ერთ-ერთ ხესთან მისასვლელი გზის მოსაწყობად ამ დრომდე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.


ერთ-ერთ ხესთან მისასვლელი გზის მოსაწყობად ამ დრომდე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.


სამოქალაქო მოძრაობა მანიფესტს ავრცელებს და ხელმოწერებს აგროვებს. მანიფესტის მოთხოვნაა დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი გახდეს:
“საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყონ. აღნიშნული საბჭოების დღემდე არ არსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე – აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის “გაკულაკება”. ერთის მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორეს მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა.ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება.”
ნათქვამია პეტიციაში
ავსტრალიაში ხანძრებს ებრძვიან. სტიქია ვიქტორიას შტატში მძვინვარებს. უცხოური მედიის ინფორმაციით ცეცხლის 100-ზე მეტი კერის გაჩენა რეგიონში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და მეხმა გამოიწვია.სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს ჯერ საფრთხეს არ უქმნის, მელბურნის სამხრეთით მდებარე დასახლებებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“.
„აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელორუსთან. ზაფხულობით აფხაზეთს ბელორუსი ტურისტები სტუმრობენ. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კი განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა, ბელორუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ლუკაშენკო ამბობს, რომ ის მზად იყო ხელი მოეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე, თუმცა გადაწყვეტიკლება ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის , ჰავიერ სოლანას, გაფრთხილების შემდეგ შეცვალა. ლუკაშენკოს თქმით, ჰვიერ სოლანამ უთხრა რომ, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, მას სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია დაემუქრებოდა.
ფერადი კოსტიუმები და სამბას რითმები – რიო დეჟანეირო ტრადიციულ კარნავალს მასპინძლობს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრაზილიის ქალაქის ცენრალური ქუჩები კოსტიუმირებულ და საცეკვაო შოუებს დაეთმობა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალზე დაახლოებით 7 მილიონ სტუმარს ელოდებიან, აქედან მილიონნახევარი ტურისტი იქნება. რიოს კარნავალმა დასაბამი 1723 წლიდან აიღო, თუმცა პირველი ოფიციალური კარნავალი რიო დე ჟანეიროს ქუჩებში 1935 წელს გაიმართა. ის ოფიციალურად სამბას სკოლების აღლუმად ითვლება. სწორედ სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ წარმოდგენად რიოს კარნავალზე. ცეცხლოვანი, თავბრუდამხვევი, ფერადი, რიტმული და შიშველი კარნავალი, რიოს სამბადრომს მსოფლიოში ყველაზე სასურველ და სანახაობრივ ადგილად აქცევს.
საფრანგეთში ვინსენთ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა დაესწრნენ.
ექსპოზიციაზე 29 ტილოა წარმოდგენილი. პირველად ხდება როდესაც ქართველი მხატვრის ნამუშევრები ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებთან ერთად იქნება გამოფენილი ერთ სივრცეში. მუზეუმში გამოფენის ნახვა 1 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ერთი ადამიანი დაიღუპა ფლორიდაში თვითმფრინავის შეჯახების შედეგად. ქალაქ ფორტ ლოდერდეილში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მფრინავი დაიღუპა. თვითმფრინავი შენობას მე-16 და მე-17 სერთულებს შორის შეეჯახა და ტერასაზე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.