კომპანია „ნენსკრაჰიდროს“, ნენსკრაჰესის ინვესტორია, რომელსაც ზემო სვანეთში მიწის ნაკვეთები გადაეცა.ნაკვეთები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდებარეობს. ასევე კომპანიას არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით სოფელ ჭუბერსა და ხაიშის მიმდებარედაც გადაეცა, რომლის ფართობი 310 კვ.მ-ია. კომპანია ქონებაში სიმბოლურ ფასს – ერთ დოლარს გადაიხდის, სარგებლობაში გადაცემის პირობა კი „ნენსკრა ჰესის“ აშენებაა.
Blog
-
წყნეთში მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.საქმე წყნეთში მომხდარ მკვლელობას ეხება. როგორც ცნობილია ბრალდებულმა საკუთარ მამას 65 წლის გივი ცერექაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოსო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებს.
-
ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები- კალაძე ტაქსის მძღოლებზე
კახა კალაძე აცხადებს, რომ სანამ რეგულაციებს მიიღებდა მერიამ შეისწავლა ტაქსის მძღოლების პრობლემები და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ რეფორმა ტაქსის მძღოლებზე მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო და ეს მათთვის მტკივნეული არ ყოფილიყო.
„ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ მათი, სოციალური პრობლემები, ყველაფერი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის. მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, რეფორმა არ განხორციელდეს. და ასე არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ გვინდა რომ მოვაწესრიგოთ ზოგადად ეს მიმართულება,“-განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისს მერი დღეს ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრაზე მისვლას ულტიმატუმით აპირებენ. ისინი თბილისის მერისგან რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს დააანონსებენ.
-
ავტობანზე, სადაც ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა
ავტობანზე, სადაც ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. შემთხვევა დღეს დილით გორი თბილისის მონაკვეთზე მოხდა,სადაც ბენზინმზიდი დაიწვა. როგორც ცნობიალია, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილის ვინაობა უცნობია,თუმცა მძღოლი სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის.ავტომობილს თურქული ნომრები აქვს.
ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა, რის გამოც თვითმხილველების თქმით, ცეცხლი დიდ მონაკვეთზე გავრცელდა. ცეცხლს 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
-
რუსეთში დანერგილი 90-იანი წლების პრაქტიკა-ექსპერტები ამოყირავებულ მანქანებზე
უკვე 3 დღეა მოქაქლაქეებს თბილისში ცენტრალურ გზაჯვარედინებზე ამოყირავებულ მანქანები ხვდებათ. თუმცა ამ დრომდე უცნობია იდეის ავტორი და კამპანიის მიზანი.
ქალაქში უცნაურ ინსტალაციებზე ნებართვა მერიამ გასცა. უწყებაში განმარტეს, რომ აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდებოდა.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები კი მიიჩნევენ რომ ეს საბჭოთა დროინდელი აქციაა და ის რეალურად პრობლემებს მოგვარებას არ ემსახურება.
„გადმოიღეს 90-იანი წლების პრაქტიკა, რომელიც რუსეთში იყო დანერგილი. ჯართის განთავსებით უბრალოდ უხერხულია თუ რა თქმა უნდა ის მიზანი აქვს თბილისის მერიას, რომ ამით სურს აამაღლოს მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში ცნობიერება და დამოკიდებულება შეცვალოს მძღოლების, პირიქით ეს უფრო აგრესიას იწვევს,“-განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.
-
პოლიციამ ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, “ქურდული გარჩევის” გზით, ე.წ. “კანონიერი ქურდების” სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.
პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, “ტტ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ზუგდიდში დაკავებულ ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ბრალი წაუყენეს
ზუგდიდში დაკავებული ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის ამის შესახებ საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ აქტივისტს ანი წითლიძეს, ის გაათავისუფლეს.
გუშინ ღამე გაატავისუფლეს ასევე პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია. -
გორი- თბილისის მონაკვეთზე ბენზინმზიდი დაიწვა, დაღუპულია 1 ადამიანი
გამთენიისას, გორი თბილისის მონაკვეთზე, საწვავის გადამზიდი ცისტერნა ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად მძღოლი დაიწვა. ადგილზე 6 სახანძრო მანქანაა მობილიზებული ცენტრალური მგისტრალი გადაკეტილია და ავტომობილებს მოძრაობა შემოვლითი გზით უწევთ. ცეცხლის გაჩენის მიზეზების დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
-
რომის პაპმა პოლიტიკოსებს დაუჩოქა და ფეხებზე ემთხვია
რომის პაპი, ფრანცისკი ვატიკანში წმინდა მართას სახლში სამხრეთ სუდანის ლიდერებს შეხვდა, სადაც 2013 წლიდან დინკას და ნუერის ხალხებს შორის სისხლიანი კონფლიქტი ექვსი წელია გრძელდება.პონტიფიკოსმა ამ აფრიკული ქვეყნის ლიდერებს მშვიდობისკენ მოუწოდა. მათ შორის მოქმედ პრეზიდენტს – სალვუ კიირს და მომავალ ვიცე პრეზიდენტებს – რიეკა მაჩარას და რებეკა ნიანდენგუს, ასევე სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ლეგენდარული ლიდერის, ჯონ გარანგას ქვრივს. ისინი საკუთარი მოვალეობების შესრულებას 12 მაისიდან შეუდგებიან.2018 წლის სექტემბერში პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ სუდანში კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ და პირობა დადეს, რომ ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებდნენ.“თქვენ სამს, ვინც ხელი მოაწერეთ შეთანხმებას, გთხოვთ როგორც ძმა, მშვიდობა შეინარჩუნოთ. მთელი გულით გთხოვთ – წინ სვლა განაგრძეთ. კიდევ ბევრი პრობლემა იქნება, მაგრამ არ შეგეშინდეთ. წინ იარეთ და პრობლემები მოაგვარეთ! თქვენს შორის კიდევ იქნება ბრძოლა, მაგრამ ხალხის წინაშე ერთიანობა აჩვენეთ. ასე იქცევით რიგითი მოქალაქეებიდან ერის მამებად“– უთხრა პოლიტიკოსებს პონტიფიკოსმა და მოუწოდა ერთხელ და სამუდამოდ ჩააქრონ ომის ცეცხლი და ერის მშვიდობიანი მომავლის შენება დაიწყონ. ამის შემდე პაპი დაიჩოქა და მათ ფეხებზე ემთხვია.გაეროს მონაცემებით ამჟამად სამხრეთ სუდანში კატასტროფული ვითარებაა. იქ დაახლოებით 100 ათასი ადამიანი შიმშილობს.