კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად მისულმა თბილისის მერმა გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტ ქალებს ყვავილები აჩუქა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
Blog
-
ფეისბუქი უფრო დაცული გახდება– მარკ ცუკერბერგი
ფეისბუქის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ კომპანია უახლოესი ორი წლის მანძილზე აქცენტს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე გააკეთებს და მათ უფრო სანდრო დაცვას შესთავაზებს, მათ შორის დაშიფრული მესიჯებით მიმოწერის შესაძლებლობას.მისი თქმით კომპანია არ აპირებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია შეინახოს იმ სახელმწიფოებში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არ არის და მზად იქნება ამ ქვეყნებში ინფორმაციის დაბლოკვისთვის. “ ჩვენი მომხმარებელი უნდა ელოდეს, რომ მონაცემების დაცვის მიზნით არ შევქმნით დატა ცენტრებს და არ შევინახავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ქვეყნებში, რომლებსაც ადამიანის უფლებების საკითხში არასანდო იმიჯი აქვთ, ისეთი უფლებებისა, როგორებიც არის პირადი ცხოვრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება.ამ პრინციპის დაცვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სერვისები დაიბლოკება ზოგიერთ ქვეყანაში ან ჩვენ ვერ შევძლებთ მუშაობის დაწყებას ამ სახელმწიფოებში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“– წერს ცუკერბერგი თავის ბლოგში, რომელიც ფეისბუქის განვითარების გეგმებს მიეძღვნა. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ დაშიფრული მესიჯების გადაცემის სისტემის შესაქმნელად მუშაობა უკვე დაწყებულია და 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, კომპანია აპირებს ორმხრივი დაშიფვრის შემოღებას პირადი გზავნილებისთვის მისი ყველა პლატფორმის, მათ შორის WhatsApp – ის და ინსტაგრამის მესენჯერებში.“ფეისბუქი და ინსტაგრამი დაეხმარა ადამიანებს მეგობრებთან და საერთო ინტერესების მქონე საზოგადოებასთან ქალაქის მოედნის ციფრული ანალოგი შეექმნათ. მაგრამ ადამიანებს სულ უფრო ხშირად უნდათ უფრო პრივატული ურთიერთობა ქონდეთ ამ ციფრულ ანალოგში. – წერს ცუკერბერგი.“ის აღიარებს, რომ ფეისბუქს პირადი მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არცთუ იდეალური რეპუტაცია აქვს , მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევებიდან გამომდინარე, რომლებმაც კომპანიის გარშემო სკანდალების სერია გამოიწვია. -
არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა დასჯადი ხდება
პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება. მას ვინც წინასწარ იცის, რომ პირი არალეგალურად გეგმავს ცხოვრებას და მას მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ დახმარებას უწევს, თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუ დანაშაულს ტურისტული ან სხვა კომპანია ჩაიდენს მას საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა და დაჯარიმდება. პარლამენტში ფიქრობენ, რომ რეგულაციების გამკაცრებით უკანონო მიგრაცია შემცირდება.უკანონო მიგრანტების ხელშეწყობისთვის სასჯელი უფრო მძიმეა თუ დანაშაულს ორგანიზებული ჯგუფი ჩაიდენს. ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდეა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის ავტორი უმრავლესობის 12 დეპუტატია ბიუროს წარედგინა, ამის შემდეგ საკითხის განხილვა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე მოხდება.ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მილიონ ნახევრამდე ადამიანი გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქართველი მიგრანტების რაოდენობა ევროპაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ გაფრთხილება მიიღო. გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ევროპელი კოლეგებისგან რამდენიმე შენიშვნა მიიღო. მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებიდან, სადაც ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. “ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება უკანონო მიგრაციას ებრძვის. -
ფინანსთა სამინისტრო “ფრესკოს“ დამფუძნებელს პასუხობს
ფინანსთა სამინისტრო ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის ბრალდებებს განცხადებით პასუხობს. გუშინ გავრცელებულ მიმართვაში სოფრომაძე აცხადებდა:
“უკვე ერთი წელია ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუტურებს. რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან რომ არ შეეფერება სინამდვილეს. არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ ერთი და მან დადო დასკვნა, რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა იმ შენიშვნებიდან, რომლებიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. მერე რა, რომ მე ამის შესხაებ ღიად ვილაპარაკე, პროკურატურაში შევიტანე ჩემი საჩივარი, ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე. მერე რა, რომ ღიად ვილაპარაკე, რამე მოხდა? რამეშეიცვალა. “
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება დღეს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
“2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით, დაიწყო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორმატში, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
რაც შეეხება ბატონი ვასილ სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.
პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.
სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.
აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.
შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს.
ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო.“ – ნათქვამია განცხადებაში.
-
ვარსკვლავები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს
შეიძლება თქვათ, რომ ცნობილი და მდიდარი ვარსკვლავებისთვის თავის მოვლა და ფორმის შენარჩუნება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ყველა როდი ახერხებს წლებს აჯობოს და ისეთივე გარეგნობა შეინარჩუნოს, როგორიც წლების წინ იყო. რა არის მთავარი: გენეტიკური ფაქტორი, პროცედურების ძალა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი? ალბათ ყველაფერი ერთად. ყოველ შემთხვევაში აქ წარმოდგენილმა ქალებმა აშკარად იციან რაღაც საიდუმლო, რაც მათ საშუალებას აძლევს დროს აჯობონ.
ჯენიფერ ენისტონი
სერიალი “მეგობრები“, რომლითაც ჯენიფერ ენისტონი ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ 2004 წელს დამთავრდა, ჯენიფერი კი ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც მისი გმირი რეიჩელ გრინი. რაშია მისი საიდუმლო? შესაძლოა სწორად შერჩეულ ვარცხნილობასა და მაკიაჟში? თვითონ მსახიობი ამბობს, რომ ის უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია: დაბალანსებული კვება, იოგა და საათობით ვარჯიში სპორტდარბაზში.
კაილი მინოუგიავსტრალიელი მომღერალი ყოველთვის საკუთარ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. შესაძლოა ეს მისი აღნაგობის ბრალია. თავად ვარსკვლავი არ მალავს, რომ კოსმეტოლოგების მომსახურებას იყენებს და არც ინექციებზე ამბობს უარს.

ელიზაბეტ ჰარლი
დაუჯერებელია რომ წელს ლიზ ჰარლის 54 წელი უსრულდება. ოცი წლის წინანდელ ფოტოსთან მისი ამჟამინდელი ფოტოს შედარებისას ძნელად თუ გაარჩევთ რაიმე სხვაობას.
ჯულიანა მურიჯულიანა მური იმ მსახიობთა რიცხვშია, რომლებიც წლების მატებას მშვიდად ხვდებიან და ამბობენ, რომ ყოველი ასაკი თავისებურად მშვენიერია. თუმცა მსახიობის ძველი ფოტოების და ახლების შედარებისას ვარცხნილობის ცვლილების გარდა სხვა ცვლილება ძნელი შესამჩნევია. ამის მიზეზი გენეტიკა და ნატურალური კოსმეტიკაა.

ემა ბანტონი
ემა ბანტონი 18 წლის იყო, როცა“ სფაის გერლზის “ ერთ–ერთი სოლისტი გახდა. ის გოგონებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და ემას გარეგნობა თითქოს არ შეცვლილა. ის ისეთივე ახალგაზრდა და ხალისიანია.

ჰოლი ბერი
ჰოლი ბერი ის შემთხვევაა, როცა ასაკის მატებასთან ერთად ქალი უფრო ლამზდება. ის 52 წლისაა და კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე 20 წლის წინ იყო. ჯეიმს ბონდის გოგონას როლის შემსრულებელი აღიარებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო მუდმივი ვარჯიში და სწორი კვებაა.
ევა ლონგორია
ერთერთი ყველაზე ლამაზი ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, ევა ლონგორია 43 წლისაა და ისევე გამოიყურება, როგორც 2004 წელს, როცა მაყურებელმა პირველად ნახა სერიალ “სასოწარკვეთილ დიასახლისებში“. მსახიობის თქმით მისი მარადიული ახალგაზრდობის მიზეზი სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესია.
-
არქეოლოგების შემზარავი აღმოჩენა – 137 ბავშვი მსხვერპლშეწირვის რიტუალს ემსხვერპლა
პერუში არქეოლოგებმა ბავშვების უზარმაზარი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც მასობრივი მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს მეთხუთმეტე საუკუნეში დახოცეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ღმერთებს მაშტაბური და ხანგრძლივი წყალდიდობის შემდეგ შეწირეს.ეს არის ყველაზე დიდი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომელიც აქამდე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ. რიტუალის დროს მინიმუმ 137 ბავშვი მკერდში უცნაური, სარიტუალო დანის ჩარტყმით მოკლეს, შემდეგ კი გული ამოაცალეს. არქეოლოგებმა დანა იქვე სიახლოვეს იპოვნეს. ბავშვების ასაკი 5–დან 14 წლამდე იყო. მათ გარდა რიტუალს სამი ზრდასრული და 200 ლამა შეწირეს. ლამებიც იგივე მეთოდით მოკლეს, როგორც ბავშვები. სამი უფროსი კი ––ერთი მამაკაცი და ორი ქალი, სხვა მეთოდით გამოასალმეს სიცოცხლეს: მათ თავისქალა აქვთ ჩამსხვრეული. არსებობს ვერსია, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალი ამ სამმა ზრდასრულმა ადამიანმა ჩაატარა, რიტუალის შემდეგ კი ისინიც მოკლეს.ცხედრების ნარჩენების ანალიზი აჩვენებს, რომ ბავშვები სპეციალურად იყვნენ შერჩეული. მათ შორის მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არ ყოფილან. ბევრი მათგანი სასაკლაოზე ოკეანის სანაპიროზე 1000 კილომეტრზე გადაჭიმული ქვეყნის შორეული რეგიონებიდან მოიყვანეს. არქეოლოგებმა კვლევის საბოლოო შედეგები ჟურნალ PLOS One –ში გამოაქვეყნეს.ეს არ არის პერუში ბავშვების ჯგუფური სამარხის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. 2011 წელს ოკეანის სანაპიროდან 350 მეტრში ადამიანების დიდი სამარხი იპოვნეს, რომელთაგან 47 ბავშვი იყო. თუმცა ბოლო აღმოჩენა ბევრად უფრო მაშტაბური და შემზარავია.მსხვერპლი მკაცრად განსაზღვრული წესით იყო დამარხული: ბავშვები ზურგზე ან გვერდზე დაწოლილი, სახით ჩრდილო–დასავლეთისკენ, ანუ ზღვისკენ. ლამები კი საპირისპირო მიმართულებით, თავით მთებისკენ. ზოგიერთ მსხვერპლს რიტუალისთვის აშკარად სპეციალურად ამზადებდნენ. მათ სახეები წითელი საღებავით ქონდათ შეღებილი. შედარებით უფროს ბავშვებს კი თავზე ნაჭერი ჰქონდათ ჩამოცმული. ლამები აკურატულად იყო დაწვენილი ბავშვების სხეულების გვერდით, ან მათზე ზევიდან.ადამიანების მსხვერპლშეწირვა ბევრ უძველეს კულტურაში გვხვდება. ცნობილია, რომ ესპანელების ექსპანსიამდე, მეთერთმეტე – მეთხუთმეტე საუკუნეებში პერუს ტერიტორიაზე ადამიანებს ხშირად კლავდნენ, რათა გარდაცვლილი მმართველისთვის საფლავში ჩაეყოლებინათ ან მონუმენტური არქიტექტურული ნაგებობის საძირკველში ჩაემარხათ, როგორც ღმერთებისთვის შეწირული საჩუქარი. -
სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც ასევე 2 არასრულწლოვანს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები იარაღით მიაყენა.შსს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა ბ.მ.-მ ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვნებს: ნ.ჭ.-ს ლ.ფ.-ს და ნ.ყ.-ს. სამივე დაზარალებული საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, სადაც სამედიცინო მკურნალობას აგრძელებს ერთ-ერთი მათგანი, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი ბ. მ. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
აშშ-ს კონგრესმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო
აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტიმა ერთხმად მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მთავრობას უკრძალავს ყირიმი რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიაროს.დოკუმნეტით იკრძალება ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებსაც შესაძლოა ნახევარკუნძულზე რუსეთის იურისდიქციის დე იურე ან დე ფაქტო აღიარება მოჰყვეს. კანონპროექტში გაწერილია აშშ–ს პრეზიდენტის საგამონაკლისო უფლება იმ შემთხვევისთვის, თუ სახელმწიფოს მეთაური გადაწყვეტს, რომ ეს აშშ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებში შედის.წარმომადგენელთა პალატაში და სენატში დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. მას უფლება აქვს ინიციატივა უარყოს ან კონგრესს თავისი შენიშვნებით დაუბრუნოს. თუმცა კონგრესს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია, თუ ორივე პალატის ხმათა ორი მესამედი მას მხარს დაუჭერს. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში მას ვეტოს დაძლევა არ დასჭირდება. -
გუდაურში პირველი ევროპის თასის ეტაპი გაიმართა
საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით ქალთა და ვაჟთა შორის ”სნოუბორდ კროსის” ევროპის თასის ეტაპი გაიმართა. შეჯიბრში 14 ქვეყნის 57 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ეტაპი 3 დღეს 8, 9, 10 მარტს გაგრძელდება და დღეს პირველი სატურნირო დღე ჩატარდა.
შეჯიბრი კუდების ფერდობზე სპეციალურად მომზადებულ ტრასაზე გაიმართა.
ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha) გახდა, მეორე ადგილზე ცნობილი შვეიცარელი ლარა კაზანოვა (Lara Casanova) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ფრანგმა სნოუბორდისტმა ქლოე პასერატიმ (Chloe Passeratt) დაიკავა.
ვაჟთა შორის კი გამარჯვება ავსტრიელმა სპორტსმენმა ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek) მოიპოვა.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად სიგელები და თასები გადაეცათ. ხვალ, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.
-
ძმები არველაძეების სიმღერა თეირანის სტადიონზე
ძმებმა შოთა და აჩი არველაძეებმა თეირანის სტადიონზე ქართული სიმღერა “ლალე“ შეასრულეს. ისინი თეირანში ტაშკენტის ფახთაქორის თამაშზე იმყოფებოდნენ, რომელმაც აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა თეირანში ჩაატარა. შოთა არველაძე ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია. თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი, გოჩა ტყებუჩავა კი, რომელიც ვიდეოზე ძმებთან ერთად მღერის მისი ასისტენტი. ვიდეო შოთა არველაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დადო.