Blog

  • 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ქურდული სამყაროს გაშარჟებას მოჰყვა

    51-ე სკოლაში რამდენიმე საათის წინ სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ჩხუბში მონაწილე მოზრდილებს და თვითმხილველებს  პოლიციაში კითხავენ. დაპირისპირება კლასელებს შორის ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო. ვიდეო თავად მოსწავლეებმა მოამზადეს, სადაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგიც ფიგურირებს.

    „ჩხუბი არ მომხდარა? ჩვენ ისე დავიზარდეთ ჩხუბი არ მომხდარა? ჩხუბი იყო მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება. ისეთი უსამართლობები ხდება ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ ბავშვებმა ეს ცუდად მოირგეს. კლიპის გამო შეიძლება ბავშვზე ესეთი რაღაცის თქმა? ეს არის აბსოლუტურად სიცრუე. სწორის სახელია თქვენზე, ეს არის „ცრუსთავი“. ეს არ არის სიმართლე. სამწუხაროა რომ ყველა ტელევიზიას ეს რუსთავი გჯობნით. იყო შემთხვევა და იყო წაკინკლავება და არანაირი დაჭრა, არანაირი დანები. წაკინკლავდნენ ჩვეულებრივად. ახალგაზრდა ბიჭები არიან, თინეიჯერებს რა უნდათ, ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ რა“-აცხადებს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი.

    კლიპის გამო დაპირისპირებას უარყოფენ მასწავლებლები. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ.

    მშობლებისგან და მასწავლებლების განსხვავებით 51-ე სკოლის მოსწავლეები ღიად საუბრობენ, რომ დაპირისპირება სწორედ ვიდეო შარჟს მოჰყვა.

    „ჰიმნს მღეროდნენ ჩვეულებრივ, რაღაც ვიდეო შარჟი ჰქონდათ მომზადებული. ჩვეულებრივი ხუმრობა იყო. ისეთი სერიოზული არაფერი არ ყოფილა,“-ამბობენ ბავშვები.

    გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს მანდატურის სამსახურის უფროსი. ამბობს მხოლოდ იმას რომ საქმეში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.

    დაპირისპირება მოზარდებს შორის დღის პირველ ნახევარში მოხდა, თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანები დანებით იყვნენ შეიარაღებული და დაპირისპირებაში ათობით ბიჭი მონაწილეობდა.

  • ბაღების უხარისხო საკვებით მომარაგებისთვის მერიამ “ნილს” ხელშეკრულება შეუწყვიტა

    “საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო”-დედაქალაქის მერიამ ბაღების მომმარაგებელ კომპანია “ნილს” ხელშეკრულება შეუწყვიტა. 

    თბილისის მერის ილია ელოშვილის განმარტებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში “ნილი” ბაღებისთვის საკვების მიწოდებას ხშირად დაგვიანებით ახორციელებდა, ადგილი ჰქონდა უხარისხო პროდუქციის მიწოდებასაც. 

    ახალი ტენდერის გამოცხადებას მერია ზაფხულამდე არ გეგმავს.  მანამდე კი იმისთვის, რომ ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდება არ შეფერხდეს  და შესყიდვებს ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ.

    „ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. პარასკევს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს. უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ. საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება, ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია დარჩენილ ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა  ელოშვილმა.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7470 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7424 ლარი იყო.  ლარი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა.

    ევროს კურსი 3.0643 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0630 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.

  • რუსთაველის გამზირზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა

    რუსთაველის გამზირზე ქვეითად მოძრავ ახალგაზდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

    თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

    საწყის ეტაპზე ვენდუზე 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200 – ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის – ეზოს და სახლის ინვენტარის მიმართულებით.

    Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინ მომსახურებას გაუწევენ.

    Vendoo.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყობე სისტემით, ონლაინ მარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონ ბიზნესი.

    ვენდუ მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები, სერვისები და ფუნქციები.

    მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1 ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

    ვენდუს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – vendoo.ge.

  • პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი A-Studio ბათუმში კონცერტს გამართავს

    27 ივლისს ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A-Studio-ს კონცერტი გაიმართება. კონცერტი კლუბ UP2U-ში შედგება და მისი ორგანიზატორი ივენთკომპანია კლიკია. ბილეთების საფასური 40-60 ლარი იქნება  და მისი შეძენა მსმენელს tkt.ge-ზე შეეძლება. 

    ჯგუფის სოლისტი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი, ქეთა თოფურიაა, რომელიც  პუტინის აქტიური მხარდამჭერია. 2018 წელს ის რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო აგიტაციაშიც აქტიურად  მონაწილეობდა და პუტინის მხარდასაჭერ კლიპშიც გამოჩნდა. მანამდე კი,  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან  2 წელიწადში, თოფურიმ მონაწილეობა მიიღო  საბჭოთა კავშრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.ის სცენაზე რუსული სამხედრო ფორმით წარსდგა და  შეასრულა  სიმღერა “ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება”.

  • “გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს”-სამადაშვილი მელიას დაუპირისპირდა

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი  ყოფილ თანამოაზრეებს უპირისპირდება.  

    “შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე.

    სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე. მაგრამ ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ, უღირსი ხალხია.

    ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ – როგორ! თავისუფალი ხალხი ასეა და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვო ეს თავისუფლება“, – წერს სოციალურ ქსელში სამადაშვილი, თუმცა არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს.

    სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა სამადაშვილის სტატუსი მელიას განცხადების საპასუხოდ აღიქვა, თუმცა თავად სამადაშვილი  ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ნაციონალურ მოძრაობაში  დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

    გუშინ არჩევნების დასრულების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა   ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერებმა წინდაუხედავი განცხადებები გააკეთეს.მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იგულისხმა.

  • “უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენაა” – რულოვსი მელიაზე

    გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ზე გუშინდელი ნიკა მელიას ინტერვიუ არ უნახავს. თუმცა მან იცის რის შესახებაც ილაპარაკა მელიამ. რულოვსის თქმით ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული, ვიდრე ინტერვიუების მოსმენაა.

    “არ მინახავს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენა, მარტო გამიგია, ყველას აქვს თავისი არჩევანი, ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ქვეყანა”, – განაცხადა რულოვსმა.

    გუშინ საღამოს გადაცემა კვირის აქცენტებში  ნიკა მელია ჩარეთო მას შემდეგ, რაც გადაცემაში სანდრა რულოვსის ჩართვა დასრულდა. სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის წაგების შემთხვევაში ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და მთელ საქართველოს შემოივლის.

  • ბიჭმა კორპუსიდან კუ გადააგდო.დაწყებულია გამოძიება

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს,რომ პიროვნება  საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან კუს აგდებს.

    “გადავაგდებ რა ამის დედაც”-  ამბობს პირი ვიდეოში და  კუს ხელს უშვებს.  ვიდეოს სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლები ცხოველზე მოძალადის დასჯას მოითხოვენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.