
ექვს თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების მშობლები ვალდებულნი არიან ბავშვები აცრან, ან წარმოადგინონ ცნობა, რომ აცრა უკვე გაკეთებულია.

ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გაავრცელეს, რომელსაც უკვე უწოდეს სახელი “მონსტრი. კადრები 8-ტელესკოპიანი ქსელით გადაიღეს.
როგორც ცნობილია, შავი ხვრელი 3 მილიონჯერ აღემატება დედამიწის ზომას. მეცნიერები მას „მონსტრს“ უწოდებენ.
შავი ხვრელი 500 მლნ ტრილიონი კილომეტრით არის დაშორებული ჩვენი პლანეტიდან.
ჰოლანდიელი პროფესორი ჰაინო ფალკე BBC-სთან ამბობს, რომ შავი ხვრელი გალაქტიკა M87-ში აღმოაჩინეს.
„რასაც ვხედავთ მთელი ჩვენი მზის სისტემის სიდიდეს აღემატება“.
შავი ხვრელის მასა 6,5 მილიარდჯერ აღემატება მზის მასას. „ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შავი ხვრელია, რაც კი არსებობს, ჩვენი აზრით ის ყველაზე მძიმეწონიანი შავი ხვდრელია მთელ სამყაროში“.


“ზურაბიშვილს არ ესმის რა ფუნქცია აკისრია” – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი გუშინ, 9 აპრილს, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სკანდალებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა აბსურდში და კომედიურ დასკვნით ფაზაში იმყოფება.
„სალომე ზურაბიშვილი არ უნდა აგვერჩია, უნდა აგვერჩია ავლიპ ზურაბიშვილი. პრეზიდენტი საკუთარ კომფორტშია და ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდა. არ ესმის, რა ფუნქცია აკისრია, რას ნიშნავს თანაგრძნობა, განცდა. ფინალს ვუყურებთ უკვე, რასაც ვუყურებთ“ – აცხადებს გია ხუხაშვილი
“600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას არანაირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან”, -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში დასმულ მწვავე შეკითხვებს უპასუხა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის შეკითხვა არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვას ეხებოდა, რომელიც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.
მამუკა ბახტაძემ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი უარყო და მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
„არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.
განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.
ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.
„Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული mPOS დისტანციური გადახდების და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“ ასევე წარმოადგენს ზოგიერთი უზბეკური ბანკის სესხების საბაზრო პლატფორმას. „Payme“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.
ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:
„Payme“-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოვების მიმართულებით. ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილინამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. „Payme“-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და „Payme“-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ, „Payme“-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.“
როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩი, Payme-ის მმართველი დამფუძნებელი:
„მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება გააჩნია უზბეკეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებს და მომსახურებებს.“
ამ ტრანსაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.
თბილისის ზოოპარკში ლემური დაიბადა. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდი პატარა ლემურის ვიდეო კადრებს ავრცელებს.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ბახტაძეს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა სექსუალური უმცირესობის უფლებებს ეხებოდა.
კითხვის ავტორმა შეახსენა პრემიერს 2018 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქცია, რომლის ჩაშლის მიზეზი მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფებისგან მუქარა გახდა.პოლიციამ კი ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეების უსაფრთხოება. ბახტაძეს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ლგბტქ თემმა წელს თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი უფლების – გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, უსაფრთხოდ შეძლონ.
“როგორც მოგეხსენებათ, 7 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომელიც თქვენ ახსენეთ – ეს არის მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყველა ქვეყენაში არსებობენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად მაღალი სტანდარტითაა დაცული.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, ჩვენ ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გავაძლიერებთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ჩემს უმთავრეს არგუმენტს – კანონმდებლობას. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით და თუ კიდევ არსებობს მიმართულებები, სადაც ჩვენი კანონმდებლობა უნდა გაძლიერდეს – ჩვენ, ცხადია, ამის პოლიტიკური ნება გვექნება. ჩვენი კანონმდებლობის უკანასკნელი ცვლილებები მყარი გარანტიაა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული,” – უპასუხა ბახტაძემ.
“ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა” – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.
„გაბრაზებულია, ნაწყენია იმიტომ რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმა და ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმიტომ, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო და უკაცრავად, მაგრამ როცა საქმე ამ ქვეყნის მომავალს ეხება, იდეალებს ეხება, სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი და ვერავის გამო ვერ გავჩუმდები,“ – აცხადებს ეკა ბესელია.