Blog

  • ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მინისტრის სახლის გაქურდვის ახალი დეტალები

    ეკონომიკის მინისტრის ფეშენებელური სახლი გაქურდეს. დამნაშავეებმა წყნეთში უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილ სახლში, უკანა კარიდან შეაღწიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გიორგი ქობულიას კერძო საკუთრებიდან ძვირფასი ნივთებია წაღებული. რა მოიპარეს ზუსტად, არავინ იცის.დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, ახლადგარემონტებული ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს.

    იმ ღამეს თავდასხმების ობიექტი ერთდროულად რამდენიმე ოჯახი გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავეებმა ისე იმუშავეს, რომ პოლიცია მათ კვალზე ამ დრომდე ვერ გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ჯიხური დგას.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მინისტრის სახლი არ გაუქურდავთ, მას შემდეგ კი, რაც ფაქტი ადგილობრივებმა დაადასტურეს, ადგილზე საპატრულო პოლიციაც მუშაობდა, სამინისტრომ ვერსია შეცვალა. უწყებაში განმარტეს, რომ ოფიციალური გამოძახება არ შესულა.

    სამართალდამცველები წყნეთში, გოგებაშვილის 20 ნომერში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის გაქურდულ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს, გიორგი ქობულიამ დამლაგებელი გამოიძახა.

    ეკონომიკის მინისტრმა დღეს არ უარყო, რომ მისი სახლი გაქურდეს, თუმცა კრიმინალების თავდასხმა, გიორგი ქობულიას შეფასებით, პირადი საკითხია და ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შემდეგ გიორგი ქობულია „ქართული ოცნების“ მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც კრიმინოგენული ვითარების მსხვერპლი გახდა.

    გიორგი ქობულია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მინისტრია. 275 კვადრატული მეტრი სახლი წყნეთში, რომელიც დამნაშავეების სამიზნე გახდა, 1000 კვადრტულ მეტრ მიწაზეა აშენებული. ამის გარდა, გიორგი ქობულიას საკუთრებაა სახლი ბეთანიაში და 370 კვადრატული საცხოვრებელი ბინები ფალიაშვილის ქუჩაზე.თბილისთან ერთად ქობულია ფლობს უძრავ ქონებას მოსკოვში და ავტომობილ “პორშე პანამერას”, რომელშიც, 400 ათასი ლარი გადაიხადა.

  • “რუსეთი უნდა გაეთრიოს” – ტრამპი რეპორტიორებს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს,  ჯარები ვენესუელიდან გაიყვანოს.

    “რუსეთი უნდა გაეთრიოს”, — ასე უპასუხა რეპორტიორებს ტრამპმა მას შემდეგ რაც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ცოლს, ფაბიანა როზალესს შეხვდა. რამდენიმე დღისწინ ვენესუელის დედაქალაქთან ახლოს ორი რუსული სამხედრო ხომალდი დაეშვა რომელსაც თან 100 ჯარისკაცი ახლდა. აშშ-ს ხელისუფლების აცხადებს რომ ჯარისკაცებს შორის სპეციალური ძალების წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც არიან.
    “ვნახოთ. ყველა ვარიანტი ხელმისაწვდომია”- ასე უპასუხა კითხვაზე,  ტრამპმა როდესაც ჰკითხეს თუ როგორ აიძულებს ის რუსეთის ძალებს, ვენესუელა დატოვონ.ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა როზალესთან შეხვედრისას მხარი დაუჭირეს  ხუან გუაიდოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.მისი პოზიციით, — რომელსაც აშშ და სხვა მრავალი ქვეყანა იზიარებს (რუსეთის, თურქეთის, ჩინეთის გარდა )— არჩევნები, რომლითაც ნიკოლას მადურომ პრეზიდენტობა შეინარჩუნა, არალეგიტიმური იყო..

    “ჩვენ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ვენესუელაში არასასურველ პროვოკაციას ვთვლით,  რუსეთს მოვუწოდებთ რომ შეწყვიტოს მადუროს რეჟიმის ყველანაირი მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს.”- განაცხადა მაიკ პენსმა

  • მონიკა ბელუჩი ბოიფრენდთან ერთად სეირნობისას. პაპარაცების ფოტოები

    მონიკა ბელუჩიმ და მისმა შეყვარებულმა, ნიკოლას ლეფევრმა შაბათ–კვირას ვრესალში რომანტიული პაემანი მოიწყვეს. პაპარაცებმა შეყვარებულები პარკში გადაიღეს, სადაც ისინი გრძნობებს არ მალავდნენ. მსახიობს საყვარელი შავი შარვალი, შავი ხავერდის პიჯაკი და კოპლებიანი პერანგი ეცვა. ვარსკვლავის ბოიფრენდი არტ–გალერეის მფლობელი ნიკლას ლეფევრია. მისი ჩაცმულობა ამ დღეს უფრო თავისუფალი სტილის იყო, ვიდრე ბელუჩის.
    შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2017 წელს გაიცნო, თუმცა ბოლო დრომდე ურიერთობებს მალავდნენ. მხოლოდ ცოტა ხნის წინ განაცხადა ერთ–ერთ ინტერვიუში მონიკა ბელუჩიმ, რომ ახალ ბოიფრენდთან ბედნიერია და საკუთარი არჩევანით კმაყოფილია.

    ერთად ისინი პირველად საჯაროდ მარტის დასაწყისში, შანელის ჩვენებაზე გამოჩნდნენ, რომელზეც კარლ ლაგერფილდის ბოლო კოლექციია გამოიტანეს. წყვილი პრესას ერიდება და გრძნობების აფიშირებას საჯაროდ არ ახდენს. თუმცა შანელის ჩვენებაზე ხელიხელ ჩაკიდებულები მივიდნენ.

  • ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

    გორის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

    ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო დარბაზში პროკურორის და მოსამართლის მხრიდან დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

    ,,გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, ბრალდებულ შმაგი დოლიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილ იქნა ჩვენი შუამდგომლობა და შმაგი დოლიძეს შეფარდებული აქვს პატიმრობა”, -განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა. 

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავის მეუღლეს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა.  33 წლის ქალს 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პაციენტს რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნო აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

  • ამერიკულ სამშობიაროში 9 მედდა ერთდროულად დაფეხმძიმდა

    აშშ–ში, მენის შტატის ქალაქ პორტლენდის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ერთდროულად 9 თანამშრომელი დეკრეტული შვებულებისთვის ემზადება. ხელმძღვანელობას რთული პერიოდი აქვს. ისინი გამალებით ეძებენ ცხრა მედდის შემცვლელებს, რომლებიც პრაქტიკულად ერთდროულად გადიან დეკრეტულ შვებულებაში. თუმცა სიტუაცია იმდენად არაორდინარული და სახალისოა, რომ ხელმძღვანელობა მას იუმორით და გაგებით ეკიდება. კლინიკის ვებგვერდზე ფოტოსესია გამოაქვეყნეს, რომელზეც ფეხმძიმე კოლეგები არიან გამოსახული.

    ერთ ფოტოზე ცხრავე ფეხმძიმეა გადაღებული, მეორეზე მხოლოდ რვის გადაღება მოახერხეს. ყველა მედდა სამშობიარო განყოფილებაში მუშაობს. ყველა ბავშვი აპრილიდან–ივლისამდე პერიოდში დაიბადება. ზოგისთვის ეს მეორე მშობიარობაა, ზოგისთვის მესამე და მეოთხე. ზოგი კი დედა პირველად ხდება. თუმცა სამსახურის წყალობით ბავშვის მოვლაში კარგი გამოცდილება აქვთ და დედობისთვის მზად არიან.

    პირველმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ თანამშრომლებს ერინ გრენიემ აცნობა. შემდეგ კი ინფორმაცია მისმა კოლეგებმა, რეიჩელ სტელმახმა, ბრიტნი ვერვილმა და ლონი სოუსმაც გაამხილეს. “მეოთხე თანამშრომელმაც რომ გვაცნობა ფეხმძიმობის შესახებ, უკვე დავფიქრდით, ჩვენთან ჰაერი რამე განსაკუთრებულ ნივთიერებას ხომ არ შეიცავს. დაიწყო ფეხმძიმობის ტრენდი“ –ხუმრობს გრენიე. ამის შემდეგ უკვე ამანდა სპირმა, სამანტა ჯილიომ, ნიკოლ გოლდბერგმა, ნიკოლ ბარნსმა და ჰოლი სელბიმაც განაცხადეს, რომ ფეხმძიმედ იყვნენ.

    “როცა რომელიმე თანამშრომლები ამბობს – “ფეხმძიმედ ვარ“– უკვე სიცილით ვკვდებით“ – ამბობენ კლინიკის თანამშრომლები.მომავალი დედები ამბობენ, რომ თანამშრომლების მხრიდან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ქალები მოუთმენლად ელიან მორიგ ფოტოსესიას, ოღონდ უკვე თავისი პატარებით ხელში.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტი რუსეთს, საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

    ნატოს სამხედრო კომიტეტი რუსეთს, საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

    სასტუმრო “ბილტმორში” ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას გაიმართა. შეხვედრას  კომიტეტის თავმჯდომარე ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უძღვებოდნენ.

    “ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან”-  ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ,  სერ სტიუარტ პიჩმა სხდომაზე სიტყვით  გამოსვლისას განაცხადა.

    “ნატო, როგორც ალიანსი, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც. ალიანსი ისევ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები.

    ნატო მიესალმება საქართველოს მცდელობებს, რომ მოძებნოს კრიზისის გადაჭრის მშვიდობიანი გზები და მიესალმება საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის მისამართით ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა სერ სტიუარტ პიჩმა.

    ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ნატოს  ღირსეული პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ალიანსის  საერთაშორისო მისიების შესრულებაში.

    “თქვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ნატოსთან ერთად, უკვე მრავალი წელია. ფაქტობრივად, საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”. ისინი ვინც ავღანეთში ყოფილან, იციან თუ რამხელა პატივს სცემენ ქართველ სამხედროებს თავიანთი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების გამო”, – განაცხადა  ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა.

    ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში  დასრულდება. 

    მრავალეროვანი, ბრიგადის დონის სამხედრო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო კომიტეტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა და მისი ძირითადი ფუნქციაა შეიმუშაოს რეკომენდაციები ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის – ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფისთვის.

  • ტაქსის მძღოლების პროტესტი და დაპირისპირება რუსთაველზე(ვიდეო)

    ხმაური იყო დღეს პარლამენტის შენობასთან, სადაც ტაქსის მძღოლები თბილისის მერიის მიერ ტაქსებზე რეგულაციების დაწესებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მძღოლებმა და აქციაზე მისულმა პოლიტიკოსებმა, შალვა ნათელაშვილმა და მისი პარტიის წევრებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თბილისის მთავარი გამზირი მას შემდეგ გაიხსნა, რაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ერთი ტაქსის მძღოლი კი შეუძლოდაც გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
    აქციის მონაწილეების პროტესტის მთავარი მიზეზი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ის რეგულაციაა, რომლის მიხედვითაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულება აქვთ. ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის ახალ რეგულაციებზე გადასვლა დამატებით ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.აქციის მონაწილეები ტაქსებზე დაწესებული რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულების გადავადებაც.
  • გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ტაქსისტს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებული ტაქსისტი დამნაშავედ ცნო.

    „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დ.ც.-ს, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ქ.თბილისში, დაახლოებით 03:30 საათზე, მგზავრი – გ.ლ. გადაჰყავდა. დ.ც.-მ ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით გ.ლ. გააუპატიურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი დ.ც.-მ დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანიდან თავისი ხელჩანთის აღებას ცდილობდა, სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც გ.ლ. წაიქცა და ბორდიურს თავი დაარტყა. დ.ც.-მ კი ავტომანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა და გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით წაიღო.

    სამართალდამცველებმა დ.ც. 2018 წლის 31 ივლისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, “- ნათქვამია პროკურატურის  განცხადებაში.

  • რუსთაველის აქციაზე დაშავებული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

    დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 62 წლის მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.

    შეგახსენებთ რომ ტაქსის მძღოლები აქციაზე იმ რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა დედაქალაქის ტაქსის ახალი რეფორმის ფარგლებში წარადგინა. ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებს.

    A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მხოლოდ თეთრი ავტომობილის ყოლის უფლება ექნება. ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის ახალ რეგულაციებზე გადასვლა დამატებით ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

  • ახალგაზრდა, რომელმაც თავის მოკვლა დააანონსა პოლიციამ სახურავიდან ჩამოიყვანა

    ლუკა ფეიქრიშვილი ავლაბრის მეტროსთან ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან  ჩამოიყვანეს.  ლუკა ფეიქრიშვილმა ერთი საათის წინ  საკუთარ ფეისბუქზე  განცხადება ფეისბუქ ლაივით გაავრცელა სადააც თქვა რომ თუ პოლიცია მის დევნას არ შეწყვეტდა თავს მოიკლავდა.  ფეიქრიშივლი ასევე გიორგი გახარიას ადგილზე მისვლას სთხოვდა. 

    ცოტახნისწინ  ფეიქრიშვილი პოლიციას  სახურავიდან ჩამოსვლაზე დასთანხმდა. როგორც თვითონ ამბობს საპატრულო  პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ უთხრა რომ მას აღარავინ აღარ შეეხებოდა. 

    ლუკა ფეიქრიშვილმა იგივე მოთხოვნით გასულ წელს კუს ტბაზეც სცადა თვითმკვლელობა.