Blog
-
საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ – ირაკლი კობახიძე
შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო ნაბიჯებზე საუბრობდნენ. ირაკლი კობახიძემ ჩატარებული არჩევნები ნეგატიურად შეაფასა და მიზეზებზეც ისაუბრა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი.პარლამენტის თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნების ცუდად ჩატარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არასამთავრობოები დაასახელა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისინი. მისი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძალიან სუსტია. კობახიძემ კონკრეტული ორგანიზაციებიც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ნეგატიურ კამპანიაში მონაწილეობდნენ და თავადვე ახდენდნენ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. ასევე ამ კამპანიის მონაწილედ დაასახელა ტელეკომპანია რუსთავი2 . -
დენის დარტყმის შედეგად ჰოსპიტალიზებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა
8 წლის ბავშვი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად 11 მარტს სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ფოთში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში მოხდა, სადაც მაღალი ძაბვა გადის. ბავშვი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ კი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე თბილისში დამწვრობის ცენტრში, სადაც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იყო. ბავშვს სხეულის 70%–ის დამწვრობა ჰქონდა. კლინიკის ინფორმაციით ექიმების მცდელობის მიუხედავად ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. -
ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქებას 47 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, ქალაქ იანჩენგში ქიმიურ ქარხანა აფეთქდა. დარუპულია 47 ადამიანი, სეისმოლოგიურმა სამსახურმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.საავადმყოფოებში 640 დაშავებული გადაიყვანეს. 90 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. სამაშველო ოპერაცია შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქების ტალღამ ახლოს მდებარე შენობებიც დააზიანა. ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი ამჟამად უკვე ლოკალიზებულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით ქარხანა, ძირითადად ქიმიურ ნედლეულსა და ქიმიკატებს აწარმოებდა.
-
ბათუმში ორი მაღაზია გაქურდეს
ბათუმში ცენტრალურ პარკთან სათამაშოების 2 მაღაზია გაქურდეს. ერთ-ერთი მაღაზიიდან წაღებულია თანხა 600 ლარის ოდენობით.
მაღაზიის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ ქურდობა სავარაუდოდ არასრულწლოვანმა ჩაიდინა.
რაც შეეხება მეორე მაღაზია “პეპელას” უცნობია, რა არის წაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე.
-
კრიმინალური ცნობიერების დაბრუნება ხელისუფლების კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალია – გოცირიძე
პალამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში კრიმინიგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მამუკა ბახტაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად იმართება.
ვიდრე პრემიერ-მინისტრი მოხსენებას წარადგენდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა, სხდომაზე კამათი გამოიწვია იმ რეგლამენტმა და მცირე დრომ, რომელიც დეპუტატებმა პრეიერისთვის შეკითხვის დასმისას უნდა გამოიყენონ. მცირე დროსთან დაკავშირებით, პრეტენზიები გამოთქვეს არა მარტო ოპოზიციის, არამედგ უმრავლსეობის წევრებმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც. რის შემდეგაც პრემიერის ინტერპელაციის წესით მიმწვევმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება შეაფასა. რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც კრიმინალური ცნობიერება ბრუდება, ეს არის ხელისუფლებაში გამაფებული კრიმინოგენური შეგნების და ქმედების ბრალი.
-
“სასამართლო სისტემა კოლაფსის წინაშეა“–ნინო გვენეტაძის თანაშემწის წერილი ივანიშვილს
უზენაესის სასამართლოს ყოფილი თავმჯომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილს უგზავნის და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს. კახა წიქარიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძე მარტო აღამოჩნდა და ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, მას შეეშინდა ზეწოლის და ე.წ. მოსამართლეთა კლანთან თანამშრომლობა დაიწყო.
„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
დღეს კი ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა და ტექსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა:
“ბატონო ბიძინა, ქართული სასამართლო სისტემა კოლაფსის წინაშე იმყოფება. ალბათ მოგეხსენებათ რომ სასამართლო სისტემა არ არის შენობები, დარბაზები და კომპიუტერები და სხვა აღჭურვილობა. სასამართლო სისტემა არის იქ არსებული ადამიანები, მათი ღირებულებები, მათი ქცევები და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.
რატომ უნდა ენდოს ხალხი მოსამართლეებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი აქვთ მილიონი ცუდი საქმე, მაშინ, როდესაც ამ მილიონი ცუდი საქმის ორგანიზატორი დღესაც მართავს სასამართლო სისტემას და მისთვის არა თუ საყვედური არავის უთქვამს, პირიქით, ცოტა ხნის წინ ის ოფიციალურად იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.
რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს როცა გირგვლიანის საქმის მოსამართლე თავს მოსამართლეების ლიდერად ასაღებს და მათი სახელით საუბრობს; და რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს, როცა მეამბოხე მოსამართლედ წოდებულმა ნინო გვენეტაძემ ჯერ შეწყვიტა სასამართლოში მმართველ ჯგუფთან დაპირისპირება და შემდეგ ჩუმად გაქრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან.
მოსამართლეთა კორპუსის ღირებულებითი სისტემა დეგრადირებულია. აბა წარმოიდგინეთ რა მოუვა საქართველოს და ქართველი ხალხის ღირებულებებს და საქართველოს დამოუკიდებლობას, შაჰ აბასის ძეგლი რომ დავდგათ სააკაძის მოედანზე.
ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა უკვე დეგრადირებული სისტემა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სასამართლოს გაჯანსაღება, მის სათავეში მოექცა იგივე ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევდა მილიონ ცუდ საქმეს. როგორ გინდათ საზოგადოება დაარწმუნოთ იმაში, რომ ისინი დღეს მილიონი კარგი საქმის ორგანიზებით არიან დაკავებული.
მე გთავაზობთ გამოსავალს, შეიქმნას ფართო ჯგუფი ხელისუფლების და საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებული ვითარებას და იმსჯელებს გამოსავლის გზებზე.
ასევე გთავაზობთ შეხვედრას, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ ფორმატში ჩემი მეგობრების – ყოფილი მოსამართლეების და ადვოკატების ჯგუფთან ერთად, რათა უფრო დეტალურად აგიხსნათ სასამართლოში არსებული ვითარება და ის საფრთხე, რის წინაშეც სასამართლო იმყოფება. “
პატივისცემით,
კახა წიქარიშვილი -
თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა. „თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუსა“ და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მიროში“ აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება“- აცხადებენ სურსატის ეროვნულ სააგანეტოში.აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში – შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში“ დარღვევები არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
ხანძარი კოსტავას ქუჩაზე
კოსტავას 12 ნომერში სასტუმრო “გუცას” შენობა იწვის. ამ წუთებში შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ალი შენობის სახურავიდან ამოდის.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძრის გამო კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია.
-
შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა და შანტაჟი–ფადი ასლის ღია წერილი
საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. სავაჭრო პალატის პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა გახდა ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის უვადოდ გადადების მიზეზი.
პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი ღია წერილში ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესის მიმართ, ის მსოფლიო მასშტაბით ოფიციალურად გააფრთხილებს ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტს.
„თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის, “თიბისის”, მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, თუ ჩვენს წევრს, “ომეგა ჯგუფს” არ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ისყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ.
ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ივანიშვილი საბოლოოდ გააცნობიერებს იმ ვითარების სერიოზულობას, რომელშიც ჩააყენა ქვეყანა. იმოქმედებს საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა ბოლო მოეღოს ზეწოლას ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც თავს ესხმის და უპირობოდ გაუღებს კარს უცხოურ ინვესტიციებსა და ყველა ქართულ ბიზნესს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
-
საქართველოს 8 მოქალაქე ავსტრიაში არ შეუშვეს
საქართველოს 8 მოქალაქე უკვე ოთხი დღეა ვენის აეროპორტში რჩება . მათ ავსტრიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. საქართველოში მათი დეპორტაცია შაბათს მოხდება, მანამდე კი აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალურ იზოლირებულ ზონაში რჩებიან.
საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში ქონდათ და გაუგებარია რატომ არ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ საქართველოს კონსულს ჰქონდა კონტაქტი ავსტრიულ მხარესთან, რომლის ინფორმაციითაც საეჭვო სწორედ მათი დოკუმენტები გახდა, რის გამოც ქვეყანაში არ შეუშვეს.