აშშ-ში 20-მა შტატი დონალდ ტრამპს სასამართლოში უივის. მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაა.ისინი მიიჩნევენ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობა უკანონოა. ფედერალური ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი დოლარი კედლის მშენებლობაზემოხმარებას აპროტესტებენ და სასამართლოს ინიციატივის დაბლოკვას სთხოვენ.პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის საოლქო სასამართლოში იმ დროს დარეგისტრირდა, როდესაც თავად დონალდ ტრამპმა მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში ტურნე დაიწყო.შეერთებული შტატების პრეზიდენტი მესაზღვრეებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიგრანტებს ვეღარ მიიღებს და თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონსაც გაამკაცრებს.დონალდ ტრამს საზღვართან მიგრანტები საპროტესტო აქციებით დახვდნენ.
Blog
-
ზურაბიშვილმა საელჩოებს მისი პორტრეტის დაკიდება დაავალა
ზურაბიშვილმა საელჩოებს მისი პორტრეტის დაკიდება დაავალა- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, სალომე ზურაბიშვილი ელჩების გემოვნებას არ ენდო და სასურველი ფოტო თავად აარჩია. პრეზიდენტის პორტრეტი ლურჯი პიჯაკით უკვე დაუგზავნეს დიპლომატებს. ამ ფაქტს მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
“ჩვენ არ მოგვითხოვია ფოტოსურათი და შესაბამისად, არ გვესმის მისი გამოგზავნის მიზეზი”, – აღნიშნულია წერილში.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, მას ახსენდება მონარქების სურათები რომელიც საელჩოებშია გამოფენილი.
“ჩვენი ელჩი ძალიან მწარედ დაიცინა ქალბატონი ზურაბიშვილის ახირების შედეგად”- აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
-
საბერძნეთში სამართალდამცველებმა მიგრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
საბერძნეთში მიგრანტების ნაკადის შეჩერებას შეტაკებები მოჰყვა.ათობით არალეგალმა საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა სცადა, რისი საშუალებაც მათ მესაზვრეებმა არ მისცეს და შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა მიგრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.მომხდარის გამო მიგრანტების ჯგუფმა ათენში საპროტესტო აქცია მოაწყო. მათ რკინიგზის სადგური გადაკეტეს და საბერძნეთის ხელისუფლებას საზღვრის გახსნა მოსთხოვეს, იმ მიზნით რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამგზავრება შეძლონ. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბალკანეთის ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან დევნილი ხალხი საბერძნეთში შექმნილ მიგრანტთა ბანაკებში ცხოვრობს.
-
ესპანეთში თოვლის გამო 50 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
უჩვეულო ამინდი ესპანეთში სამოსიერიის რეგიონს დაატყდა თავს, რასაც გზების ჩაკეტვა მოჰყვა.მთავარ მაგისტრალზე თოვლის გამო ჯაჭვური ავარია მოხდა და ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები საავადმყოფოეში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.ექიმების განცხადებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ჯაჭვური ავარიის გამო, ცენტრალური მაგისტრალი 5 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი.მეტეოროლოგების პროგნოზით, სამოსიერას რეგიონში აღარ მოთოვს, თუმცა, ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
-
პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს კითხავენ
პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს, ლევან ჩხეიძეს კითხავენ.ლევან ჩხეიძე მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში თავის დაცვის ქვეშ მყოფის მაგივრად დაიბარეს, რადგან დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა რამდენიმე დღის წინ ქვეყანა დატოვა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მის ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ლევან ჩხაიძის თქმით, ის ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, ხოლო მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან აქვს მიღებული, დაცულია და გამჟღავნების უფლება არა აქვს.
„პირველი აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ადვოკატის დაბარება საქმეზე მოწმედ, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ, რაიმე მტკიცებულებები ამოიღონ. მოგახსენებთ, რომ პირადად მე იმაზე, რასაც ქალბატონი ანა საუბრობდა, არაფრის შემსწრე, მომსწრე და მნახველი არ ვარ. ყველა ინფორმაცია, რაც ვიცი, ვიცი ჩემი მარწმუნებლისგან, ჩემი კლიენტისგან, ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისგან და ისიც, გადმომეცა ინფორმაცია, როგორც ადვოკატს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია დაცულია პრივილეგიით,“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
ლევან ჩხეიძის ადვოკატი, კახა წერეთელი, ამბობს, რომ გამომძიებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით.
„ეს უნდა იყოს საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან, ადვოკატი საქმეში არ არის ჩვეულებრივი რიგითი მოწმე, მას ინფორმაცია გააჩნია თავის დაცვის ქვეშ მყოფისგან. აქ არის ნდობის მაღალი სტანდარტი და კანონი იცავს ამ შემთხვევაში ადვოკატის მიერ მიღებულ ინფორმაციას გამჟღავნებისგან. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ რატომ მოხდა ჩემი კოლეგის ლევან ჩხეიძის დაბარება. ჩვენ, ბუნებრივია, შევალთ, შევხვდებით გამომძიებელს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენება მისცეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თუ არა,“ – განაცხადა კახა წერეთელმა.
-
“სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები..”-ბახტაძის დაპირებები ზუგდიდელებს
ზუგდიდი მერობის არჩევნების “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
ბახტაძის თქმით, ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2019 წელს 50 მილიონი ლარია გამოყოფილი და ამ თანხის ფარგლებში უამრავი პროექტი განხორციელდება.
„როგორც შარშან შეგპირდით, წელს ჩვენ ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მლნ ლარი. ამასთან ერთად, ზუგდიდში შენდება ახალი ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში,“
მამუკა ბახტაძემ განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ზუგდიდელებს ერთდროულად განათლების ყველა საფეხურის მშენებლობას და მოდერნიზაციას დაპირდა.
“ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო რაც უკავშირდება განათლებას”- განაცხადა ბახტაძემ
-
ირანში ძლიერი წყალდიდობის გამო რამდენიმე ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა
უკვე სამი კვირაა ირანი ძლიერ სტიქიას ებრძვის. ძლიერი წყალდიდობის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე ათეულ ქალაქს და სოფელს ცლიან. ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სამოცდაათს მიაღწია. 86 ათასი ადამიანი კი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. სტიქიას ირანი, თითქმის, სამი კვირაა, ებრძვის. ადგილობრივი ხელისუფლება მამაკაცებს სამაშველო ოპერაციებში ჩართვისკენ მოუწოდებს, რადგან სტიქიის მასშტაბების გამო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს და სამხედრო მოსამსახურეებს დახმარება სჭირდებათ. სტიქიას ირანი, თითქმის, სამი კვირაა ებძის.
-
აღმაშენებელზე ირანელმა და ქართველმა ერთმანეთი ცემეს
აღმაშენებლის გამზირზე ქართველებსა და არაბებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ფეისბუქზე თათა მურაჩაშვილი ავრცელებს. როგორც ის ამბობს პოლიციამ უკვე დააკავა ჩხუბში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და ირანის მოქალაქე.
-
“წინა ხელისუფლებამ სამეგრელო გაანაწყენა”-ირაკლი ღარიბაშვილი
ზუგდიდში “ქართულმა ოცნებამ” მერობის საარჩევნო კანდიდატი წარადგინა.საარჩევნო კამპანიის გახსნას მთავრობის წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.ღარიბაშვილს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დესტრუქციული ოპოზიცია მიაჩნია, მისი თქმით, მთავარი საფრთხე სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლებამ სამეგრელოს გაანაწყენა.
„შემდეგი პრობლემა, რაზეც მე მიმაჩნია, რომ უნდა გესაუბროთ, არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9- წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის ადამიანები, ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი. ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია. ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს არ დამავიწყდება თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.
ეს უნდა გვახსოვდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ, მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით, მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად დააჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალური, სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენისას.