Blog

  • მილიარდერ ივანიშვილის სამშენებლო ობიექტზე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა- ხაბეიშვილი

    „პანორამა თბილისის“ მსენებლობიდან მუშების ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს, ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიას აკისრებს. ლევან ხაბეიშვილი მშენებლობაზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთოება, არსებული კანონდარღვევების მიუხედავად, უწყებებს არ შეუსწავლიათ.

    „მილიარდერ ივანიშვილის სამშენებლო ობიექტზე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. ის, რომ არანაირი უსაფრთხოების ზომები მშენებლობაზე არ არის, ყველამ ვნახეთ. ივანიშვილს ფეხებზე კიდია ადამიანების ჯანმრთელობა. დედაქალაქაის ცენტრში ამხელა მშენებლობა მიმდინარეობს და თურე მერიას არანაირი უფლება არ ჰქონია, შეამოწმოს. ჯერ ერთ ლარად გადასცეს მილიარდერს შემდეგ გზა გააუქმეს, სხვა კორპუსს მიაბჯინეს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომ დაშავდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის შესვლის შესაძლებლობაც არ იყო. ადამიანების გამოყვანაც კი გაჭირდა“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი

  • “დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები” საუდის არაბეთიდან გაქცეული დები საქართველოში დახმარებას ითხოვენ

    „ეს ჩვენ ვართ, დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები, რადგან შესაძლოა რამე შეგვემთხვას და მომავალში გემახსოვრებათ, რომ თუ ჩვენ ვერ გადავრჩით დაეხმაროთ სხვა გოგონებს საუდის არაბეთიდან.“-ეს წარწერა ტვიტერზე არაბმა დებმა საკუთარ ფოტოს დაურთეს.

    საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები საქართველოში იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ.

    დებმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე  ანგარიში გააკეთეს სახელად   Georgia sisters, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ ხმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და საერთაშორისო საზოგადოებას  მიაწვდინონ. 

    დების   მოსაძებნად საქართველოში მამა და ძმა არიან ჩამოსული. ახალგაზრდა ქალების განმარტებით, მათ საფრთხე, პირველ რიგში, სწორედ ოჯახის წევრებისგან   ემუქრებათ.

    ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ საუდის არაბეთის მთავრობამ მათ პასპორტებს ძალა შეუჩერა და  საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ.
    დები თავშესაფარს მოითხოვენ  სადაც მათი უსაფრთხოება დაცული იქნება.

  • კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

    თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. დეტალებზე მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ისაუბრა  და განაცხადა რომ  ტყის ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა და გამოიყო 8 ძირითადი სატყეო სექტორი. ასევე ბილიკებზე მოეწყობა საკემპინგე, დასასვენებელი ადგილები,  საჭირო ინფრასტრუქტურა ეკოლოგიური განათლებისათვის.

    “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ გამოყო გრანტი ამ სატყეო კვლევების საფუძველზე და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე მოეწყობა დაახლოებით ექვსკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას დააკავშირებს მთაწმინდასთან ასევე მოხდება 20 ჰექტრამდე ტყის აღდგენის ღონისძიებები. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისის ლანდშაფტის ახალ სივრცეებს აგვათვისებინებს ტურისტული მიზნით”, — განაცხადა მაია ბითაძემ. — განაცხადა მაია ბითაძემ.

  • “მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის“-ბესელია

    „ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის,“- ეს განცხადება ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.

    ბესელიამ  პარლამენტის თავმჯდომარესთან ცოტა ხნის მომხდარ დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

    „ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დავაყენებ – იმპიჩმენტის წესი,“- აღნიშნა ბესელიამ.

    ინციდენტი პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს მოხდა, როდესაც ეკა ბესელიას ირაკლი კობახიძემ მიკროფონი გაუთიშა, ამის შემდეგ დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე გზა ჩაიხერგა,ავტობუსის 20 მგზავრი დახმარებას ითხოვს

    კობი-გუდაურის მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა.

    გავრცელებული  ინფორმაციით, გადაადგილებას ვერ ახერხებს ავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფება, ადგილზე იმყოფებიან მაშველებიც.მგზავრები გზის გახსნას ელოდებიან. 

    ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

  • სარა ჯესიკა პარკერმა Intimissimi–ს თეთრეულის ახალი კოლექცია წარმოადგინა

    54 წლის სარა ჯესიკა პარკერმა იტალურ ბრენდ Intimissimi–სთან თანამშრომლობა განაგრძო და ბრენდის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. მან ახალი კოლექცია მოდურ ფოტოსესიაში წარმოადგინა. პარკერი ნიუ–იორკის ცათამბჯენის, ემფაიერ სთეით ბილდინგის ფონზე პოზირებდა ბრენდის თეთრეულში.
    “ Intimissimi–ს აბრეშუმის პიჟამო თუ გაქვს,დილით ტანსაცმლის გამოცვლაც აღარ დაგჭირდება“ –დაწერა მსახიობმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
    თაყვანისმცემლებმა დადებითად შეაფასეს ვარსკვლავის ფოტოსესია და კომენტარებში კომპლიმენტები არ დაიშურეს, თუმცა ზოგი იმასაც აღნიშნავდა, რომ ფოტოებში მეტისმეტად ბევრი ფოტოშოფია.
    სარა ჯესიკა პარკერი ბრენდის ამბასადორი გასულ წელს გახდა. მან მონაწილეობა მიიღო ბრენდის სარეკლამო რგლში. გადაღებები ნიუ იორკის ქუჩებში მიმდინარეობდა და გამვლელებისა და ჟრუნალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
  • კეთილი ინებონ და 50-ლარიანი ჩაფხუტი დაახურონ მუშებს თავზე – ელისაშვილი

    „კალაძე ივანიშვილს ვერაფერს გაუბედავდა, წარმოუდეგენლია, რამე კომენტარი გააკეთოს ივანიშვილის ობიექტზე მომხდარ დარღვევაზე, ვეღარ იქნება თბილისის მერი“ -“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ “პანორამა თბილისის”  მშენებლობიდან 3 მუშის გადმოვარდნის ფაქტს გამოეხმაურა.

    „ივანიშვილს სინდისი და ნამუსი რომ ჰქონოდა, მაშინ, როცა უამრავი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, დაიბარებდა „პანორამას“ მშენებლობის ხელმძღვანელს და იკითხავდა, ჩვენთან მაინც თუ არის უსაფრთოების ნორმები დაცულიო. არ უნდა იყოს ქვეყანაში მდიდარი კაცის სინდის-ნამუსზე ეს ამბები მინდობილი. ვინ გაბედავს კარი გააღოს და ივანიშვილს მოსთხოვოს, რატომ არ არის უსაფრთხოების ნორმები შენს მშენებლობაზე დაცულიო,“ – აცხადებს  ელისაშვილი.

    “ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ადამიანები არ უნდ აიღუპებოდნენ ასეთი ბანალური მიზეზის გამო. სახლემწისო უნდა აქცევდეს ყურადღებას, რომ ვირაცეები რომ ჯიბეებს ისქელებენ და რაღაცეებს აშენებენ. კეთილი ინებონ და 50-ლარიანი ჩაფხუტი დააფარონ  თავის მუშებს.ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.”

  • შრიფტების კონკურსი „ქართული – ა“ იწყება

    შრიფტების კონკურსი – „ქართული – ა“ მეორედ ჩატარდება. პროექტი, რომელიც თიბისი ბანკისა და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

    კონკურსზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებ-გვერდზე – Georgiana.ge.

    გამარჯვებულებს კონკურსის ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ.

    · ლაკონური – ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი );

    · აკადემიური – ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);

    · მხატვრული – ა (მხატვრული შრიფტი);

    · გაკრული – ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);

    · ფუტურისტული – ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

    · ტექნიკური – ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);

    · ადაპტირებული – ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);

    · რეგულარლი ა.

    კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარგენა შეუძლია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ.

    გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაცემათ. კერძოდ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი – 1000 ლარით.

    კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – Georgiana.ge.

    „ქართული – ა“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით, პროექტ #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება. მაიკროსოფთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს პროექტი „ქართულად“, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, თიბისის მხარდაჭერით გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი.

    #წერექართულად ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ის ბარბარიზმებისგან.

  • თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო

    თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას.

    ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას.

    თიბისის გენერელური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი საკმაოდ სწრაფად იზრდება, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზე და ამ გაფართოების ფონზე უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ ეჯაილი. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ ამ ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესო გახდება.“

    ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა განსხვავდება სტანდარტული იერარქიული სისტემისგან. დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად, შეიქმნა ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები.

    ლიგები განსაზღვრავენ ბიზნეს მიმართულებას და ისინი ეჯაილ ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფიან გუნდებად.

    გუნდი დამოუკიდებელი, თვითორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. ის შედგება მაქსიმუმ 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. სწორედ გუნდები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან იმ ბიზნეს ღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

    ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. ლეგიონის წევრობა იმავდროულად გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას.
    ლიგებისგან დამოუკიდებლად არსებობენ ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა ეჯაილ ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება კონკრეტულ ლიგებსა და გუნდებში.

    ეჯაილ სტრუქტურით მუშაობა თიბისის 500-მდე თანამშრომელმა უკვე დაიწყო. ეტაპობრივად ტრანსფორმაცია მთელს კომპანიაში განხორციელდება.