Blog

  • სანდრა მოიგებს ბუს კვერცხებს – ხმაური საარჩევნო უბანთან

    „ოდიში ნიუსის“ ინფორმაციით, ზუგდიდის 81-ე უბანთან „კრიმინალური ავტორიტეტები“ გადაადგილდებოდნენ. მათი გადაადგილება მედიასაშუალებებმა დააფიქსირეს. ისინი უბნის შიდა ტერიტორიაზე მოძრაობენ და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ. აღნიშნული პირები  ჟურნალისტების შეკითხვებზე გაღიზიანდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

  • “არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური”- შავგულიძე

    შალვა შავგულიძის თქმით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩევლის აქტივობა მაღალი არ ყოფილა და არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტური გაიმართოს.

    „არ არის ისეთი მაღალი აქტივობა დაფიქსირებული მთაწმინდის ოლქის მაგალითზე ვამბობ, არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტური. დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ არ არის მაღალი აქტივობა, ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა დაუშვებელი მეთოდი წარმატების მისაღწევად არჩევნებში, მოსყიდვა, დაშინება, შავი პიარკამპანია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველს პროტესტი გაუჩნდა ამის მიმართ. ეს გამოიხატა პასიური პროტესტის სახით და ისეთ მაღალი აქტივობა არ იყო ამომრჩევლის მთაწმინდის ოლქში, როგორიც იქნებოდა სასურველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს კარგი პოზიციები,. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და პროგნოზები ვთქვა, ახლა იწყება ხმის დათვლის ეტაპი,’ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    „ვნახეთ, რომ “ქართული ოცნება“ მიდის ყველაფერზე, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ყველაფერს კადრულობს, არაფერს არ უფრთხის. ამომრჩეველი უყურებს, ზონდერები როგორ ესხმიან თავს, როგორ იტყუებიან, ამ კოორდინატორებსაც რა დღეში აგდებენ, მოსყიდვა… ეს არის მათი პანიკა, რომელიც ნამდვილად მათ ვრ მოუტანს შედეგს. ყველა მთაწმინდელის ხმა იქნება დაცული, ვერაფერს გააყალბებენ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ნინო გოგუაძემაც გააკეთა.

    „პრინციპულია ის, რომ ამ ხელისუფლებამ შეიგნოს და გაიზიაროს ის, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა. ხელისუფლებას რომელსაც არ აქვს გეგმა ქვეყნის განვითარების და სიღარიბისგან გამოსაყვანად, მიდის ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ – აღნიშნა გოგუაძემ.

  • ხმაური ზუგდიდში.თინა ბოკუჩავას უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

    ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პოლიციის მოთხოვნას უბნის დატოვების შესახებ, თინა ბოკუჩავა არ დაემორჩილა, რასაც პოლიციის  მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა. 

    საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას განმარტებით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.

  • საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა

    საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა და მალე ბიულეტენების დათვლა დაიწყება.  ქვეყნის მასშტაბით 410 უბანი იყო გახსნილი, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაიხურა.

    შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში ჩატარდა, ასევე გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს გაიმართა საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

    საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

  • “არეულობისკენ მოწოდება, როდესაც შენი ქვეყანა ოკუპირებულია არის სახელმწიფოებრივი დანაშაული”-ზურაბიშვილი სააკაშვილს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეო მიმართვას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე კომენტარი მხოლოდ ინგლისურად გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, ის თავს იკავებდა, რომ საარჩევნო პროცესსში არ ჩარეულიყო, თუმცა “არასახელმწიფოებრივმა და არაკონსტიტუციურმა” მოწოდებამ აიძულა რომ საკუთარი უკმაყოფილება დაეფიქსირებინა. 

    “ყოფილი პრეზიდენტის  ღია არაკონსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს,რომ  გამოვხატო ჩემი  შეშფოთება და პირდაპირი უარყოფა.  ჩემი უპარტიო სტატუსის გამო აქამდე ვიკავებდი თავს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა ის რაიმე  ფუნქციას და  არის თუ არა ის ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ. არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, როდესაც თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია”, — წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდაზეა

    17:00 საათის მონაცემებით,ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე დაბალი ისევ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქშია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხმა ამომრჩეველთა 26,6% – მა მისცა, რაც რაოდენობრივად არის 11 669 ამომრჩეველი.

    ყველაზე მეტი აქტივობა საგარეჯოში ფიქსირდება.აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,8%-მა, რაც რაოდენობრივად არის 309 ამომრჩეველი.

    საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო – 49,5% (11 931 ამომრჩეველი).

    რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად განაწილდა:

    ახმეტა – 44,1% (538 ამომრჩეველი), მარნეული – 27,2% (27 098 ამომრჩეველი), ადიგენი – 45,8% (515 ამომრჩეველი), ზესტაფონი – 37% (20 325 ამომრჩეველი), ჭიათურა – 37% (15 890 ამომრჩეველი), ტყიბული – 33,9% (1208 ამომრჩეველი), წყალტუბო – 40,9% (1724 ამომრჩეველი), ოზურგეთი – 37,4% (1902 ამომრჩეველი), ზუგდიდი – 38,6% (46 702 ამომრჩეველი).

  • “ცოტა ხანი დაგვრჩა ბოლო გამარჯვებამდე” – რულოვსი ზუგდიდელ ამომრჩეველს

    საარჩევნო უბნების დახურვამდე საათზე ცოტა დრო რჩება. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი  მოუწოდებს ამომრჩეველს გამოიყენოსეს დრო და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

  • “თუ არ მოხვალთ არჩევნებზე დადგება ის შედეგი რაც ხელისუფლებას უნდა” – ლევან იოსელიანი მთაწმინდის ამომრჩეველს

    პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იოსელიანი ”სამოქალაქო მოძრაობიდან”, მოქალაქეებს აქტივობისკენ მოუწოდებს.იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩევლების აქტივობა 21%-ია რაც ძალიან დაბალია.

    „ჩვენს მიერ თავის დროზე შეგროვილი ჩვენი მხარდამჭერების სია, რომელიც წარვადგინეთ სარეგისტრაციოდ, როცა მე უნდა გამევლო რეგისტრაცია, ამ სიიდან ნაწილი მათგანი 10-მდე ადამიანი არის ამოღებული საარჩევნო სიიდან. ეს ადამიანები დაგვიკავშირდნენ და თავიანთი თავი ვერ აღმოაჩინეს სადაც აძლევდნენ ხმას. მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე დაბალი აქტივობა არის მთაწმინდაზე. 5 საათის მონაცემებით ეს არის 21% , რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ყველაზე დაბალი და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელისუფლებას გაეხსნას გზა და ეს არჩევნები დაასრულოს ისე როგორც მას სჭირდება. თუ არ მოხვალთ არჩევნებზე და არ გააკეთებთ თავისუფალ არჩევანს სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მოუტანს თავის მხარდამჭერებს და დადგება ის შედეგი რაც ხელისუფლებას უნდა,“-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

  • “მოპარული ვყავდი, მიღებდნენ მანქანაში ვიდეოებს” – გიორგი კაპანაძე

    ონლაინ გამოცემა Presa.ge-ის დამფუძნებელმა ფოთის პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გათავისუფლების შემდეგ კომენტარს აკეთებს.  

    „ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას. მოვიდა, დაახლოებით, 15 პოლიციელი. წრე გააკეთეს და გვითხრეს, რომ ვითომ, მათ მე ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, არ დავემორჩილე. დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციული კოდექსით დაკავება კი არ ჰქონდა გახარიას განზრახული ჩემთან დაკავშირებით. მას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე. მოპარული ვყავდი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში. რომ დამაკავეს, ფოთში კი არ წამომიყვანეს თავიდან, მატარეს ქუჩებში რამდენიმე საათი, მანქანა მიგვყვებოდა წინ, მერე იმ მანქანას მეორე მანქანა ჩაენაცვლა. მერე ტელეფონზე აქტიურად ურეკავდნენ, მიღებდნენ მანქანაში ვიდეოებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

  • “მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ”-გოგი წულაია

    “მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ”-გოგი წულაია ხმის მიცემის დასრულებამდე თავს  ზესტაფონის მერად აცხადებს. 

    “არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგს გამოაცხადებს საოლქო კომისია,  მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ. კოორდინატორები, რომლებიც მყავდა საარჩევნო უბნებზე გამოიქცნენ და დააშინენ. 10 კოორდინატორი უკვე ტელეფონსაც არ პასუხობს. ვაცხდებ, რომ ბოლომდე დავიცავ ჩემს ხმას და ჩემი ამომრჩევლის არჩევანს”, – განაცხადა “თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა.