Blog

  • გამოვიდნენ და თქვან,რომ სახელმწიფი ხაზარაძესთან არ არის მართალი–გირჩის პასუხის პასუხი ბიზნესმენებს

    „გამოვიდნენ და ხმამაღლა თქვან, რომ სახელმწიფო ხაზარაზესთან არ არის მართალი, თქვან რომ ეს არ არის სამართლებრივი დავა და არის ცალსახად პოლიტიკური დავა“ – „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ამ მიმართვის ადრესატები ბიზნესემენები არიან. გირჩის ორი დღის წინანდელმა მიმართვამ ბიზნესმენებისადმი ბიზნესმენების უარყოფითი რეაქცია და უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა გირჩის ლიდერი აზრს არ იცვლის.

    ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ „თიბისისთან“ და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, არის დავალებით ჩატარებული გამოძიება. „ამ რეალობაში, როდესაც ე.წ. ბიზნესემენები, ცნობილი სახეები, რომლებიც ხშირად გამოდიან ხოლმე ტელევიზიებში და ქართული ბიზნესის სახელით საუბრობენ, გაყურსულები არიან. ისინი არ არიან ნამდვილი ბინესემენები, ისინი არიან „კრომნი“ ბიზნესემენები, ხალხი, რომელიც ჩახუტებულია ყველა ხელისუფლებასთან. დღესაც, მათი კეთილდღეობა“,როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ცეხავიკების კეთილდრეობა იყო პირდაპირ კავშირში, ექნებოდათ თუ არა კარგი ურთიერთობა მაშინდელ კომპარტიის პირველ მდივანთან, ასე არიან ეხლა ესენიც. როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ცეხავიკების კეთილდრეობა იყო პირდაპირ კავშირში, ექნებოდათ თუ არა კარგი ურთიერთობა მაშინდელ კომპარტიის პირველ მდივანთან“ .
    {{VIDEO}}
  • კომიკოსი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა

    კომიკოსი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა.  ინფორმაციას ფეისბუქ გვერდზე Standupერი ავრცელებს. ალექსს დიდი ხნის განმავლობაში კუნთების ატროფია აწუხებდა.

    ალექსი პირველად აუდიტორიის წინაშე დაახლოებით 2 წლის წინ, გადაცემა ” Standupერი”-ში წარსდგა და მაყურებელთა გულები მაშინვე დაიპყრო.ის საკუთარ დაავადებაზე იუმორით საუბრობდა და მაყურებელს თავი “ხეიბარი ალექსათი” გააცნო.

    {{VIDEO}}

  • სიმღერა, რომელსაც თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე იმღერებს

    ევროვიზია 2019,ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში ჩატარდება. კვიპროსს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს.საკონკურსე სიმღერას “Replay”  ჰქვია. საკონკურსო სიმღერის ავტორი შვედეთში მოღვაწე წარმოშობით ბერძენი მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინუა. ცნობილია ქორეოგრაფიც, რომელიც თამთას პერფორმანსზე იზრუნებს. ის ევროვიზიის მაყურებლისთვის კარგად ცნობილი საშა ჟან-ბაპტისტია. საშას ანგარიშზე ევროვიზიის არაერთი პერფორმანსია. მათ შორისაა ნინა სუბლატის, „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზის“ (Young Georgian Lolitaz) და თამარა გაჩეჩილაძის გამოსვლები.

    {{VIDEO}}

  • გია ვოლსკი თვლის, რომ გახარიაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ამ შეტევის წყაროს დიდი ძებნაც არ უნდა. ვოლსკის განცხადებით, გახარიას წინააღმდეგ შეტევის მიტანა, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, საპარლამენტო განცხადებები პოლიტიკური პარტიებიდან არის მცდელობა, გადაფარონ ძირითადი. „ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ამ ფურცელს დაარქვეს წერილი, რომელიც თითქოსდა გახარიას მიერ არის შედგენილი. რასაკვირველია, არც წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მომდინარეობს ორკესტრირებული შეტევა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქ „თიბისი ბანკზე” არ არის საუბარი, ეს არის ძალიან კომპეტენტური, საინტერესო ორგანიზაცია დიდი მსოფლიო ავტორიტეტით. აქ არის ლაპარაკი ცალკეულ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს პოლიტიკური კალაპოტით, მაშინ როდესაც არსებობს გარკვეული შეკითხვები, მნიშვნელოვანი ფინანსური საეჭვო ტრანზაქციები, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის მთავარი თემა“, – აცხადებს გია ვოლსკი ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.

    {{VIDEO}}

  • ნანკა კალატოზიშვილი ხელოვანებს ხაზარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

    მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ხელოვანებს უსვამს კითხვას, რატომ არ უჩნდებათ სურვილი ასეთ რთულ დროს მამუკა ხაზარაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.
    ”მამუკა ხაზარაძე და მისი ბანკი, თუკი რამე არსებობს ხელოვნების სფეროში, იქნება ეს საბა, გამოფენები, ფესტივალები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალებიც კი, საოცარი არხი ”არტარეა” და ასე შემდეგ, – შორს წავალ ალბათ ჩამონათვალით… ყველაფერს მხარს უჭერდა. ამდენ ხელოვან ადამიანს არ გვაქვს სურვილი, რომ ამ რთულ დროს, ახლა უკვე ჩვენ გამოვხატოთ მხარდაჭერა რამე ფორმით მაინც? არტ მხარდაჭერა”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
  • საქართველოს ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალები

    ცნობილი ხდება გლდანში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე მომხდარი თავდასხმის დეტალები. სამი ნიღბიანი ბანკში 10:30 საათზე შევიდა. ორ წუთში კი ბანკის დატოვება მოუწიათ, რადგან ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. თავდამსხმელებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.
    ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა სუბარის მარკის ავტომანქანა გუშინ საღამოს გაიტაცეს და ორი ადამიანი – ორი სუბარუს მარკის ავტომანქანის პატრონი ახალგაზრდა ქალი და 30 წლის მამაკაცი მძევლად აიყვანეს. ბანკის გასაძარცვადაც სწორედ ამ მანქანით მივიდნენ. მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით გამტაცებლებს ის მთელი ღამე ტყეში ყავდათ. სადაც ხელფეხშეკრულმა ღამე მანქანის საბარგულში გაატარა. ქალმა კი მანქანის სალონში. თავდამსხმელებმა მამაკაცი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს, ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ. შემდეგ კი გოგონა ქერჩის ქუჩაზე დატოვეს.მძევლები პოლიციამ უკვე გამოკითხა.
    მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.პოლიციას თავდამსხმელები ჯერ არ დაუკავებია.
  • დანა უაითი კონორისა და ხაბიბის რემატჩს არ გამორიცხავს

    UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მსუბუქი წონითი კატეგორიის მომავალზე და ყველასთვის საინტერესო ორთაბრძოლის რემატჩზე ისაუბრა.

    “დონალდ სერონის წინააღმდეგ ორთაბრძოლა არ იქნება. ეს არავის დაუდასტურებია. კონორს ერთი რამ ნამდვილად სურს – ხაბიბთან ბრძოლა. მივცეთ მას საშუალება, თვითონ აირჩიოს მომდევნო მეტოქე. რაც შეეხება კოვბოის, ის ოფისში იყო მოსული. სურს, რომ ახალი ბრძოლა მალე გამართოს”, – განაცხადა დანა უაითმა.

    დონალდ კოვბოი სერონიმ ირლანდიელი მებრძოლი არაერთგზის გამოიწვია. იანვარში UFC Brooklyn-ის ფარგლებში კოვბოის გამარჯვების შემდეგ კონორმა Twitter-ზე დაწერა, რომ მზად იყო გამოწვევის მისაღებად. თუმცა ბოლო განცხადებაში კოვბოიმ კონორ მაკგრეგორი მშიშარად მოიხსენია და მისი და კონორის არ შემდგარი ორთაბრძოლა ირლანდიელს დააბრალა.

  • კალაძე „ოცნებაში“ ცვლილებებზე და ბიზნესზე ზეწოლაზე(ვიდეო)

    “არ ვიცი რატომ გაჩნდა ეს თემა მედიაში. ეს პროცესი დიდი ხანია მიდის. პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება, ახალი სახეების მიღება. ჩვენ არასდროს არ შეგვიჩერებია პარტიაში ახალი სახეების მიღება და გუშინ რატომ გახდა აქტუალური ეს ინფორმაცია გუგებარია ჩემთვის. არ ვიცი ვინ მოიგონა ეს ტყუილი, თითქოს რომელიმე კერძო კომპანია არჩევდეს ადამიანებს პარტიისთვის. ცოტა ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი და სიმართლეს არ შეეფერება. ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ქართული ოცნებისთვის ახალ კადრებს უცხოური კომპანია არჩევს. 

    თბილისის მერს ჟურნალისტებმა ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. კონკრეტულად კი ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიმართვასთან დაკავშირებით:
    “2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდეს, ან ზეწოლაში ყავდეს. არ ვიცი ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც რაღაც კონკრეტული პიროვნება არასწორს და კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება პასუხი თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება. “– აცხადებს კალაძე.

  • ემზარ კვიციანი “ფეისბუქს სწავლობს“

    პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ემზარ კვიციანი როგორც ჩანს ფეისბუქის ფუნქციების შესწავლას სერიოზულად მიუდგა მას შემდეგ, რაც გუშინ შეცდომით საკუთარი საწოლიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში იყო ჩართული. კვიციანის საწოლიდან ჩართვის ვიდეო გუშინ სოციალური ქსელების ჰიტი გახდა. დღეს კი კვიციანი მეგობრებს მიმართავს კითხვით, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქ აპლიკაციაზე 101 შეტყობინებას უჩვენებს, აპლიკაციაში შესვლის შემდეგ კი მხოლოდ ცხრა ხვდება. კვიციანის ფეისბუქ მეგობრები მის დასახმარებლად დისკუსიაში აქტიურად  ჩაერთნენ.

  • “შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება“ – “ჯორჯიან ეარვეისის“ საგანგებო განცხადება

    ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს თბილისის და ბათუმის მმართველი აეროპორტების მმართველი კომპანიის, “ტავ ურბან ჯორჯიას“ წინააღმდეგ და 12 მარტისთვის აქციას აანონსებს. გთვაზობთ განცხადების ტექსტს სრულად:
    “თურქული კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა.
    ისეთი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა თვლის რომ “ტავ ურბან” ჯორჯიას მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.
    “ტავ ურბან ჯორჯიას” წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. “ტავ ურბან ჯორჯია” უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება.
    “ტავ ურბან ჯორჯიას” ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს “ტავის” ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ)
    მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის რომ “ტავ ურბან ჯორჯია” არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთად გავაპროტესტოთ “ტავ ურბან ჯორჯიას” კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში.“ – ნათქვამია განცხადებაში