Blog

  • ქართველმა ძალოსანმა ევროპის რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა

    დღეს 11 აპრილს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა. ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცის ოქროს მედალი ევროპის 23-წლამდელთა რეკორდით მოიპოვა. დავითაძემ  ჩემპიონატზე, 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში 170 კილოგრამი დაძლია, რომლითაც გამარჯვება მოიპოვა.  დავიითაძემ ჩემპიონატზე 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა. 

    20 წლის თბილისელმა ძალოსანმა, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია, ერთ დისციპლინაში ტიტული უკვე შეიანრჩუნა.ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, 6-13 აპრილს იმართება.

  • “ივანიშვილი ცდილობს აბსოლუტურად ღიად მოისყიდოს საქართველოს ეკლესია” – ლევან თარხნიშვილი

    „ივანიშვილი ცდილობს აბსოლუტურად ღიად მოისყიდოს საქართველოს ეკლესია,“ -ამ განცხადებით  განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის გამართული შეხვედრა  შეაფასა.

    თარხნიშვილი ივანიშვილის მიერ შეხვედრის დროს გაცემულ დაპირებას, როდესაც მან სამების ტაძრის მოხატვის სრულად დაფინანსებისთვის მზაობა გამოხატა, სწორედ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს.

    „არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ეს ემსახურება იმ შუალედურ არჩევნებს, რომელიც იქნება 7 ოლქში და სწორედ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო საფრთხე დამარცხების და იგრძნო ის, რომ ამ დამარცხებიდან დაიწყება მისი საბოლოო დასამარება და მისი რეჟიმის საბოლოო დასასრული, სწორედ ამიტომ, ცდილობს ყველა ხერხს მიმართოს, მათ შორის ამ ხერხსაც, როდესაც ცდილობს აბსოლუტურად ღიად მოისყიდოს საქართველოს ეკლესია,“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

    ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა საპატრიარქოში დღეს შედგა, რომელსაც სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. 

    საპატრიარქოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს ასევე, სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა.

  • 3 თვეში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5,1% -ით გაიზარდა

    2019 წლის იანვარ-მარტში  საქართველოს 882,130 ტურისტი ეწვია,რაც  2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 5.1%-ით მეტია

    2019 წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი.

    პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი +52.8%და სხვა.

    მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტის წილი: ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები.
    2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში +23,8%, წილი კი 26,6%-ს შეადგენს, 2018 წელს კი საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.

    “მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს გავუზიარეთ დეტალური მონაცემები თუ ვინ ჩამოდის საქართველოში, რა მიზნით, რომელ რეგიონებს სტუმრობენ, საშუალოდ რა დანახარჯები აქვთ, ასევე რა ტურისტული პროდუქტები გამოიკვეთა. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ ქვეყნების ტურისტებზე, რომლებიც გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით საქართველოში, ჩვენ კერძო სექტორს ვაწვდით გამჭვირვალე ინფორმაციას, თუ როგორ განვახორციელებთ სტრატეგიული სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებას, რომელიც ორი კრიტერიუმით ფიქსირდება, ეს არის დანახარჯები და ღამეების გათენების საშუალო რაოდენობა. 2019 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური ზრდის ტემპით გამოირჩევა ყველა კრიტერიუმით, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე ვიზიტორების და ტურისტული ნაკადების კუთხით. “ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

    წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 334 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

    2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
    ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.

  • “ზარდიაშვილის ქვემოთ აღარაფერია, ფსკერია“ – ბესელიას კომენტარი

    ეკა ბესელიამ სასამართლოში სისტემაში მოქმედ კლანზე, „ქართულ ოცნებასთან“ განხეთქილებაზე, ბიძინა ივანიშვილზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე დღეს კიდევ ერთი ვრცელი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, წესით კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რას უკავშირდებოდა ბესელიას მოსაზრებები და პროტესტი ჯერ კიდევ 2013 წელს. ხოლო „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება, როგორც ამბობს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდის შიგნით ეს მოსაზრებები და არგუმენტები უმნიშვნელო გახდა.
    „ჩინჩალაძე კობახიძეს აწვდიდა პროექტს და მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. პასუხისმგებლობა ამ პროცესზე მან უნდა აიღოს. ნამდვილად არ წერია კონსტიტუციაში, რომ ის მოსამართლეები უნდა აგვერჩია უვადოდ, რომლებსაც ნდობა არ აქვთ. ეს მოხდა კონსტიტუციის მიღმა“ – აცხადებს ეკა ბესელია.
    მისივე თქმით მას ზარდიაშვილის გვარის ხსენებაც კი შეურაცხყოფს, და მის გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთებაც არ უნდა, რადგან ბესლიას განცხადებითვე, ზარდიაშვილის ქვემოთ აღარაფერია – ფსკერია.
    „მე ყველაფერს ვამბობდი შიგნით და პირდაპირ. მე არ ვარ ის, რომელიც გამოიქცევა და ჯერ კამერებით გააგონებს გუნდს რამეს. ბიძინამ არ თუ ვერ გაიხსენა ჩემი მოსაზრებები. შევახსენებ. მე მინდოდა შედეგეი და შიგნით ბრძოლა მინდოდა და როცა ამოვწურე, როცა ჩემს არგუმენტებს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, მაშინ დავტოვე პარტია, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მაქვს და სამწუხაროა თუ ეს ბიძინამ ვერ გაიგო – მგონია, რომ უბრალოდ არ უნდა ამის გახსენება“ – აცხადებს ეკა ბესელია.
  • კალაძეს თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ეშლება – ლევან ხაბეიშვილი

    „პოლიტიკურ საფლავში მყოფი მმართველი პარტიიდან კიდევ არაერთი პოლიტიკოსი წავა“ – ასე აფასებს ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“  ლევან ხაბეიშვილი. მას შემდეგ, რაც საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ დატოვეს, ლევან ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ კახა კალაძეს,. როგორც პარტიის გენერალურ მდივანს და თბილისის მერს საკრებულოში უმრავლესობა ეშლება. „მიდის შეუქცებადი პროცესი. „ოცნება“ მარტივ მამრავებად დაიშლება“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

  • უცხო ენების საგამოცდო ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება

    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება.ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა. ამ დავალების ამოღების გამო უცხო ენების ტესტის მაქსიმალური ქულა წელს90-ის მაგივრად 80 იქნება.

    “წელს ცვლილება არის ძალიან მინიმალური უცხო ენების ტესტში. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერის დავალებები. ტესტში ორი წერის დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე. მაქსიმალური ქულა უცხო ენებში 80 იქნება, შესაბამისად, გამსვლელმა ზღვარმაც დაიკლო”,- განაცხადა ტყემალაძემ.

    შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება.

  • სავალუტო ფონდმა 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა

    მსოფლიო ეკონომიკა – შარშანდელის მსგავსად – წელსაც ნელი ტემპით გაიზრდება, აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). ანგარიში, რომელსაც ორგანიზაცია წელიწადში ორჯერ აქვეყნებს, ამბობს, რომ 2019 წლის ბოლოსკენ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპმა შესაძლოა მოიმატოს. თუმცა, ანგარიში რამდენიმე სარისკო ფაქტორსაც ასახელებს, რომელმავ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შესაძლოა ხელი შეუშალოს.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.6 პროცენტით გაიზრდება. 2018 წლის ნოემბერში ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.8 პროცენტით უნდან გაზრდილიყო. ბოლო ექვსი თვის მანძილზე ფონდმა ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენით შეამცირა.

    ამჟამინდელი გათვლებით, 2020 წლისთვის ფონდი საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიანი ზრდას ვარაუდობს. 2018 წელს, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა.

    იმ საკითხებს შორის, რამაც შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს ფონდმა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობა და თურქეთის და არგენტინის ეკონომიკური განვითარება დაასახელა.

    გრძელვადიანი პროგნოზის კუთხით, ფონდი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკები უთანასწორობის ზრდას, სუსტ საინვესტიციო გარემოს და სავაჭრო პროტექციონიზმს უნდა გაუმკლავდნენ.

  • ჯეფრი რაშმა სასამართლოში დაამტკიცა რომ სექსუალური მოძალადე არ ყოფილა

    67 წლის მსახიობმა ჯეფრი რაშმა დაამტკიცა, რომ ჟურნალისტებმა ცილი დასწამეს, როცა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ავსტრალიელმა მსახიობმა სასამართლოს გზით სტატიის ავტორს 607 ათასი დოლარი მოუგო.
    2017 წელს Daily Telegraph–ის ავსტრალიურმა გამოცემამ დაწერა ინციდენტის შესახებ, რომელიც 2015 წელს თეატრალური დადგმის, “მეფე ლირის“ გადაღებებისას მოხდა. ჟურნალისტი ჯონათან მორანი წერდა, რომ ჯეფრი რაში უღირსად მოიქცა და მსახიობ ერინ ჯინ ნორვილის სექსუალური შევიწროება სცადა.
    მსახიობმა ჟურნალისტს და სააგენტო Nationwide News, რომელსაც ეს ტაბლოიდი ეკუთვნის სასამართლოში უჩივლა. დაზარალებული მსახიობი ქალი ჩვენების მიცემაზე დათანხმდა, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ “ის, როგორც მოწმე სრულ ნდობას არ იმსახურებდა“ . სხვა სერიოზული მტკიცებულებები კი გამოცემამ ვერ წარმოადგინა.
    წელიწადნახევრიანი საქმის განხილვის შემდეგ სასამართლომ ჟურნალისტი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო. “ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეს იყო უგუნური და უპასუხისმგებლო, ყველაზე ცუდი ხარისხის სენსაციონისტური ჟურნალისტიკა.“ – ციტირებს სასამართლო გადაწყვეტილებას ავსტრალიური მედია.
    გასულ წელს მსახიობი კვლავ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ასეთი განცხადებით ავსტრალიელი მსახიობი იალ სტოუნი გამოვიდა. მან თქვა, რომ რაში შეეცადა ის სექსზე დაეყოლიებინა, როცა ერთად თამაშობდნენ თეატრალურ დადგმაში “შეშლილის დღიური“. ბოლო წლების განმავლობაში კინოსამყაროში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი მოხდა. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. ზოგიერითი ძალადობისთვის გაასამართლეს, ზოგი სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ გრძელდება.
  • „ევროპულმა საქართველომ“ წყალტუბოში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

    „ევროპულმა საქართველომ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში პარტია ზაურ ქაშიბაძე დაასახელა.

    კანდიდატი პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან, გიგი უგულავასთან და აკაკი ბობოხიძესთან ერთად  მოსახლეობას შეხვდა.

    ხომულის თემის მოსახლეობას მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს.  გაზაფხულის დადგომასთან ერთად გააქტიურდა  ფაროსანას არსებობით გამოწვეული პრობლემაც.

    პარტია „ ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების ეპოქა დადგა და თითოეული არჩევნები ბიძინა ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

    „საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური ოპოზიციას გამარჯვებული აქვს. აქ ხალხი გამოფხიზლებულია უკვე დიდი ხანია. ხედავს იმ უკუსვლას, ხედავს იმ უბედურებას და იმ რაღაცა „დაპაუზებას“ , რომელიც წყალტუბოში კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. აქ თითოეულ პატარა არჩევნებს ექნება დიდი მნიშვნელობა,“- განაცხადა უგულავამ.

  • ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა

    ბიძინა ივანიშვილი საქართველოს  პატრიარქს შეხვდა. ინფორმაციას და შეხვედრის ფოტოებს საპატრიარქო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს:

    “ა.წ. 11 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

    შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.

    მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.

    შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა.“ – წერია საპატრიარქოს ინფორმაციაში