“ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.
Blog
-
რა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას–ბარაბასია მოსაშორებელი – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პარლამენტის ხმაურიან სხდომას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა:რა კობახიძე,რა მურუსიძე,მდინარაძე და სხვა ბურატინოები,რა მალვინა ბესელია,კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო-ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!ის,ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას,იმას მე პირადად,ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“ – წერს მიხეილ სააკაშვილი. -
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა
მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა ეკა ბესელიამ დღეს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ტოვებს “ქართულ ოცნებას”. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი სესია პარლამენტში, სადაც პოლიტიკოსმა მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები მწვავედ გააკრიტიკა. განსაკუთრებით კრიტიკული იყო ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელსაც უღირსი სპიკერი უწოდა.
“მივდივარ იქ, სადაც არის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – იქ სადაც ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება ყველაზე ღირებული რამ – სამართლიანი სასამართლო და სამართალი, თქვა ბესელიამ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა არჩევის გადავადებას ითვალისწინებდა, საკანონმდებლო ორგანოში გუშინ ჩავარდა.საკანონმდებლო ცვლილებას 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა ბესელიასა და მისი თანამოაზრე 8 დეპუტატის, ოპოზიციისა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის ხმა პროექტის მისარებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ალბათ ბოლოჯერ გამოვდივარ უმრავლესობით სახელით- ეკა ბესელიამ ამ რეპლიკით დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მისი კანონპროექტი ხმარდაჭრილი არ იქნებოდა, ქართულ ოცნებას დატოვებდა.
{{VIDEO}}
ბესელიას სამივე გამოსვლა ტრიბუნასთან დღეს მწვავე და კრიტიკული იყო, მან პარლამენტის თავმჯდომარე უსუსურობაში “ამხილა” და თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმ წევრებს ვინც პარლამენტისგან სადაო მოსამართლეების სიის დამტკიცებას ითხოვდა. ბესელიას თქმით, კობახიძე პარლამენტის ღირსეული თავმჯომარე არ არის და მან ვერ შეძლო საკანონმდებლო ორგანოს ღირსების დაცვა.
ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას მხრიდან კრიტიკის ობიექტი მისი იმ განცახდების გამოც გახდა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბესელიას კანონპროექტის მხადამჭერთა ნაწილმა კონსენსუსს ნაციონალურ მოძრაობასთან მიაღწია.
მართალია, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გუშინ გადაწყვიტა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ დღეს ქართულ ოცნებაში აღმოჩნდნენ დეპუტატები ვინც ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ. ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის ყველა ოპოზოციურმა ფრაქციამ
ქართული ოცნება კი დღეს ისევ აცხადებდა, რომ ბესელიას კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი თანაგუნდელებს და ოპოზოციას ჩიხიდან გამოსასვლელად საკუტარი ხედვა შესთავაზა
ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებდა. ბესელია თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი გუნდის სახით პარლამენტში ლობი ჰყავს, უვადოდ უღირს მოსამართლეებს ნიშნავს. -
5 ქართველი ფეხბურთელი თურქეთში ქურდობისთვის დააკავეს
თურქეთში, ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბ “ცხინვალის” ფეხბურთელები, ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. მაღაზიის გაქურდვა პერსონალმა დღის ბოლოს აღმოაჩინა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა. გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს 5 მოქალაქე დასახლება ბელეკის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს. სპორტსმენებიანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ. -
ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა
“მე დღეს უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს“ – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაივშილმა პარლამენტის დღვანდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ.ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასთან და რამდენიმე ადამიანთან ერთად უკვე რამდენიმე კვირაა უმრავლესობის იმ წევრებს უპირისპირდება, ვინც ე.წ. მოსამართლეთა კლანს ლობირებს. დღეს პარლამენტმა ეკა ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ, რის შემდეგაც ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.იგივე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ 12 საათზე გამოაცხადებს ეკა ბესელია. -
საკანში რომ აღმოჩნდებით, “ობიექტივი“ გექნებათ ჩართული – ინაშვილი ბოკერიას
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა. კენჭისყრაში მონაწილე 60 დეპუტატიდან რეზოლუციას 45–მა დაუჭირა მხარი. 16 დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. -
45 მომხრე, 17 წინააღმდეგი – ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა
45 მომხრე 17 წინააღმდეგი – ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ჩავარდა. საკანონმდებლო ცვლილებას 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა ბესელიასა და მისი თანამოაზრე 8 დეპუტატის, ოპოზიციისა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის ხმა პროექტის მისარებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ალბათ ბოლოჯერ გამოვდივარ უმრავლესობით სახელით- ეკა ბესელიამ ამ რეპლიკით დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მისი კანონპროექტი ხმარდაჭრილი არ იქნებოდა, ქართულ ოცნებას დატოვებდა.
ბესელიას სამივე გამოსვლა ტრიბუნასთან დღეს მწვავე და კრიტიკული იყო, მან პარლამენტის თავმჯდომარე უსუსურობაში “ამხილა” და თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმ წევრებს ვინც პარლამენტისგან სადაო მოსამართლეების სიის დამტკიცებას ითხოვდა. ბესელიას თქმით, კობახიძე პარლამენტის ღირსეული თავმჯომარე არ არის და მან ვერ შეძლო საკანონმდებლო ორგანოს ღირსების დაცვა.
ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას მხრიდან კრიტიკის ობიექტი მისი იმ განცახდების გამოც გახდა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბესელიას კანონპროექტის მხადამჭერთა ნაწილმა კონსენსუსს ნაციონალურ მოძრაობასთან მიაღწია.
მართალია, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გუშინ გადაწყვიტა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ დღეს ქართულ ოცნებაში აღმოჩნდნენ დეპუტატები ვინც ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ. ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის ყველა ოპოზოციურმა ფრაქციამ
ქართული ოცნება კი დღეს ისევ აცხადებდა, რომ ბესელიას კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი თანაგუნდელებს და ოპოზოციას ჩიხიდან გამოსასვლელად საკუტარი ხედვა შესთავაზა
ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებდა. ბესელია თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი გუნდის სახით პარლამენტში ლობი ჰყავს, უვადოდ უღირს მოსამართლეებს ნიშნავს.
-
ფრაზები, რომლითაც ბესელია დეპუტატების წინაშე მმართველი გუნდის წევრის რანგში ბოლოჯერ გამოვიდა
ათწუთიანი გამოსვლა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასებით დაიწყო. მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა პოლიტიკოსმა მისივე თანამოაზრეებს, რომლებიც კობახიძემ მისივე გამოსვლაში გააკრიტიკა, მადლობა გადაუხადა და პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, “ნაციონალებთან” “კონსესუსში მყოფ” ამავე დეპუტატებს ბოდიში მოუხადა. ბესელიამ კოლეგებს მიმართა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რატომ მოიტყუეს, როდესაც თქვეს, რომ თითქოს წინასწარ არაფერი იცოდნენ ეკა ბესელიას კანონპროექტის შესახებ, ვიდრე ის ამის შესახებ საჯაროდ განაცხადებდა. ბესელიას კრიტიკის ობიექტი განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე იყო. გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას ბესელიას გამოსვლიდან:
მისი (კობახიძის) გამოსვლა იყო შეურაცხყოფა.
რატომ შეიცვალეთ პოზიცია, გაბრაზდნენ ბიჭები?!
რას კადრულობს? (კობახიძეზე)
კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას? (კობახიძეზე)
თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას
ამ ადამიანებთან (ნაციონალურ მოძრაობასთან) გინდათ პარალელების გავლა, რომელთაც ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდეს, ჩემი ძმა ერთი წლით მძევლად ჰყავდათ
სხვებისგან განსხვავებით არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები.
შიგნით ვილაპარაკე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ვერ გაგაგებინეთ.
მიმართვა თამარ ხულორდავას – ნუ იყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, როცა გიჭირთ ნაბიჯის გადადგმა, იმ ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ვინც გადააბიჯა ცდუნებებს.
ირაკლი კობახიძეს ცოტა ხნით დავინდობ, მაგრამ ის არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე.
(კობახიძემ) ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა.
(კობახიძე) შეშინებული იყო – ვერ აღიმაღლა ხმა და ვერ თქვა, რომ არ შეიძლება სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა.
იმ რეჟიმის წინააღმდეგ როცა ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი გოგლი-მოგლს ჭამდა, თუმცა გოგლი – მოგლი ცუდი არ არის, უდროო დროს არ უნდა მიირთვა
ეს არის 2106 წლის შედეგები – საკუთარი თავი დაინახოს ყველამ – არასოდეს მექნება საერთო და არ ვიქნები ალიანსში მათთან, ვინც ოცნებას დაირქმევს ახლა, თუ სუპერ ოცნებას.
კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა, როცა მოსამართლეებთან დაკავშირებული “შპარგალკები” მუხლებში მოდიოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რაც მან აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც დღეს ამ თანამდებობაზე გამწესდა – თუ არ იცის ეს რას ნიშნავს, ვაჩვენებთ როგორ ხდება
მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ არ დამიწყია, გავაგრძელებ იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამის. სამართლიანობის წინააღმდეგ ვერასდროს ვერავინ წასულა. -
სკარლეტ იოჰანსონი შვილთან ერთად ნიუ–იორკში სეირნობისას. იშვიათი კადრები
სკარლეტ იოჰანსონი საჯაროდ თავის ოთხი წლის შვილთან, როუზთან ერთად იშვიათად ჩნდება. ამიტომაც 34 წლის ვარსკვლავის გასეირნება ნიუ–იორკში მისი თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა. მსახიობი თბილად იყო ჩაცმული. ნიუ იორკში ხომ ტემპერატურა ამ დღეებში 0 გრადუსის სიახლოვესაა. სკარლეტს ტვიდის პალტო და ჯინსი ეცვა, ფეხზე კი Nike Air Max –ის ვარდისფერი ბოტასები.სკარლეტი მის გვერდით მიმავალ ქალს ელაპარაკებოდა, მისი გოგონა კი ამ ქალის ბავშვს, რომელიც საბავშვო ეტლში იჯდა.
სკარლეტმა ბევრი იბრძოლა რომ როუზის აღზრდის უფლება მოეპოვებინა. გოგონა 2014 წლის სექტემბერში დაიბადა. იმ პერიოდში სკარლეტის ქმარი ჟურნალისტი რომენ დორიაკი იყო. ბავშვის დაბადებიდან ერთ წელში წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. ინიციატორი სკარლეტ იოჰანსონი იყო. “უბედურება ის არის, რომ ვგრძნობ – მონოგამიისკენ მიდრეკილი არ ვარ. უფრო მეტიც, არ ვფიქრობ რომ მხოლოდ ერთი პარტნიორით შემოფარგვლა ადამიანისთვის ბუნებრივია“ – თქვა მაშინ სკარლეტმა.
რომენ დორიაკი საფრანგეთში ცხოვრობს. მას სურდა ბავშვის აღზრდაში თანაბარი უფლება მოეპოვებინა თუმცა სკარლეტმა მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღა. 2017 წელს მან ბავშვზე ერთპიროვნული მეურვეობის უფლება მოიპოვა.