Blog
-
“ოცნებამ სახლში დარჩენილი ხალხის წყალობით მოიგო”- ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია შუალედური არჩევნების შედეგებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით “ქართულმა ოცნებამ” სახლში დარჩენილი ხალხის წყალობით მოიგო.
“მოიგეს პარტიული აქტივით, 20 ლარად ნაყიდი ხმებით, მცირე “ჩაყრებით” და სახლში დარჩენილი ხალხით. ჯერ შედეგებიც არ ვიცი, მაგრამ ეს ვნახე ჩემს უბანში. კარგია. როდესაც გაუჭირდებათ, სიამოვნებით ვუყურებ, როგორ დაეხმარებათ ბიძინა და ბატონი დედის სხეულგამოვლილი“, – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური მხოლოდ მთაწმინდაზე დაინიშნება, სადაც ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის კანდიდატი დაუპირისპირდებიან.
-
სუს-მა გარიგებული მატჩების ბრალდებით 11 ფეხბურთელი დააკავა (ვიდეო)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს.
დაკავებულები არიან საფეხბურთო კლუბ ”ვიტ ჯორჯიას”, ”ჭიათურას”, ”ლანჩხუთის გურიის” მოქმედი ფეხბურთელები და ასევე 3 ყოფილი ფეხბურთელი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავეები წინასწარ უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ამის შესახებ სუს-ის ოფიციალური საიტი იუწყება და ვიდეოსაც ავრცელებს.
-
“საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი”-სანდრა რულოვსი
“საპროტესტო ტალღით ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი”- “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის შტაბში შეკრებილ ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებს მიმართა, რომ ბრძოლის გაგრძელებისთვის ემზადება.
“გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. ამ საპროტესტო ტალღით – ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, ნორმალურ არჩევნებზე.
მინდა, პირველ რიგში, ყველას ვუთხრა მადლობა, ყველა ამომრჩეველს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, კოორდინატორებს, აგიტატორებს, მოხალისეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს”, – განაცხადა რულოვსმა.
-
“ლიბერასტები ვერ გაგვაჩუმებენ”- ულტრა-ნაციონალისტური ქართული გვერდები ფეისბუქმა დაბლოკა
17 მაისს ფეისბუქმა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” ავრცელებს.
გვერდები, რომლებიც ანტიდასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე პოსტებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში 17 მაისს დაიბლოკა. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”.
გვერდების გარდა დაიბლოკა დაიბლოკა მოძრაობა “ქართული მარშის” წევრის, ბექა ვარდოსანიძის, პირადი ფეისბუქ ანგარიშიც.
ბექა ვარდოსანიძე, მოგვიანებით, ბექა ოპიზარის სახელით დარეგისტრირდა და აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა.
ულტრა-ნაციონალისტები აცხადებენ ,რომ გვერდების გაუქმება ლიბერალების მორიგი შეტევაა.

-
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა რადა ინაუგურაციის დროს დაითხოვა
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ განაცხადა. ზელენსკიმ ფიცის დადო და განაცხადა:
“მე ვითხოვ უმაღლეს რადას, დიდება უკრაინას.”
ფიცის დადების ცერემონია უმაღლესი რადას დარბაზში გაიმართა და მას სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ინაუგურაციის სტუმრებს შორისიყვნენ ყოფილი პრეზიდენტები პეტრო პოროშენკო და ვიქტორ იუშჩენკოც იყვნენ.
-
მეორე ტურის გამართვისთვის, ბოლო ვადა 13 ივნისია
არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 13 ივნისია. მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.
„კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი“, მეორე ტურის თარიღს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 13 ივნისის შემდეგ არჩევნების მეორე ტური ვეღარ ჩატარდება“, – განაცხადა მიქელაძემ.
-
გურჯაანში 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს
გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.მოზარდს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება სსსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.