Blog
-
ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას ტყუილში ადანაშაულებს
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელს – ეკა ბესელიას, ტყუილში ადანაშაულებს.გადაცემა “არჩევანში“ კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიამ გადადგომის მიზეზად ალოგიკური ფაქტი მოიყვანა. მისი თქმით, ბესელიას არავინ აიძულებდა, რომ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით სხდომა დაენიშნა.„სამწუხაროა, რომ არაერთი ტყუილი ისმოდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ, თითქოს, მე ვლობირებდი მოსამართლეთა სიას და მათ შორის ტყუილი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, მე ვაიძულებდი ეკა ბესელიას, ჩაენიშნა კომიტეტის სხდომა პარასკევისთვის, საუბარია ახალი წლის პერიოდზე. საერთოდ სხვა მოვლენები ვითარდებოდა რეალურად ამასთან დაკავშირებით პარლამენტში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრების დროს არაერთი დეპუტატი ესწრებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშრებით თავისუფალი კენჭისყრა უნდა შემდგარიყო.„საკითხი იყო აბსოლუტურად მკაფიო, გარკვეული და როდესაც ამ სიტუაციაში შენს გადადგომას უკავშირებ იმას, რომ, თითქოს, ვიღაც გაიძულებდა შენ, გინდა თუ არა, მოსამართლეთა საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში სიცრუეში შეყვანის მცდელობა,“ – ამბობს კობახიძე. -
როგორ ხვდება საშიში პლასტმასი ჩვენს ორგანიზმში. პრობლემა, რომელსაც მსოფლიო ვერ ერევა
ბოლო ათწლეულების მანძილზე გრძელდება პროცესი, როცა დედამიწაზე ოკეანეები და მდინარეები პლასტმასით დღითიდღე უფრო ბინძურდება. ბოლო წლებში კი მეცნიერები იმ პრობლემებზე და საფრთხეებზე მუშაობენ, რასაც რომ პლასტმასი ადამიანის ორგანიზმს უქმნის. ის ადამიანის ორგანიზმშიც აღმოაჩინეს. რა საფრთხეს შეიცავს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.პლასტმასი დიდი ხანია ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. არ იფიქროთ, რომ ის მხოლოდ ჭურჭელში და სათამაშოებშია და მას თავს იოლად ავარიდებთ. პლასტმასი შეიძლება იყოს ჩვენი ფეხსაცმლის ძირში, ტანსაცმლის ღილებზე, სათვალეში, კონტაქტურ ლინზებში, თუ სხვა აქსესუარებში, ტელეფონში, კომპიუტერში, ტელევიზორში, მაცივარში, სამედიცინო ხელსაწყოებში, სახლის, თუ სამსახურის შენობებში და ასე შემდეგ. პლასტმასის ბოჭკო იპოვეს გერმანიაში შემოწმებული ლუდის 24 სახეობაში, ასევე – თაფლში და შაქარშიც. საფრანგეთში ჯერ კიდევ 2 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის ნაწილაკები ჰაერიდან თავზე ეცემოდათ და ამ ტოქსიკური ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 10 ტონას უდრიდა.პლასტმასის ბოჭკო ახლა უკვე სასმელ წყალშიცაა, რომელიც ონკანიდან მოდის. მიკროპლასტმასით სასმელი წყლის მეტ-ნაკლები დაბინძურება ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა, სადაც შეამოწმეს. მიკროპლასტმასს უწოდებენ პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკებს, რომელიც გარემოში ინდუსტრიული პროცესების შედეგად ხვდება.სასმელი წყალი, როგორც „გარდიანი“ იუწყება, ხუთივე კონტინენტზე დაბინძურებულია. სახელმწიფოებს შორის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს, თუმცა დაბინძურება იქაც საგანგაშოა და პლასტმასი აღებული წყლის ნიმუშების 72%-ში იპოვეს.94%-იანი, ყველაზე მაღალი დაბინძურება აღმოჩნდა შეერთებულ შტატებში. ამასთან, სასმელი წყლის ნიმუშების აღება ხდებოდა სხვადასხვა სოციალური ფენის და ჯგუფის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში. მათ შორის იყო: ვაშინგტონის კონგრესის შენობები, გარემოს დაცვის სააგენტოს ოფისი, თუ ნიუ-იორკის ტრამპ-თაუერი. პლასტმასით სასმელი წყლის დაბინძურების მიხედვით, შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილს ლიბანი და ინდოეთი იყოფენ.
პლასტმასი ჩვენს ორგანიზმში მარტო წყლიდან და ჰაერიდან არ ხვდება. როგორც ირკვევა, ის ზღვის მარილშიც დიდი რაოდენობითაა. გაეროს მონაცემებით, ოკეანეში ყოველწლიურად 8 მილიონამდე ტონა პლასტმასი იყრება. ეს იმდენივეა, ყოველ ერთ წუთში, წყალში ერთი დიდი ნაგვის საბარგო მანქანა რომ ჩაიცალოს. წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით, პლასტმასის ნარჩენების მთელი კუნძულია, რომელიც სიდიდით ტეხასის შტატს აღემატება.კვლევებით ასევე დასტურდება, რომ პლასტმასი ნიადაგში კიდევ უფრო დიდი რაოდენობითაა. ამასთან, სხვადასხვა ადგილას მიწაში პლასტმასის შემცველობა ოკეანისას 4-ჯერ და მეტად, ზოგან 23-ჯერაც კი აღემატება.მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ სახელმწიფოები კვების მრეწველობიდან პლასტმასის ნივთების ამოღებას ნებაყოფლობით იწყებენ. საფრანგეთმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. 2016 წელს მიღებული კანონის თანახმად, იქ პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება საერთოდ აიკრძალება. კანონი ძალაში საბოლოოდ 2020 წელს შედის. ქვეყანაში ასევე იკრძალება ცელოფნის პარკები, რომლის ხმარებიდან ამოღებას ბევრ სხვა სახელმწიფოშიც დიდი ხანია ცდილობენ კერძო სუპერმარკეტები და სავაჭრო ცენტრები.პლასტმასთან უშუალო შეხება და საკვების შესაფუთად პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება ბევრ საშიშ დაავადებასთან ასოცირდება, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კიბოსთან, თანდაყოლილ დეფექტებთან, იმუნური სისტემის ფუნქციების დაქვეითებასთან, თუ ჰორმონალურ დარღვევებთან. სხვადასხვა ტიპის პლასტმასის საშუალებით, შეხება ისეთ საშიშ ტოქსინებთან გვაქვს, როგორიცაა: ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი.ზოგიერთი პლასტმასის შემადგენლობაშია ნივთიერება DEHP, რომელიც კანცეროგენია. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 2.5 ათასი ბავშვის შარდი შეამოწმა და 93 პროცენტში იპოვა BPA, ასევე პლასტმასში შემავალი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება წყლის ბოთლებში, მზა საკვების კონტეინერებში და რეზინის ნაწარმში.არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი როლფ ჰალდენი ამბობს, რომ ადამიანის ორგანიზმზე პლასტმასის ზემოქმედების უშუალო შედეგის მითითება ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელი, ვინაიდან პლასტმასით დაბინძურება გლობალური მასშტაბისაა, ის ყველგანაა და მის კვალს უკვე თითქმის ყველაფერში ვხედავთ. დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ პლასტმასი ჯანმრთელობას ვნებს და მას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, განსაკუთრებით ბავშვებში. -
“ხელისუფლებას აბრალებენ იმის დაბლოკვას, რაზეც თვითონ მიიღო გადაწყვეტილება” – კობახიძე ანაკლიის პორტის პროექტზე
ანაკლიის პორტის პროექტის შესაძლო ჩავარდნას გამორიცხავს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავი2–ის გადაცემა “არჩევანის“ ეთერში თიბისი ბანკსა და მის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს განხორცილების საფრთხე არ ემუქრება.„ეს არის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტი, ანუ, აქაც შევდივართ რაღაც აბსურდში – ხელისუფლებას აბრალებენ იმის დაბლოკვას, რასთან დაკავშირებითაც თვითონ მიიღო გადაწყვეტილება… ეს გადაწყვეტილება არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში,“ – ამბობს კობახიძე.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ანაკლიის პორტის პროექტი გაწერილია და მისთვის მამუკა ხაზარაძის კრიტიკა მიუღებელია.კობახიძე აანონსებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში გაეცნობა.„ამასთან დაკავშირებით, თუ რა ვალდებულება როგორ შესრულდა სახელმწიფოს და კერძო სუბიექტის მხრიდან ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, შესაბამისი კომერციულ ორგანიზაციის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას,“ – აღნიშნა კობახიძემ.ის ამბობს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რომ პორტი აშენდეს, ხოლო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ინტერესში შედის პროექტის დაბლოკვა, სპეკულაციას წარმოადგენს. -
ავადმყოფობა თუ ივანიშვილის მოთხოვნა. რატომ არ მივიდა სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში
12 მარტს საღამოს საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. იქ იმყოფებოდა პრაქტიკულად მთელი ხელისუფლება პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის ჩათვლით. რუსეთაველის თეატრში მივიდა ბიძინა ივანიშვილიც. ელოდებოდნენ პრეზიდენტსაც, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საღამოზე არ მივიდა.მედია პრეზიდენტის არყოფნის მიზეზით დაინტერესდა.„საქართველოს პრეზიდენტი ამ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. გათვალისწინებული იყო მისი საქმიანი კალენდრის მიხედვით, თუმცა, ბოლო მომენტში ის გახდა შეუძლოდ. გასვლის წინ გახდა შეუძლოდ და იმის გამო, რომ მას აქვს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, მან შემდეგ უკვე თავი შეიკავა რუსთაველის თეატრში წასვლისგან,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
თუმცა რუსთავი2 –ის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე არ მისვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში“ შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვა. გაბუნიას ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მისულიყო და პრეზიდენტის სტუმრობაც ამის გამო გაუქმდა. წამყვანის ინფორმაციით ივანიშვილს არ სურს სადაც თვითონ არის იქ სალომე ზურაბიშვილიც იხილოს.პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პროტოკოლის სრული დაცვით იყო მიწვეული და ბოლო წუთამდე დადასტურებული ქონდა მისვლა, თუმცა მისი ვიზიტი ბოლო წუთებში გაუქმდა. პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, როგორც ეს პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა. -
უმსხვილესი კორუფციული სკანდალი კალიფორნიის უნივერსიტეტებში
12 მარტს ბოსტონში გამართული პრესკონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა კალიფორნიის შტატის წამყვანი უნივერსიტეტების კორუფციული სქემა გახსნა. საუბარია უნივერსიტეტებში სპორტსმენების ჩარიცხვის საქმეზე, მათი აკადემიური თუ სპორტული უნარების და შესაძლებლობების მიუხედავად.შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სკანდალია, რომელიც კოლეჯებში სტუდენტების ქრთამით მიღებას ეხება. “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი უკვე 50 ადამიანს წაუყენეს.ბრალდებულებს შორის ცნობილი სახეებიც არიან. სკანდალში გახვეულია ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი, მსახიობი ქალები – ფელისიტი ჰაფმანი და ლორი ლაფლინი. ბრალდებულთა სიაში მოხვდნენ უნივერსიტეტების თანამშრომლები, მწვრთნელები, გავლენიანი ბიზნეს ლიდერები, მოდის დიზაინერები, თუ ადვოკატები.ბოსტონში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა თქვა, რომ საუბარია მილიონობით დოლარის ოდენობის ქრთამზე, რომელსაც უმაღლესი განათლების დაწესებულებაში მომუშავე ადამიანები სპორტსმენი სტუდენტების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის საფასურად იღებდნენ. ესაა კალიფორნიის რამდენიმე წამყვანი სასწავლებელი: სტენფორდის, იელის და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტები. -
კობახიძე უარყოფს, რომ უმრავლესობის სხდომაზე ბესელიას ბოდიში მოუხადა
“არ მომხდარა ასეთი რამ, ესაც არის სიცრუე,” – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით ჭიჭინაძის განცხადებას, თითქოს, მან მმართველი გუნდის ერთ-ერთ შეხვედრაზე ბოდიში მოუხადა ეკა ბესელიას.
გადაცემა “არჩევანში“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელზეც საუბრობს ჭიჭინაძე, იყო მწვავე დისკუსია, სადაც ეკა ბესელიამ თქვა, რომ ის იტყოდა ყველაფერზე სიმართლეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ისეთ სიმართლეს იტყოდა, რომ ეკა ბესელიას საუბრის სურვილი აღარ ექნებოდა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას ბოდიში არ მოუხდია და დავით ჭიჭინაძე ცრუობს.
„იქ იყო მწვავე დისკუსია. ის იყო საუბარი. მე არ მახსოვს, რა ტერმინი იყო გამოყენებული. ქალბატონმა ეკამ თქვა, რომ იტყოდა ყველანაირ სიმართლეს და მე ვუთხარი, რომ ისეთ სიმართლეს ვიტყოდი, რომ მას აღარ ექნებოდა საერთოდ საუბრის სურვილი. ეს ვთქვი მე. არასწორია, რომ შიდა პარტიული საუბრები გამოიტანო გარეთ. არ მომხდარა ასეთი რამ. ესაც არის სიცრუე. იყო იუმორში გადატანილი საუბარი და ეს გამოიყენა საბაბად ჭიჭინაძემ, თითქოს, მე მოვიხადე ბოდიში. არადა, საერთოდ სხვა რამე ხდებ
-
სალომე ზურაბიშვილი შეუძლოდ გახდა
დღეს საღამოს, რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. “გასვლის წინ შეუძლოდ გახდა” – პრეზიდენტის პრესსპიკერი მიღებაზე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზს განმარტავს
მიღებაზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზები პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტა.
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ზურაბიშვილი ღონისძიებაზე მისვლას გეგმავდა, თუმცა, ის სახლიდან გასვლის წინ შეუძლოდ გახდა.“ იმის გამო, რომ მას აქვს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, მან შემდეგ უკვე თავი შეიკავა რუსთაველის თეატრში წასვლისგან,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი, პარლამენტარები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც.
-
გალში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.“ –ნათქვამია სუსის განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით მნიშვნელოვანია დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები, რასაც კვარაცხელიას სიკვდილი მოჰყვა.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები, რასაც კვარაცხელიას სიკვდილი მოჰყვა.
მინისტრის ინფორმაციით საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება. შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ იგეგმება გამოძიების დაწყებაც.
-
ივანიშვილმა რუსთაველის თეატრში ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა
ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრში დაგეგმილ ღონისძიებაზე მივიდა, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მედიას აინტერესებდა, რატომ ტოვებდა პოსტს და რატომ აღარ გადადგა თეა წულუკიანი, რას ფიქრობს თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ აღძრულ ფულის გათეთრების საქმეზე და ანაკლიის პორტზე – თუმცა ივანიშვილმა კითხვებს არ უპასუხა. რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დღეს დილიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
-
ბაგრატიონთა დავა-დავით ბაგრატიონის ადვოკატის თქმით ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა
არსებობის 16 საუკუნის განმავლობაში ბაგრატოვანთა დინასტიის შიდა საგვარეულო დავა პირველად განიხილება სასამართლოში. სასამართლოში ნაცვლად ნივთმტკიცებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა ახლა მატიანეს ფურცლებს აანალიზებენ და ცდილობენ გაარკვიონ ვის ეკუთვნის სამეფო ტახტი.
სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დღეს ისტორიკოსებისგან ბაგრატოვნათა დინასტიის წარმომავლობის შესახებ შემონახულ ცნობებს ისმენდა. დღევანდელ პროცესზე ისტორიკოსის სტატუსით დაიკითხნენ გიორგი ოთხმეზური და გიორგი ბიჭიკაშვილი.
გიორგი ოთხმეზურმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი მოსაზრება და სასამართლოს განუცხადა, რომ საქართველოს მონარქიული მმართველობის შემთხვევაში სამეფო ოჯახი სწორედ ბაგრატიონ-გრუზინსკები იქნებოდნენ. იმავეს ამტკიცებს ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი. მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს დღეს ამის დასტურად ისტორიული დოკუმენტები წარუდგინეს.
როგორც ცნობილია, დედოფალი ანა ბაგრატიონი ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის მათი სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებისთვის უჩივის.
დავით ბაგრატიონის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გასარკვევი არ არის, ისტორიული წყაროების მიხედვით, ვის ეკუთვნის სამეფო გვარის მემკვიდრეობა. თუმცა, ადვოკატის თქმით, რაზეც სასამართლო რეალურად დავობს, მარტივი საქმეა.
„მთელი დღე სასამართლომ დაკარგა დრო იმაში, რომ გაერკვია, ვინ არის საქართველოს მეფე. შეგახსენებთ, საქართველო არის რესპუბლიკა და საქართველო ოფიციალურად არ აღიარებს არისტოკრატიულ ტიტულებს. სასამართლო არის შესული ჩიხში და დაადგა იმ გზას, რომელიც მისი საქმე არ არის, კერძოდ, ისტორიულ კვლევა ძიებას. არადა, საქმე არის ძალიან მარტივი – ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს ედავება, რომ შენ ჩემი სახელით უნებართვოდ ისარგებლეო. კეთილი ინებოს და დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ, როდის, სად, რა ვითარებაში გამოიყენა ჩემმა მარწმუნებელმა მათი სახელი. მათი სახელი კანონის საფუძველზე არის სახელი და გვარი,“ – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.
მისივე თქმით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა.
„ქრონიკის“ კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დე-ენ-ემ კვლევა, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაუტარდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი. “ახლა წავიდნენ და სადაც უნდათ იქ მიჩივლონ”, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.
მომდევნო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა.