Blog

  • მოსარჩელე დედოფალმა სასამართლო უკოომენტაროდ დატოვა (ვიდეო)

    თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს სამეფო ოჯახის დავას განიხილავდა. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივიან და მას თაღლითობაში სდებენ ბრალს. ანა ბაგრატიონ გრუზინსკი აცხადებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ანუ მეფე, თაღლითია და ის სამეფო ტიტულს უკანონოდ იყენებს. საპასუხოდ, დედოფლის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვს მოპასუხე მხარეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ანას მამა ნუგზარ ბაგრატიონი გვარს იბრალებს და ის რეალურად სიხარულიძეა.

    {{VIDEO}}

  • სპეცოპერაცია ფონიჭალაში, დაკავებულია დედა და მისი ორი ვაჟი

    ფონიჭალაში რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცავებმა  დედა და მისი ორი შვილი – 21 და 24 წლის მამაკაცები დააკავეს.სამივე მათგანს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გასაღებას ედავება.ქალი დღეს, დილით, თბილისში დააკავეს, ხოლო მისი შვილები დღის მეორე ნახევარში ფონიჭალაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.

    მეზობლებმა ახალგაზრდა მამაკაცების დაკავება გააპროტესტეს და შეეცადნენ, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

    საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მანქანიდან, რომელიც დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა, ნივთმტკიცებად რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იციან, ვის ეკუთვნის ნარკოტიკული საშუალებები და როგორ მოხვდა ისინი მათ კუთვნილ მანქანაში.

    „ჩემი მხარე ამბობს, რომ მისი არ არის. საიდან ვინ მოიტანა, არ იცის და ასე ვთქვათ, წესით და რიგით, რეალიზაციის თემა, თითქოს, ნარკოტიკული ნივთიერების ინფორმაცია იყო, ამ ეტაპზე არ დასტურდება. გარკვეული მოხმარების მიმართულებით შეიძლება, იყოს ეჭვები,“ – აცხადებს დაკავებულების ადვოკატი

  • 34 წლის მეხანძრე ახმეტაში მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

    ახმეტაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. 34 წლის მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

    შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში მოხდა.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სპეცდანიშნულების მანქანაზე ფეხი დაუცდა.
    შემთხვევის ადგილზე პოლიციას და კრიმინალისტიკურმა სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს .
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ველოდებით ივანიშვილს, გაგვცეს პასუხი-მოკლული პოლიციელის ოჯახის ხმაურიანი პროტესტი (ვიდეო)

    ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულისთვის 20 წლიანი სასჯელის გამოცხადებას მოყვა. მოკლული ბუტა ანთაძის ოჯახის წევრები მსჯავრდებულ, ბესიკ ტაკიძისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ გამოტანილი განაჩენი არაადეკვატურია.
    ანთაძის ოჯახის წევრებმა ბათუმში სასამართლოს შენობიდან მახინჯაურში, გვირაბთან მისასვლელ გზასთან გადაინაცვლეს და მოძრაობა ჩაკეტეს. მათ აინტერესებთ, რატომ მოხდა პოლიციელის მკვლელობა იმ დროს, როცა სამართალდამცველებს ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად მორიგი ხე გადაჰქონდათ. მოკლულის ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.
    მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მურად ანთაძე 2018 წლის ივნისში მოკლეს. ის თანასოფლელმა ბესიკ ტაკიძემ ზურგის არეში ცივი იარაღით მაშინ დაჭრა, როცა ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირება ხდებოდა. მურად ანთაძე, ადგილზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს ის სასიკვდილოდ დაჭრეს. 

  • როგორ დავძლიოთ ქალური ეჭვიანობა

    ეჭვიანობა სრულიად ბუნებრივი ადამიანური ემოციაა.ეჭვიანობის გრძნობა გონივრულ დოზებში ნორმალურია და საფრთხეს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ ზოგჯერ ეჭვიანობის საფუძველი მართლაც არსებობს, თუმცა ზოგჯერ ადამიანს შეუძლია ყოველგვარი მიზეზის გარეშე იეჭვიანოს და ეს ეჭვიანობა ისეთი ფორმებით გამოხატოს, რომ პარტნიორთან ურთიერთობა თანდათანობით დაანგრიოს. არსებობენ ქალები, რომლებიც ემოციებს ვერ აკონტროლებენ და ხშირად ამის გამო სერიოზული ოჯახური პრობლემები ექმნებათ. თუ დროულად არ შეჩერდებით, შესაძლოა ეჭვიანობამ პათოლოგიური ფორმა მიიღოს, ოჯახურმა ბუდემ კი ნგრევა დაიწყოს. განვიხილოთ მთავარი მიზეზები, რამაც ქალის ეჭვიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

    ოჯახური ფსიქოლოგების აზრით ეჭვიანობის მთავარი მიზეზი რამდენიმეა:

    1 . დაბალი თვითშეფასება
    დაბალი თვითშეფასება ქალის მთავარი მტერია, ისევე როგორც გადაჭარბებული თვითშეფასება. ყველაფერში ჯობს ოქროს შუალედი მოძებნოთ. არიან ქალები, რომლებიც ქმარსი დღეში ათჯერ ურეკავენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის არ ღალატობს, ან ჩუმად ამოწმენებენ მათ ტელეფონს და ფოსტას, რათა ღალატის კვალი იპოვნონ. ყველაზე ხშირად ქალის ასეთი ქცევის მიზეზი საკუთარ გარენობასთან დაკავშირებული ეჭვებია და იმის შიში, რომ ქმარმა შეიძლება უფრო ლამაზ ქალთან უღალატოს.
    თუ რამე დისკომფორტს გიქმნით, უნდა გამოასწროთ. მაგალითად თუ გარეგნობის კომპლექსი გაქვთ, ეცადეთ სპორტს მისდიოთ და ფიგურა ფორმაში მოიყვანოთ, ან კოსმეტოლოგთან მიხვიდეთ. მთავარია თვითშეფასება აიმაღლოთ. გახსოვდეთ – შპიონაჟი ეჭვიანობის ნიადაგზე პირდაპირი გზაა რეგულარული სკანდალებისკენ, შერყეული ფსიქიკისკენ და საბოლოო ჯამში განქორწინებისკენ.
    2. მესაკუთრეობა
    როცა არ გინდა ქმარმა თუნდაც მცირე დრო მეგობრებთან დროის ტარებას, მაგალითად თევზაობას დაუთმოს და მოითხოვ ამის ნაცვლად ოჯახის საქმებს მიხედოს. ოჯახი იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ნახევარის სრულად პრივატიზება შეგიძლიათ. არ შეიძლება საყვარელ მამაკაცს ჰობი, გართობა და დასვენება აუკრძალოთ. ყოველ მამაკაცს უნდა ქონდეს თავისუფალი დრო, რომელსაც ისე განკარგავს როგორც უნდა(ისევე, როგორც ნებისმიერ ქალს).
    მოექეცით პატივისცემით პარტნიორს და მის სურვილებს. დღეს თქვენ დაუთმობთ, ხვალ ის. დაძლიეთ მესაკუთრეობის გრძნობა და მიხვდებით, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა და ნდობა.
    ქვეყანა არ დაიქცევა, თუ უცნობ ქალს ეზოში გამოელაპარაკება. ამის გამო სკანდალს ნუ მოაწყობთ. რა თქმა უნდა, თუ უცნობ ქალთან საუბარი რეგულარული გახდა, შეიძლება დაინტერესდეთ ხანგრძლივი დიალოგის თემით, თუმცა ნურც ამ შემთხვევაში ატეხავთ სკანდალს. უბრალოდ კითხეთ და პასუხით თავად მიხვდებით, ღირს თუ არა ნერვიულობა.
    3. ემოციური და სექსუალური შიმშილი
    როცა ქალს ქმართან ურთიერთობის და ინტიმური სიახლოვის ნაკლებობა აქვს, ძირითად შემთხვევაში კითხვა უჩნდება: ხომ არ გაიჩინა ქმარმა საყვარელი? ან ისევ ძველებურად უყვარს თუ არა. შესაძლა არც დაფიქრდეს, რომ სინამდვილეში ბევრს მუშაობს და იღლება. იმის ნაცვლად, რომ ქმარს პრობლემებზე დაელაპარაკოს და გაიგოს რა უჭირს, ჩნდება დაუსაბუთებელი ეჭვიანობა, დაძაბულობა, ურთიერთობების მუდმივი გარჩევა, გაბრაზება, წყენა და სასოწარკვეთა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ რთულია საკუთარ თავს აჯობო და ემოციები შეიკავო. თუმცა ჯობს თუ ასე მოიქცევით. ჯობს თავი მოთოკოთ, რაციონალურად შეხედოთ სიტუაციას და გაარკვიოთ – რეალურად არსებობს პრობლემა და მართლაც გაქვთ საეჭვიანო თუ უბრალოდ ქმარს ცუდი პერიოდი აქვს და შესაძლოა თქვენი გვერდში დგომაც სჭირდება.
  • გამოკითხვა: აქვს თუ არა ქართულ ოცნებას 2020 წელს არჩევნებში გამარჯვების შანსი?

    გამოკითხვა დასრულდება 18 მარტს. {{ARTICLEIMAGE}}

  • ბიზნესმენი აჭარის მთავრობას ტერორში ადანაშაულებს

    შპს „დექსტერ დეველოპმენტის“ დირექტორი ირწმუნება, რომ მის კომპანიაზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რათა მოხდეს გაკოტრება და ბიზნესის მითვისება. ბიზნესმენი ამბობს, რომ ნინოშვილის 25 ნომერში 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ყველა შესაბამისი დოკუმენტი მოამზადა, თუმცა ბათუმის მერია ამ დრომდე მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. ლევან კანთელძე პროცესებში უშულოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს ადანაშუალებს. ასევე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე თვითთმამრთველობის საქმიანობაში ერევა.
  • ულტიმატუმებს აქ არავინ აყენებს, თქვენ წარმოგიდგენიათ თეას გარეშე ჩვენი გუნდი? – ბახტაძე წულუკიანზე

    რაზე მიდის დავა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და კონკრეტულად რა ულტიმატუმი წაუტყენა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრს, ამის შესახებ არც მამუკა ბახტაძე საუბრობს. პრემიერი აბობს, რომ არსებობდა ერთ-ერთი პროფესიული საკითხი, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა, რაზეც, საბოლოოდ მოხდა პოზიციების შეჯერება და საკითხი გადაწყდა.
    „აქ ულტიმატუმებს არავინ აყენებს, წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის პრეტენზია სამთავრობო გუნდის მიმართ ის იყო, რომ რაც სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტრიოს დაექვემდებარა, მაგრამ მას ამ სისტემის მართვის საშუალება არ ეძლეოდა. წულუკიანი გუშინ და დღეს დილით აცხადებდა, რომ თუ მის პოზიციას მთავრობა არ გაიზიარებს, თანამდებობიდან წავა, თუმცა ბახტაძის განცხადებამდე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თანამდებობაზე რჩება.
  • თათრეთში აქტივისტმა პუტინის საფლავის ინსტალაცია დადგა

    10 მარტს თათრეთის ქალაქ ნაბერეჟნიში  კარიმ იამადევმა საგამოძიებო კომიტეტის  წინ პუტინის საფლავის ინსტალაცია დადგა. პუტინის ფოტოს ქვეშ “1952−2019” წერია. 1952 წელი ვლადიმერ პუტინის დაბადების თარიღია.

    აქტივისტ კარიმ იამადაევს ჩელნის სასამართლომ 28 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას “Currenttime” ავრცელებს.

  • სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს, პრემიერისგან გავიგებთ – კობახიძე

    გავრცელებულ ინფორმაციაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის შესახებ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, სამთავრობო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. კობახიძე ამბობს, რომ ამ თემაზე პრემიერთან საუბარი არ ქონია, თუმცა უახლოეს დღეებში ექნებათ ამ თემაზე საუბრი და მისგან მოისმენს ინფორმაციას.