ალბანეთში, დედაქალაქ ტირანას საერთაშორისო აეროპორტში, შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ და ასაფრენი ბილიკიდან ფულით სავსე ჩანთები გაიტაცეს. მილიონობით ევრო თვითმფრინავში უნდა ჩატვირთულიყო და ავსტრიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავით ვენაშუ უნდა გაეგზავნათ, თუმცა მძარცველებლები სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას “Euronews”-ი ავრცელებს. ალბანეთის ცენტრალური ბანკი დიდი ოდენობით ნაღდ ფულს არ ინახავს და თანხას მუდმივად გზავნის საზღვარგარეთ აეროპორტის გავლით.მოპარული თანხის რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია მილიონობით ევროზე. ერთ-ერთი სამართალდამცავის ცნობით ორმხრივი სროლისას შეიარაღებული დაჯგუფების ერთი წევრი გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს.შეიარაღებულმა პირებმა აეროპორტში თავი როგორც საგადასახადო ოფიცრებმა ისე წარადგინეს ხოლო ასაფრენ ბილიკზე ფურგონით შეაღწიეს, სადაც ავსტრიის ავიახაზების თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა. თვითმფრინავში ფული სწორედ ამ დროს იტვირთებოდა. ინციდენტის დროს მგზავრები არ დაშავებულან ხოლო რეისი 3- საათით დაგვიანებით შესრულდა.
Blog
-
ბიძინა სასოწარკვეთილების ზღვართან არის ახლოს და ხდება სახიფათო – დავით უსუფაშვილი
„გაბრაზებული ნაკლებად საშიშია, საშიშია სასოწარკვეთილი, ზოგადად, ლიდერი და მგონი, ბიძინა სასოწარკვეთილების ზღვართან არის ახლოს და ამიტომ ხდება სახიფათო,“- ასე აფასებს შენების მოძრაობის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ლევან მურუსიძეს საზოგადოება ტყუილად სწამებს ცილს. სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი “ქართული ოცნების” ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის გამართლება სცადა.„ყველაზე მეტად იმან დამთრგუნა, რომ 30 წლის თავზე 9 აპრილიდან, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ამ სტანდარტის, ამ ღირებულებების, ამ მასშტაბის გამოსვლით მიმართავს საზოგადოებას და ცდილობს დაარწმუნოს, რომ შავგულიძე იყო სააკაშვილის მზაკვარი თანამზრახველი გირგვლიანის საქმეში და მურუსიძე იყო უცოდველი მსხვერპლი. ამ შემთხვევაში ცხადი ხდება, რა დღეშია თავად ლიდერი, რა დღეშია თავად ხელისუფლება ამ ლიდერის ხელში და რა დღეშია ქვეყანა და საით მიექანება ასეთი ხელისუფლების ხელში,“ – განაცხადა უსუფაშვილმა. -
ია კერზაიას შვილი სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. როგორც ბაჩანა შენგელიამ განაცხადა საქართველოს პროკურატურა საქმეს შესაბამისად არ იძიებს და მას რეალური შედეგის იმედი აღარ აქვს. შენგელია სარცელის მომზადების პარალელურად განათლების მინისტრის გადადგომასაც მოითხოვს.
„4 თვე გავიდა იას გარდაცვალებიდან და არავითარ ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს პროკურატურას არასამთავრობოების დასკვნებისა და სხვა გარემოებების მიუხედავად. ამიტომაც ვიწყებთ სარჩელის მომზადებას სტრასბურის სასამართლოში წარსადგენად და პარალელურად, ვიმუშავებთ სხვა მიმართულებებითაც. ამასთან, ძალაში რჩება ჩემი მოთხოვნა განათლების მინისტრისა და საქმეში ჩართული ყველა პირის გადადგომასთან დაკავშირებით“, – ამბობს ბაჩანა შენგელია.
ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ კერზაიას საქმეზე დღეს ერვოსაბჭოში მამუკა ბახტაძესაც დაუსვეს შეკითხვა.
ასამბლეის ერთ-ერთი წევრის, ბორიანა ობერგის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მას დადოს ია კერზაიას გარდაცვალების ზედმიწევნით გამოძიების პირობა, ბახტაძემ უპასუხა, რომ გამოძიება, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეკითხვას გასცემს პასუხს.
ბახტაძემ კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკური სპეკულაციის კონტექსტში მოიხსენია.
„ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“-განაცხადა ბახტაძემ სტრასბურგში ევროსაბჭოს ასამბლეაზე.
-
ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის შემთხვევითი ვიდეო პლაჟზე
ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს მათი 2 წლის გოგონას, ლეას შესახებ საჯაროდ საუბარი არ უყვართ, თუმცა ხშირად სეირნობენ მასთან ერთად სხვადასხვა ადგილებში. ერთ–ერთი ასეთი გასეირნება შემთხვევით მოხვდა ვიდეოზე.ამერიკული რეალითი შოუს, Ex on the Beach–ის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ლოს ანჟელესში სანტა მონიკას სანაპიროზე ევარჯიშათ. ინსტრუქტორმა გადაწყვიტა ერთ–ერთი მონაწილისთვის ბოქსის ილეთები ეჩვენებინა, თუმცა მოულოდნელად ვარჯიში ჰოლივუდის მსახიობის გამოჩენის გამო შეწყდა.ბრედლი ქვიშიან სანაპიროზე ორ ძაღლს მოასეირნებდა და გამუდმებით უკან იყურებოდა. ბოქსიორებმა კუპერს შესთავაზეს შეერთებოდა, მაგრამ მან უარი თქვა. მალე გაირკვა, რატომაც – მოგვიანებით კადრში ირინა შეიკიც გამოჩნდა პატარა ლეასთან ერთად. კადრში მოხვედრის შემდეგ წყვილმა პლაჟზე სეირნობა განაგრძო.ბოქს ინსტრუქტორმა სახალისო ვიდეო ინსტაგრამზე დადო. ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა. -
ჯეკ შეფარდი ბრიტანულ მხარეს გადასცეს
დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფარდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაყვანის პროცესის ფოტომასალას ავრცელებს.შეფარდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გადასცეს.
ჯეკ შეფარდი თითქმის 3 თვის განმავლობაში მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში იყო მიმალული. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეფარდი კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატეღის გადაბრუნებას 24 წლის შარლოტა ბრაუნი ემსხვერპლა.
შეფარდი ქართველ სამართალდამცველებს 23 იანვარს საკუთარი ინიციატივით ჩაბარდა.

-
მეგან მარკლმა სახლში მშობიარობა გადაწყვიტა
პრინცი ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, სასექსის ჰერცოგების შვილი არა ჰოსპიტალში, არამედ სახლში – ფროგმორის კოტეჯში დაიბადება.მეგანის მეგობრები ყვებიან, რომ მას უნდა ძველ სამეფო ტრადიციას დაუბრუნდეს და გადაწყვიტა მეან გინეკოლოგი სახლში მოიწვიოს. ადრე სამეფო ოჯახის ყველა ქალი სახლში მშობიარობდა. თავად ელისაბედ მეორემ ოთხი შვილი ბუკინგემის სასახლეში და მეორე სამეფო რეზიდენციაში – კლარენს ჰაუსში გააჩინა.თუ მარკლს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე დაემუქრა,საკეისრო კვეთის ან სხვა სასწრაფო ჩარევის საჭიროება დადგა, ასეთ შემთხვევაში ის სასწრაფოდ წავა საავადმყოფოში, რომელიც მათი სახლის გვერდით მდებარეობს. თუმცა როგორც ყოფილი მსახიობის მეგობარი ამბობს, სასექსის ჰერცოგის მეუღლე იოგას მოყვარულია და იოგასთვის თავი არც ფეხმძიმობის დროს დაუნებებია. ამიტომაც შესანიშნავ ფორმაშია და ვერ ხედავს აუცილებლობას საავადმყოფოში იმშობიაროს. მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილი აპრილის ბოლომდე უნდა დაიბადოს.
-
ჯენიფერ ლოპესმა ბეწვის ჟილეტის გამო კრიტიკა დაიმსახურა
ჯენიფერ ლოპესი ნიუ იორკში საქმიანი შეხვედრის შემდეგ დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, როცა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. ყურადღება მისმა ჩაცმულობამ მიიქცია.მას გრძელი ბეწვის ჟილეტი ეცვა. რა თქმა უნდა, შავ შარვალში, თეთრ მაისურში და სხვადასხვა აქსესურებში მომღერალი და მსახიობი მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა ნატურალური ბეწვის ქურქის გამო ფოტოების სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
ბევრმა ჯენიფერ ლოპესი ნატურალური ბეწვის სიყვარულის გამო გალანძღა.
“რამდენი ციყვი მოკლეს მისი ძველმოდური ბეწვის ჟილეტის გამო!“
“ციყვი კი არა მელაა“
“ნატურალური ბეწვი დიდი ხანია გოიმობად ითვლება“,
“ცხოველები როგორ უნდა გაიმეტო შუბების და ჩანთების გასაკეთებლად“,
“ იქნებ ხელოვნური ბეწვია?“ – წერდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
რეპორტიორებმა ფოტოები მომღერალს სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ გადაუღეს, სადაც მის ახალ სინგლთან დაკავშირებით იყო მისული. სინგლი სახელწოდებით Medicine მომღერალმა რეპერ French Montana-სთან ერთად ჩაწერა.
-
“პრემიერმა ვერ გამოიყენა ტრიბუნა”-კანდელაკი ბახტაძის გამოსვლას აფასებს
მამუკა ბახტაძემ სათანადოდ ვერ გამოიყენა ტრიბუნა – ასე აფასებს, ქართული დელეგაციის წევრი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას.
კანდელაკის განცხადებით, პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას არ გაამახვილა ყურადღება ოკუპაციის თემაზე და არ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, რომ დევნილების და ოკუპირებული რეგიონების თემატიკა შეტანილი ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ.
“ვარ ძალიან იმედგაცრუებული იმით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ეს მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ მოეწოდებინა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკა, დევნილების თემატიკა შეტანილ იქნას ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერმა ასევე არ მოითხოვა, რომ იმიტომ რომ აქ პარლამენტარები არიან და პარლამენტარები ახდენენ საკუთარ ქვეყნებში საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას მათშორის და პრემიერმა არ სთხოვა მათ რომ ევროპელი ლიდერები როდესაც ხვდებიან რუსეთის ლიდერებს რომ იქ დადგეს საქათველოს საკითხი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
-
ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა
სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავზე დატანილია ქართველი პოლიტიკოსის ყველზე ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.


-
თელავის უნივერსიტეტში დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
25 წლის ახალგაზრდა, რომელიც თელავის უნივერსიტეტის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თელავის უნივერსიტეტში დღეს დაჭრილ ახალგაზრდას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
დაშავებულს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.