Blog

  • ბათუმში „ბიბლუსის“ მაღაზია გაქურდეს

    ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზია “ბიბლუსი” გაქურდეს. სალაროდან  გატანილია თანხა,  რომლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც არასრულწლოვანია. 

    გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

    „კარს მინა ჰქონდა გატეხილი და სალაროში ჩვენ თანხა გვქონდა დატოვებული და დაგვხვდა ცარიელი. სხვა რამე არ აუღიათ. ზუსტად ათი წამის განმავლობაში ახდენს გატეხვას, უჯრის გაღებას და გავლას,“- აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

  • როგორ სეირნობს ჯენიფერ ლოპესი ნიუ იორკის ქუჩებში

    ჯენიფერ ლოპესი ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარია, სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს და იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. ის ხშირად ჩნდება სპორტულ ფორმაში არა მხოლოდ სპორტარბაში, არამედ სხვა ადგილებშიც. ამ დღეებში ის ნიუ–იორკის ერთ–ერთ ქუჩაში მოსეირნე შენიშნეს. ნაიკის ფირმის შავი ბოტასი, მკაფიო ცისფერი სპორტული შარვალი და ტოპი მსახიობის და მომღერლის ბოლოდროინდელ იმიჯს ზუსტად შეეფერება. როგორც იცით, ჯენიფერ ლოპესი ცოტა ხნის წინ დაინიშნა და ქორწილისთვის ემზადება. ვარაუდობენ, რომ ეს ქორწილი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იქნება.

  • მოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ

    საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბიზნესს მფარველობენ- ბიზნესის მფარველობა და თანამდებობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება – „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ კვლევას აქვეყნებს. 

    კითხვაზე, “თქვენი აზრით, არსებობენ თუ არა მაღალ თანამდებობაზე ისეთი პირები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს?” გამოკითხულ პირთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

    დიახ – 59%;

    არა – 14%;

    არ ვიცი- 28%.
    გამოკითხულთა 69 %  ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის იყენებენ.

  • პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლონდონის მაღაზიაში შენიშნეს

    პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღე რჩება. სავარაუდოდ ბავშვი აპრილის შუა რიცხვებში გაჩნდება. შესაბამისად, წყვილს მოსამზადებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ამ დღეებში ცოლ–ქმარი ლონდონში, კენსინგტონის რაიონში ერთ–ერთ ბუტიკში შენიშნეს. მაღაზია Ilapothecary კანის მოვლის ორგანული საშუალებებით ვაჭრობს, ასევე მასაჟის და ენერგეტიკული გაწმენდის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.
    მეგანი და ჰარი თავისუფალ, სპორტულ სტილში იყვნენ ჩაცმული. მეგანს ჯინსზე და თეთრ მაისურზე ჰარის ქურთუკი ქონდა შემოცმული.
  • კახი კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს

    თბილისის მერმა დღევანდელი მთავრობის სხდომა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე საუბრით დაიწყო. კახი კალაძე ხაბეიშვილის იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  ერთ-ერთ სკვერში კორპუსის მშენებლობისთვის ხეები იჭრება.

    თბილისის მერმა  ხაბეიშვილი ირონიულად  მოიხსენია, როგორც მომავლის პოლიტიკოსი, შემდეგ კი თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს  გურამიშვილზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ განმარტების გაკეთება სთხოვა.

    “მომავლის პოლიტიკოსმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე, სკვერში თითქოს იჭრება ხეები, იმისთვის, რომ აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი. მომავლის თაობის პოლიტიკოსი იცით ხომ ვინ არის? იმან დაარქვა მომავლის თაობის პოლიტიკოსი, ჰოლანდიაში რომ არის. განმარტება რომ გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, რა ხდება? მეც მაინტერესებს”.

    მაია ბითაძემ  ხაბეიშვილის ბრალდებას სამარცხვინო უწოდა და განმარტა  რომ გურამიშვილის გამზირზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.

    “ბატონი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იმყოფებოდა სკვერში და მიუთითებდა იმაზე, რომ სკვერში უნდა აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი, რაზეც ასევე სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდეა გაზრდილი მოცულობა და იჭრება ხეები, ვფიქრობ, არის ნამდვილად სირცხვილი.

    კადრებში ასახული იყო სანიტარული ჭრები, რომელსაც აქტიურად ახორციელებს მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ”, – განაცხადა თბილისის  მერის მოადგილემ.

  • მარტვილში მამათა მონასტერი იწვის

    მარტვილში მამათა მონასტერი იწვის. სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მონასტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.დამწვარია 200კვ.მ ფართი, ცეცხლი კელიაში გაჩნდა. სავარაუდოდ, სანთლიდან ხის კედელს გადაედო.

  • ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხარვეზით მიმდინარეობს, გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

    გავრცელდა ინფორმაცია რომ  ერთიანი ეროვნული  გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხარვეზით მიმდინარეობს, კერძოდ აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდაზე რეგისტრაციის დროს  დასტურს ელექტრონულ მისამართზე დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებს. 

    ამის გამო გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს გამოსავალს სთავაზობს.

    “იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრაციის გავლის მსურველთა რაოდენობა, აბიტურიენტთა ნაწილი ელექტრონულ მისამართზე დასტურს დაგვიანებით იღებს. ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის ინფორმაცია (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ქალაქი და არჩეული პროგრამები) სარეგისტაციო გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელია.”- ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

  • ”უკვე ორი წელია მისი ფანი ვარ, ის ჩემი მემკვიდრეა” – პელე კილიან მბაპეზე

    ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ახალგაზრდა ფრანგ თავდამსხმელზე კილიან მბაპეზე ისაუბრა:

    ,,მბაპე ჩემი მემკვიდრეა? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! იცით, რომ ამ ფეხბურთელს ვგულშემატკივრობ. დიდი მოთამაშეები მოსწონს ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. მე უკვე ორი წელია მისი ფანი ვარ. ვუსურვებ მას ისეთივე წარმატებებს, როგორსაც მე მივაღწიე.

    რატომ გვადარებს ხალხი ერთმანეთს? ის ჩემსავით მშვენიერია… თუ სერიოზული პასუხი გაინტერესებთ, ეს მისი თამაშიდან გამომდინარეობს. მეც მცირე ასაკში დავიწყე, მეც მასსავით ხშირად ვიყენებდი დრიბლინგს, სწორედ ამიტომ მბაპე პელეს ჰგავს. მე ბედნიერი ვარ, ეს დიდი პატივია.

    მისი თამაშისა და შედეგების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კილიანი ,,ოქროს ბურთს” იმსახურებს. იმედია, ის ოდესმე ამ ჯილდოს მიიღებს. მბაპე ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.” – პელეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

  • მსახიობი ვიკა კალანდია Netflix-ის სერიალში ითამაშებს

    მსახიობი ვიკა კალანდია Netflix-ის ახალ სერიალში ითამაშებს.ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ. როგორც ცნობილი გახდა, ვიკა ეპიზოდურ როლს იმ სერიალში შეასრულებს, რომელსაც პიტერ ვებერი იღებს.ვიკა კალანდია ტუნისში უკვე გადაღებებზე იმყოფება. მსახიობი დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჟღავნების უფლება ჯერჯერობით არ აქვს.