Blog

  • რონალდუს საცოლემ ჟურნალისტებს მათი ურთიერთობების დეტალები გაუმხილა

    34 წლის კრიშტიანუ რონალდუ უკვე ოთხი წელია 25 წლის მოდელთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ცხოვრობს. ფეხბურთელის შეყვარებულმა ჟურნალ elle-ს იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მათი რომანის დასაწყისზე ისაუბრა.
    ჯორჯინა ყვება, რომ პირველად რონალდუ Gucci–ს ბუტიკში ნახა, სადაც კონსულტანტ–გამყიდველად მუშაობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ერთ–ერთ ღონისძიებაზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ჯორჯინა უკვე სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და სპორტსმენთან დალაპარაკება თავისუფლად შეეძლო. “ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“ – ამბობს მოდელი ინტერვიუში.
    ფეხბურთის ვარსკვლავის შეყვარებულს ძალიან უყვარს ოჯახთან დროის გატარება. ის ცდილობს ბავშვებს საუზმე თვითონ მოუმზადოს. საღამოებს კი კრიშტიანუსთან ერთად ტელევიზორთან ატარებს.
    “ჩემი სახლი იქ არის, სადაც ჩემი ოჯახია. ბედნიერი ვარ ჩემს შვილებთან და საყვარელ კაცთან ერთად. ჩვენი ოჯახი ტაძარია, რომელიც სიყვარულით აშენდა“ – ამბობს მოდელი.

    როლანდუს და ჯორჯიანა როდრიგესის რომანი 2015 წელს დაიწყო. შეყვარებულებს წლინახევრის საერთო შვილი, ალანა ყავთ. სულ ჯამში წყვილს ოთხი შვილი ყავს: ცხრა წლის კრიშტიანუ–უმცროსი, ასევე ტყუპები ევა და მატეო, რომლებსაც ზაფხულში სამი  წელი უსრულდებათ. სამი უფროსი შვილი ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა.
    რონალდუმ საყვარელ ქალს ხელი ცოტა ხნის წინ სთხოვა. თუმცა როდის შედგება მათი ქორწილი ჯერჯერობით უცნობია.
  • დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 7–მდე გაიზარდა

    დიღმის მასივის 4–ე კვარტალში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა  რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. შვიდივე დაშავებული სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. ერთი მათგანის –21 წლის მამაკაცის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა. მან აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო და დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს შორის არის 7 თვის ბავშვიც, თუმცა მისი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა.
    აფეთქება დღეს დიღმის მასივში ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე 12:20 საათზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მესამე სართულის ყველა ბინა დაანგრია, დაზიანდა ბინები სხვა სართულებზეც. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ეს ბინა ქირავდებოდა და აფეთქების მომენტისთვის ის დაკეტილი იყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აფეთქებამდე მათ გაზის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მისულა.
    ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე–მაშველები და კრიმინალისტები. კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. უახლოეს მომავალში ტერიტორიის გაწმენდა დაწყება, რის შემდეგაც ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

  • “ყაზტრანსგაზ თბილისი” დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

    დიღომში მომხდარ აფეტქებაზე “ყაზტრანსგაზი” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხაში დარღვევა გახდა.
    “სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა სადაც აალება, მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით გუშინ დატოვეს. “ყატრანსგაზ თბილისი” კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს.”– ნათქვამია ყაზტრანსგაზის განცხადებაში
  • დიღმის მასივში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

    დიღმის მასივის 4–ე კვარტალში  მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოთხი  ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აფეთქება ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მესამე სართულის ყველა ბინა დაანგრია, დაზიანდა ბინები სხვა სართულებზეც. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ეს ბინა რამდენიმე დღის წინ გაქირავდა. მოსახლეობა ამბობს, რომ აფეთქებამდე მათ გაზის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მისულა.
    ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე–მაშველები და კრიმინალისტები. კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
  • აფეთქება დიღმის მასივში. მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირია

    დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების სამსახური, თუმცა მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულია 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აფეთქება ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ გარდა მესამე სართულისა ზედა სართულების ბინებიც დააზიანა.
    დაუზუსტებელი ინფორმაციით ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო.

  • შარლიზ ტერონი ჩივის, რომ მამაკაცებს მისი ეშინიათ

    43 წლის შარლიზ ტერონმა გულახდილად ისაუბრა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ლას ვეგასში გამართულ კინოგამოფენაზე– CinemaCon.
    მსახიობი ამობობს, რომ უკვე ათი წელია სერიოზული ურთიერთობები არ ქონია. არადა მზად არის ახალი ნაცნობობისთვის და ურთიერთობებისთვის.
    “უკვე 10 წელია მარტო ვარ. არ ვხუმრობ. უბრალოდ ვიღაცამ სიმამაცე უნდა მოიკრიბოს და მომიახლოვდეს. სრულიად თავისუფალი ვარ.“ – განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა რეპორტიორთან საუბრისას.
    სამი თვის წინ გავრცელდა ჭორები შარლიზ ტერონის და და ბრედ პიტის რომანის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
    ბოლო დროს შარლიზ ტერონმა თმა მუქად შეიღება. მის ახალ იმიჯს ბევრი მისი თაყვანისმცემელი დღემდე ვერ ეჩვევა.
    ლას ვეგასის გამოფენაზე ტერონმა მისი მონაწილეობით ახალი ფილმი წარმოადგინა. ჯონათან ლივაინის კომედიაში მან პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესლედის როლი ითამაშა.

  • გიორგი დანელია შვილის ტრაგედიას ვერ მოერია–რეჟისორის მეგობრის მონათხრობი

    ლეგენდარული რეჟისორი, გიოროგი დანელია 88 წლის ასაკში სამი დღის წინ გარდაიცვალა. მისმა ახლო მეგობარმა, ვიქტორია ტოკარევამ რუსულ ტელეარხზე ანდრეი მალახოვის შოუში, “პირდაპირ ეთერში “ სტუმრობისას დანელიას გარდაცვალებაზე ისაუბრა.
    ის ამბობს, რომ რეჟისორი წლების მანძილზე ძალიან განიცდიდა მისი ერთადერთი შვილის გარდაცვალებას. ნიკოლაი დანელია 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ხნის მანძილზე მოიხმარდა ნარკოტიკებს. მეგობრის თქმით, გიორგი დანელია ძალიან იტანჯებოდა იმის გამო, რომ ტრაგედიის აღვეთა ვერ შეძლო. ის თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ მეტისმეტად დაკავებული იყო საქმით და დროულად ვერ მიხვდა, რომ შვილს პრობლემები ჰქონდა.
    “ამ ტრაგედიამ მოტეხა გიორგი. ის თავს იდანაშაულებდა. “– ამბობს ტოკარევა.
    გიორგი დანელიას ერთადერთი შვილი მსახიობ ლიუბოვ სოკოლოვასთან ქორწინებიდან ჰყავდა. მათ ერთად 27 წელი იცხოვრეს, თუმცა ნიკოლაის ტრაგედიის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
    რეჟსორის ბოლო სიყვარული მსახიობი გალინა იურკოვა იყო. სწორედ ის უვლიდა გიორგი დანელიას, როცა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო.
    თებერვლის ბოლოს დანელია მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. ლეგენდარული რეჟისორი 4 აპრილს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.

  • ამაზონის მფლობელის საყვარელი ქმარს გაშორდა

    55 წლის ჯეფ ბეზოსი 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს გაშორდა . განქორწინების პროცესის ოფიციალური დასრულების შემდეგ მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა მისმა საყვარელმა ლორენ სანჩესმაც.
    სასამართლოს განქორწინების შესახებ არა მხოლოდ მსახიობმა და ტელეწამყვანმა, არამედ მისმა ქმარმა, კინოაგენტმა პატრიკ უაიტსელმაც მიმართა, რაც იმას ნიშნავს რომ განქორწინება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. წყვილმა ქორწინებაში 13 წელი იცხოვროვრა და ორი შვილი ყავს.
    სანჩესისა და ბეზოსის რომანი იანვარში, მას შემდეგ გახმაურდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯეფ ბეზოსის და მისი ცოლის განქორწინების შესახებ.
    მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცისა და მისი ცოლის განქორწინების მიზეზი სავარაუდოდ სწორედ მისი და ლორენ სანჩესის რომანი გახდა.
  • ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკისთვის ფულის გამომძალველი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

    კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

    პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

    გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 7–დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.