Blog

  • იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს

    საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა “საერთო სასამართლოების შესახებ” ცვლილებების კანონპროექტს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ იყო ინიცირებული, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა.

    კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს 22 საათზე დაიწყო და თითქმის 4 საათის განმავლობაში ხმაურისა და ცხარე კამათის ფონზე გაგრძელდა.

    კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, ხოლო კომიტეტის წევრთა ნაწილი სხვა მხარეს.

    “სესიაზე კიდევ ერთხელ მოხდება დეპუტატთა ლუსტრაცია. შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციური ცვლილება”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    მიუხედავად იმისა,რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა, მას პლენარული სხდომის ფორმატში მაინც განიხილავენ.

  • ხაზარაძის საიდუმლო წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს

    რა წერილი მისწერა მამუკა ხაზარაზემ თანამშრომლებს გუშინ, პრესკონფერენციის შემდეგ. თიბისი ბანკის შიდა ქსელში გაგზავნილი წერილი რუსთავი 2 – მა გაასაჯაროვა.  

    “ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს. ამას ვერ დავუშვებთ! ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.  ამას ვერ დავუშვებთ! დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში. ჩვენ ვიბრძლებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ”,წერია წერილში.

    თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ

    ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე

    მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
    თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
    რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე

    ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას
    თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
    თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ

  • კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნეს.

    დედაქალაქის მერმა სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა.

    “დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ახალგაზრდებში, დიდ რესურსს, რომელიც სწორად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული”, განაცხადა კახა კალაძემ.

    შეხვედრას 24 უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ესწრებოდა.

  • რა ღირს ღვთიური ცეცხლის ჩამოტანა ლაშა ჟვანიასთან ერთად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის რელიგიურ–ტურისტული ბიზნესი

    უკვე 20 წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში იერუსალიმიდან ღვთაებრივი ცეცხლის ექსკლუზიური ჩამომტანი ლაშა ჟვანიაა. თუმცა როგორც ირკვევა, ეს რიტუალი მისთვის არა მხოლოდ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. პატრიარის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსისთვის “ღვთიური მადლმოსილი ცეცხლის ჩამობრძანება“ ამავე დროს სარფიანი ბიზნესია. მისი ტურისტული კომპანიის, პილიგრიმ ტურსის საიტზე სწორედ ამ სათაურით იყიდება პაკეტი, რომელიც მომლოცველებს სააღდგომოდ იერუსალიმში ეპატიჟება. ვებგვერდზე ამ დრომდე შარშანდელი სააღდგომო შეთავაზების ფასები დევს. წლევანდელი შეთავაზებები ალბათ მოგვიანებით დაიდება.

    2018 წელს“ღვთიური მადლმოსილი ცეცხლის ჩამობრძანების“ ხუთდღიანი ტურის ღირებულება ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ნომერში 4200 ლარი ღირდა სასტუმრო „GOLDEN WALLS JERUSALME HOTEL“–ში, ქალქის ძველ კვარტალში მაცხოვრის ტაძართან.

    არის მეორე, უფრო იაფი – 3500 ლარიანი პაკეტიც, სასტუმრო „ MANGER SQUARE HOTEL BETHLAHAM”–ში „მაცხოვრის შობის „ ტაძართან.
    ტურის ღირებულებაში შედის ტრანსფერი, დაზღვევა, გიდისა და ტურისტული ავტობუსის მომსახურება, შესასვლელი ბილეთების საფასური, “წმინდა პესტრეს“ რესტორანში მადლიანი სადილი “წმინდა პეტრეს თევზის დაგემოვნებით.“

    ვებგვერდზე მითითებულია ის უპირატესობებიც რაც ამ სააგენტოს კლიენტებს ელით. მათ შორის არის ის უპირატესობები, რაც აშკარად ლაშა ჟვანიას პერსონით და საეკლესიო წრეებთან მისი სიახლოვით არის გამოწვეული. ისიც, რომ ღვთაებრივი ცეცხლის საქართველოში ჩამობრძანების რიტუალს და მის ჩამომტანს მედია აქტიურად აშუქებს, ამ პაკეტის პრივილეგიების ჩამონათვალშია შეტანილი:

    რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ჩვენი მომლოცველები:

    “როგორც წინა წლებში წელსაც ამ დიდ ქრისტიანულ ზეიმს გააშუქებენ საქართველოს სხვადასხვა ტელევიზის გადამღები ჯგუფები .

    მათ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი კი თქვენ დაგრჩებათ სამუდამო, დაუვიწყარ ლამაზ მოსაგონებლად .

    ასევე მინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ , რომ ჩვენს მომლოცველობას დაგვიმშვენებენ როგორც მაღალი იერარქიის სამღვდელოება ასევე უამრავი ჩვენი სასულიერო პირები.“ – წერია შეთავაზებაში.

    პილგრიმ ტურის ვებგვერდიდან ჩანს, რომ ის ძირითადად რელიგიური ტურიზმით არის დაკავებული. ღვთიური ცეცხლის ჩამობრძანების ტურის გარდა, საიტზე დევს ტურების შეთავაზებები:

    გიორგობის “დღესასწაული წმინდა მიწაზე
    საბრეძნეთის დიდი სიწმინდეების მოლოცვა
    მომლოცველობითი ტური საფრანგეტსა და იტალიაში
    საშობაო ტური წმინდა მიწაზე
    რუსეთის დიდი სიწმინდეების მოლოცვა.
    ლაშა ჟვანიას ამ ტურისტული კომპანიის მფლობელობა საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული. საპატრიარქოს ფონდის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის დეკემბერში გადაინაცვლა.
    2019 წლის დასაწყისში კი ქონებრივი დეკლარაციის შევსებაც მოუწია, როგორც საჯარო მოხელეს.
    შპს პილიგრიმ ტურს–ში ჟვანია 40%–ს ფლობს და 2018 წელს მისი შემოსავალი ამ კომპანიიდან 32 484 ლარი იყო.
    პილიგრიმ ტურსის ფეისბუქ გვერდიდან ჩანს, რომ კომპანია რელიგიური ტურიზმით 2011 წლიდან არის დაკავებული და ტურებს მომლოცველებს ამ დროიდან სთავაზობს.
    ტურიზმით, მათ შორის რელიგიური ტურიზმით მიღებული შემოსავლები ლაშა ჟვანიასთვის ამ კომპანიით არ ამოიწურება.
    დეკლარაციის თანახმად ლაშა ჟვანია 100 %–იან წილს ფლობს შპს გლობალ უნი გრუპი საქართველო–ში. 2018 წელს მისი შემოსავალი ამ კომპანიიდან 247 872 ლარი იყო.
    გლობალ უნი გრუპს საქმიანობის სფეროდ რამდენიმე მიმართულება აქვს მითითებული, თუმცა ამ სფეროებში ძირითადად კონსულტირებით არის დაკავებული: ვაჭრობა, უძრავი ქონება, IT ტექნოლოგიები,ფარმაცევტიკა, ტურიზმი.

    ტურიზმის გრაფაში აქაც ხაზგასმულია რელიგიური ტურიზმი. ამ კომპანიის ტურისტულ მიმართულებას კომპანია  “უნი ტურსი“ განაგებს, რომლის 65%–ს ასევე ლაშა ჟვანია ფლობს. ამ კომპანიიდან მან 2018 წელს 7272 ლარი მიიღო. ამ შემთხვევაში ტურისტული პროფილი უფრო ფართოა და ვებგვერდზე სხვადასხვა სერვისები წერია, თუმცა აქცენტი რელიგიურ ტურიზმზე აქაც კეთდება: შეთავაზებაშია “ტურები წმინდა მიწაზე და იორდანიაში ქართველი ტურისტებისთვის; ასევე მომლოცველობითი ტურები;

    შპს გლობალ უნი გრუპი საქართველო ტენდერების მონიტორინგშიც მოხვდა, რადგან მან ერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო საერთო ღირებულებით 75 ,674 ლარი.
    გამარტივებული შესყიდვის გზით კი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან 2016 წელს 122 217 ლარი მიიღო. არცერთ შემთხვევაში მომსახურების სახეობა დაკონკრეტებული არ არის და წერია: სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გასულ წელს კიდევ ერთი კომპანიიდან – შპს გლობალ არტიდან მიიღო შემოსავალი – 4047 ლარი. ის ამ კომპანიის 50%–ის მფლობელია.
    პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2018 წელს ლაშა ჟვანიამ ანაზღაურების სახით 15 000 ლარი მიიღო.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობაში კი 2018 წლის 17 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 3273,81 ლარი.
  • მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობისთვის 5 კაცი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს და ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც თბილისსა და მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებიდან სისტემატურად იპარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს და ყიდდნენ. ხუთივე პირი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ–ერთი მოქალაქის მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.
    დაკავებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი,  4 მათგანი კი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობაში ედებათ.
    დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული ი.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ., 1985 წელს დაბადებული დ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ნ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქმის გარჩევა იუსტიციის საბჭოში(ვიდეო)

    ხმაურის, სიტყვიერი დაპირიპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საბჭოს მოსამართლეების უძრავი ქონების წარმომავლობა იყო. სხდომაზე მივიდნენ საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრებიც, რომლებმაც კრიტიკის ავტორები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს წინაშე ფართომასშტაბიან შეთქმულებაში დაადანაშაულეს. მათ აინტერესებდათ, რატომ არ დაინტერესდნენ დოლიძე-ჯანეზაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გაერკვიათ, რაში იყო საქმე და რატომ დაიკავეს პოზიცია, თითქოს სიუჟეტში ხსენებულ მოსამართლეებს ქონება არაკანონიერი და კორუფციული გზით აქვთ შეძენილი.
    საბჭოს მოსამართლე წევრების თქმით, ის რასაც დოლიძე და ჯანეზაშვილი აკეთებენ, ჭორაობა და მოსამართლეების დემონიზაციის მცდელობაა. საპასუხოდ კი სხდომაზე განხილვის თემად იქცა ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის უძრავი ქონებაც და საბანკო ვალდებულებებიც.