Blog

  • 1 ადამიანი დაიღუპა ალჟირში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე

    1 ადამიანი დაიღუპა ალჟირში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 63 ადამიანი. ალჟირის ეროვნული უშიშროების მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 7 სამოქალაქო პირი და 56 სამართალდამცველია. ალჟირის მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. 81 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკა 18 აპრილს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთე ვადით აპირებს მონაწილეობის მიღებას, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ აქციებში მონაწილეობა 800 000-მა ადამიანმა მიიღო. ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ძალადობისა და ვანდალიზმისთვის 45 დემონსტრანტია დაკავებული.

  • “შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება” -დავით ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დავით ზალკანიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს, ეკონომიკური თანამშრომლობით კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. მიღებაზე გამოსვლისას, ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გააკეთა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ბულგარეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    „საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიულად შავი ზღვა აკავშირებს, რომელიც ბუნებრივი ხიდია ჩვენს ქვეყნებს შორის და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ვაპირებთ ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება და შავი ზღვის, როგორც კეთილდღეობისა და განვითარების ზღვის როლი დღითიდღე ძლიერდება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.“- აცხადებს დავით ზალკანიანმა

  • “ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს “- ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

    ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს. ‘’ევროპული საქართველოს’’ ამ საკანონმდებლო ინიციატივას დავით ბაქრაძე რაიონებში, მოსახლეობას აცნობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, სოფლებში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები, ვენახები და ყანები სოფლიდან მოშორებით აქვთ,სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებიან. რთული ეკონომიკური და სოცილური მდგომარეობის გამო უმეტესეობას, ძველი ავტომობილი ყავს ,რომლებიც ტექდათვალიერების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ‘’ევროპული საქართველოს’’ ინიციატივით ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასეთი ტრანსპორტის დაჯარიმება არ უნდა მოხდეს.

  • ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

    ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. ლიბერთი ბანკის გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ფილიალის ინკასაციის მანქანა ორმა თავდამსხვმელმა მაშინ დააყაჩაღა, როცა ის ფილიალში შედიოდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ინკასატორი. გატაცებულია თანხა. თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია. უცნობია თავდამსხმელების ვინაობაც. პოლიცია მათ დადგენაზე მუშაობს. ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დაჭრილი ინკასატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაიით ის წვივის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
  • იტალიაში პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე დაობენ

    იტალიის ხელისუფლებაში მყოფი პოპულისტები ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მათ შორის პროსტიტუციის ლეგალიზაციის საკითხზე – წერს ბლუმბერგი.
    სადაო თემებს შორის არის ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, იმიგრაცია, რეგიონალური ავტონომიის საკითხები და ბორდელები.

    პარტია “ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერი და ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი თუ “დახურული სახლების“ (ასე უწოდებენ იტალიაში ბორდელებს) ლეგალიზაცია მოხდება. “ეს ბიზნესი მაფიას უნდა წავართვათ, და სექსმუშაკები ქუჩიდან მოვაშოროთ. ეს სწორი იქნებოდა “– განაცხადა მან, თუმცა ამავე დროს დააზუსტა, რომ მის თვალსაზრისს მხარს არ უჭერენ პარტნიორები მმართველი კოალიციიდან – “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრები. როგორც სალვინი ამბობს, პროსტიტუციის ლეგალიზაცია მთავრობის დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ არ დგას, რომ “მოძრაობას“ ამ თემაზე განსხვავებული აზრი აქვს. პარტიები კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ვერ თანხმდებიან – ბიუჯეტი, გაზსადენი, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა და ა.შ.

    იტალიაში პროსტიტუცია 1958 წელს აიკრძალა კანონით პროსტიტუციის რეგლამენტირების გაუქმების შესახებ და სხვა პირთა სექსუალურ ექსპლუატირებასთან ბრძოლის შესახებ. მაშინ ქვეყანაში ბევრი ბორდელი დაიხურა, თუმცა მას შემდეგ ისინი ეგრეთწოდებულ ნაცრისფერ ზონაში გადავიდნენ. წინა მთავრობების მცდელობები პროსტიტუცია მთლიანად აეკრძალათ ან მისი დარეგულირების მექანიზმები შემოეღოთ წარუმატებელი აღმოჩნდა
    2018 წელს იტალიაში საპარლამენტო არჩევნვები ჩატარდა, რომლის შედეგად უმრავლესობა ევროსკეპტიკოსებმა და პოპულისტებმა მოიპოვეს. არჩევნების შედეგებმა ევროკვშირის ქვეყნები კავშირის მომავალზე ჩააფიქრა. არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პარტიამ ““ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა . „ჩრდილოეთის ლიგამ“, რომელიც ანტიმიგრანტულ პოლიტიკას უჭერს მხარს და რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბერლუსკონის პარტიასთან, “წინ იტალიასთან“ და ნაციონალისტურ “იტალიის ძმებთან“ ერთად მემარჯვენე ცენტრისტულ კოალიციაში შედის, 17.3 % დააგროვა.

  • კობახიძის სასჯელი: ეკა ბესელიას მივლინებაში არ უშვებენ

    უმრავლესობის დატოვების შემდეგ ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სიიდან ამოიღეს და მივლინებაში, საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად არ უშვებენ. ამჟამად თავად პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაშია, თუმცა ეკა ბესელიამ მისი მოადგილის, ილია ნაკაშიძის მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მუდმივმოქმედი კომისიის წევრის სტატუსი შეუწყდა.

    ბესელია ამბობს, რომ მუდმივი კომისიიდან დეპუტატის დათხოვნა არა ერთპიროვნული, არამედ პარლამენტში კენჭისყრით მისაღები საკითხია

    ეკა ბესელია დელეგაციის შემადგენლობაში ქართული ოცნების კვოტით იყო წარმოდგენილი. საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობის და ფრაქციის დატოვება დელეგაციაში სტატუსის შეწყვეტის საფუძველია, დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდება და უახლოეს პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას სხვა წევრით ჩაანაცვლებენ. თუმცა პარლამენტს ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ამის მიუხედავად ბესელიას წევრობა უკვე შუწყდა. ბესელია ამ გადაწყვეტილებას არასერიოზულ მიდგომას უწოდებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პოლიტიკური და პირადი მოტივებია.

  • კალაძის ფეისბუქ ლაივი (ვიდეო)

    თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქლაივით განსახორცილებელ გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, თბილისის გენგეგმის ახალი ვარიანტი უკვე მზად არის და ის საკრებულოს გადაეგზავნა. თბილისის მერი ზონალური პარკირების სისტემას განმარტავს და სატრანსპორტო პოლიტიკის დეტალებზე საუბრობს. “მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში ჩვენი ქალაქი გახდება ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, ყველაზე მოწერიგებული ქალაქი და ყველაზე კომფორტული ქალაქი, სადაც მოქალაქეები უპრობლემოდ შეძლებენ გადაადგილებას” – აცხადებს კალაძე.
  • კვიციანი პოლიტიკიდან მიდის

    ემზარ კვიციანი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. წასვლამდე კი აპირებს, ბოლომდე დაიხარჯოს.

    “დაახლოებით 2 წელი დარჩა ალბათ. მთლიანად დავიხარჯები რაც შემიძლია, ამის შემდეგ წავალ ჩემ გზაზე. უკვე 60 წლის ვარ”,თქვა კვიციანმა პალიტრანიუსის პირდაპირ ეთერში.

  • კვიციანი: ნიკა მელია გმირია

    ემზარ კვიციანი მის მიერ დაფუძნებული ცენტრის შესახებ საუბრობს და პოტენციურ შემომწირველთა თაობაზე დასმულ შეკითხვასაც პასუხობს. ნიკა მელიაზე საუბრისას კვიციანი ამბობს, რომ ალბათ მისგან არ მიიღებს თანხას, თუმცა ეს პოლიტიკოსი, რომელიც კვიციანისვე სიტყვებით, “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წელს შეუერთდა, გმირია. 

    “ნიკა მელია გმირია. “ნაციონალური” იარლიყი რომ მიიკერა, თავი გაიუბედურა. ნიკა მელიასგან შეიძლება არ ავიღო შემოწირულობა, მაგრამ მამამისისგან კი, ვმეგობრობ მასთან”,განაცხადა “კვიციანმა პალიტრანიუსის” ეთერში. 

    როგორც ცნობილია, ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი შეყვარებულთა აღმრიცხავი ცენტრი საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. ცენტრის სახელწოდებაა “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”.