როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, მოღალატეები და აგენტები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაეხშოთ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, ეს აქ არ მოხდება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) საერთო არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა კანონები, კონსტიტუცია. პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კანონსა და კონსტიტუციას, თუმცა მისთვის მისი სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს და ასეთ ადამიანს, “ქაჯებს”, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს. ეს ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციით არიან წარმოდგენილი, არადა აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ, ჩვეულებრივ მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეული და ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს, რა იკადრეს, რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავის სატელიტებთან ერთად.
Blog
-

მისნაირ ქაჯებს, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს – კალაძე
-
ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია – გახარია კითხვაზე, რამდენად განიხილავენ ზურაბიშვილის პრემიერობას
ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.
საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ზუსტად წელიწად-ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ესაა. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“,
ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, კითხვას, თუ რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას.
-

”გვაქვს კონტაქტები თბილისთან, მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები” – ლავროვი
“რეგიონის მიღმა მყოფი ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი პირობები უკარნახონ სამხრეთ კავკასიას. მათი მიზანი არის არა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იქ არსებობს, არამედ ნატოს ინტერესების გატარება და ზეწოლის ბერკეტების გამოყენება. ნახეთ, რა მოხდა საქართველოში: მათ მიიღეს კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანებასთან დაკავშირებით, ასევე კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ევროკავშირმაც წამსვე განაცხადა, რომ საქართველო აღარ განიხილება ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად.
მიზეზი კი ის არის, რომ არ იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. გამოდის, რომ ევროპული ფასეულობები არის ძირგამომთხრელი საქმიანობის ფინანსირება დსა ლგბტ დღის წესრიგის გატარება. გარდა ამისა, დასავლეთის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში არის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ისევ სიტუაციის დაძაბვა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ურთიერთობის გაფუჭება ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოსთან. როგორც კი თბილისში მოინდომებენ 3+3 ფორმატში მონაწილეობას, შეუძლიათ მოვიდნენ და დასხდნენ თავიანთ სავარძელში, რომელიც მათთვის მზად არის.
რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენ გვაქვს ეს კონტაქტები თბილისთან, გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, პირველ რიგში ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხთა შორის კონტაქტები უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან”,
აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი “3+3-ის” ფორმატის სხდომაზე.
-
თუ არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგიონში გიწევთ გამგზავრება – პლატფორმა 26, ამომრჩეველს ტრანსპორტირებას სთავაზობს
26 ოქტომბერს, მოქალაქეებისა და აქტივისტების მიერ შექმნილი პლატფორმა 26, თბილისიდან რეგიონების მიმართულებით ტრანსპორტირების პრობლემის მქონე მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტს სთავაზობს.
პლატფორმა მოქალაქეებს 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრანსპორტირებაში დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუკი მათი საარჩევნო უბანი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150 კმ ან მეტ მანძილზე მდებარეობს. ამისათვის საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება.
”არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან რეგიონებში თუ გიწევთ გამგზავრება, ეს ინფორმაცია თქვენს საყურადღებოდაა. შეავსეთ პირველივე კომენტარში მითითებული განაცხადის ფორმა, რომ 25 ოქტომბრის საღამოს, ან 26 ოქტომბრის დილას დაგეხმაროთ ხმის მისაცემად თქვენთვის სასურველ რეგიონში გამგზავრებაში. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს ნაცნობებსაც. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმის დაფიქსირება, რომ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს”- ნათქვამია ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში.
- “ამ ფორმის შევსება დაგვეხმარება იმ ამომრჩევლების იდენტიფიცირებაში, ვისაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება სჭირდება. გთხოვთ, ფორმა შეავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საარჩევნო უბანი მდებარეობს თქვენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან 150კმ ან მეტ მანძილზე. თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა”. – ნათქვამია ფორმის აღწერაში.
-

საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს, და EU-ში გაწევრიანდეს – ფიშერი
ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ. თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა, და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ.
წერს ამის შესახებ, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე.
-
კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა
კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა.ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“1989 წლიდან გახლდათ ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, იყო კამერული ორკესტრის თბილისის კონცერტინოს დირექტორი, მოგვიანებით ტელეფესტივალ მანას აღმასრულებელი დირექტორი, ტიბისი ტვ-ს გენერალური პროდიუსერი, გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის დირექტორი, შპს მელოდია არტის გენერალური პროდიუსერი, ასევე, თბილისის ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე გახლდათ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი”. – თქვა კობახიძემ.
-

არჩევნების შემდეგ სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს გამოეყოფა – კობახიძე
“არჩევნების დასრულებისთანავე, დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება სამინისტროს გაყოფ. კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და ცალკე სპორტის სამინისტროს შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა”.
ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, განაცხადა ბრიფინგზე, სადაც კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი წარადგინა.
-
ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ – კახა კალაძე
„ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყანაში ომი რომ გვქონდეს. შეუძლებელი იქნებოდა სანქციებს რომ მივერთებოდით, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება. ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ, რაც ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. უზარმაზარი რესურსი გვაქვს, რომ განვითარდეთ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო შევამციროთ, კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს და ასე შემდეგ“,
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
-

პირადობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის – სახალხო ცამვბელი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს და გამოძების დაწყებას ითხოვს
გავრცელებულ ინფორმაციებს, იმის შესახებ, რომ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, სახალხო დამცველი ეხმაურება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება. ომბუდსმენი, გამოხატავს მზადყოფნას, მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს და აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს:
“უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.
საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.
ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა. მსგავს შემთხვევებში გთხოვთ მოგვმართოთ აპარატს ცხელ ხაზზე – 1481.” ნათქვამია განცხადებაში.
-

წვიმა და თოვლი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში
22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მათივე თქმით, საფრთხის დონე საშუალოა.