი M-მა” და “სამგორი თრეიდმა” “თიბისი ბანკისგან” საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. უწყებაში აცხადებენ, რომ მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც “სამგორი M-სა” და არც “სამგორი თრეიდის” მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის “თიბისი ბანკისთვის”.

  • ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას

    თიბისის დამფუძნებლები ფულის გათეთრების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ამაზე საუბარი არასერიოზულია. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

    “17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადარიცხული იქნა მსოფლიო ბანკში და თიბისის კაპიტალში – თუ ეს შეიძლება, ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თავად განსაჯეთ. ჩვენ ფული ვისესხეთ ცნობილი ჰოლანდიელი ბიზნესმენისგან და ასევე ცნობილი ფონდისგან, რომ კაპიტალი გაგვეზარდა. აქედან ნაწილი გადარიცხული იქნა მსოფლიო ბანკის ანგარიშზე. ჩვენ ვართ საჯარო კომპანია – ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის ნაწილი, რაც თავისთავად უპრეცენტო მიღწევაა – იქ რომ მოხვდე, ისეთი გამჭვირვალობა უნდა აჩვენო, რომელიც გამორიცხავს არა ფულის გათეთრებას, არამედ რაიმე კანონდარღვევას”,განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.  

    მამუკა ხაზარაძე დიალოგის რეჟიმს ირჩევს და მწვავე განცხადებებს არ აკეთებს

    სახელმწიფო მხარში გვიდგას – ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

    მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ

    რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს. ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან – ბადრი ჯაფარიძე

  • ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად ლოს ანჟელესში სეირნობისას გადაიღეს

    ანჯელინა ჯოლის ამ ბოლო დროს ხშირად ხედავენ შვილებთან ერთად სეირნობისას. ხან ყველა შვილი ერთად, ხან კი ცალ–ცალკე შაბათ–კვირას ხშირად ატარებენ დედასთან ერთად.
    ამჯერად ანჯელინა ჯოლი 10 წლის ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად კვირას, 17 თებერვალს ლოს ანჟელესის ერთ–ერთ ქუჩაზე შენიშნეს. დედა – შვილს პაპარაცებმა რამდენიმე ფოტო გადაუღეს. ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ, ბევრს იცინოდნენ და რაღაცას აქტიულად განიხილავდნენ. ქალიშვილი დედას რაღაცას უყვებოდა, დედა კი გულით იცინოდა. მათი ურთიერთობა ძალიან გავდა ჰარმონიულს. ვივიენთან ერთად ჯოლი ხშირად სეირნბს კალიფორნიის სანაპიროს გასწვრივაც , განსაკუთრებით კარატეს გაკვეთილების დასრულების შემდეგ. მიუხედავად ლამაზი გარეგნობისა, პიტის და ჯოლის ქალიშვილი ბიჭურ ჩაცმულობას ამჯობინებს და მებრძოლი ხასიათით არის ცნობილი.
  • ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე

    {{ARTICLEIMAGE}}
    თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გამოძიება ურტყამს ანაკლიის პორტის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას: “სიტუაცია გვაქვს შემდეგი – თქვენ იცით, რომ ბოლო ხუთი წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინათ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინათ, სწორედ ამ დროს და ჩვენ ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი, მაისი-ივნისის თვეში. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვები, რომელიც “გუგლში” და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის გვაქვს რაღაც კავშირები დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას”. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს მთავარ, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ”, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ბადრი ჯაფარიძესთანერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

    “ამავე დროს მინდა გითხათ, სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგა: “აი, ცოტა ეს მაშფოთებს, ეს მომენტი, რომ ერთის მხრივ, შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს სეთ სახალხო განცხადებას, როდესაც გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის”,დაამატა მამუკა ხაზარაძემ.


  • მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ

    მინიშნება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე საფრთხე შეექმნებოდა, არ ყოფილა, ასე უპასუხა თი-ბი-სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას და დაამატა, რომ პირველი გემის მიღება პორტში 2020 წლისთვის იგეგმება.

    “არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს ვეფარებით, ეს მინდა ხაზგასმით გითხრათ. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მაისში და ივნისში ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, მსოფლიოში 6 წამყვანი საფინანასო ინსტიტუტისგან. მათგან ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის. ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ინვესტიციის ბანკი, 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ გრაფიკიდან, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან და ახლაც იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, რა თქმა უნდა, თუ ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. ახლა საქმე აღარ ეხება თი-ბი-სი ბანკსა და კონკრეტულად ადამიანებს, საქმე ეხება საქართველოს პერსპექტივას, ქვეყნის მომავალს. ყველა დაინტერესებულ მხარეს ამიტომ მოვუწოდებ, პარლამენტიც იმიტომ ვახსენე და ყველაც, რომ დროზე გაირკვეს სიტუაციაც, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ – ჩემი და ბადრის პირდაპირი საქმე, ბიზნესის კეთება”.

  • რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე

    {{ARTICLEIMAGE}}
    თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარის მოადგილე და ამავე ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე საფინანსო ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ საუბრობს. სასტუმრო რუმსში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ დღეს პირველად გამართეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, თიბისი ბანკის ხელმძღვანელებმა მწვავე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავეს და დიალოგის რეჟიმზე გააკეთეს აქცენტი. 

    “რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, ამაზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ პრპკურატურასთან. მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც გვთხოვეს და მომავალშიც ვითანამშრომლებთ”,ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

  • „ჯერ რაღაცა წაგეკითხათ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ” – სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი მორიგი ფეისბუქლაივით ბოლო დღეებში მისსავე სტატუსზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ დნმ-ს გაკეთება არავის ეთაკილება. „ჯერ რაღაცა წაგეკითხათ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ. რომ ვამბობ, რომ ქართველი ვარ და მიხარია ეს, სულაც არ ნიშნავს ფაშიზმს. რა სააკაშვილის დნმ აგიტყდათ, ბევრად მეტი გაქვთ საზრუნავი და განსაკითხი, არ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით, სამართალიც ხომ კარგი საქონელია, საქმეს მიხედეთ, საქმეს და ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები“ -აცხადებს სააკაშვილი ჩიკაგოს აეროპორტიდან.
    შეგახსენებთ, სააკაშვილმა საკუთარი ფესიბუქის გვერდზე ორი დღის წინ ამ შინაარსის სტატუსი გაავრცელა:

    “წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას,მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.

    არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან.ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან,ოღონდ,იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.

    აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია,ევროპელთან ქორწინებით ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს,მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას

    {{VIDEO}}