Blog
-
“ყველა ნაბახუსევზე ტრუპებს რომ ითხოვდა, ისეთი პრემიერი მოგეწონებათ თქვენ“-დაპირისპირება პარლამენტში
დაპირისპირება და ხმაური პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის კარლო კოპალიანის განცხადებას მოჰყვა.„ნუ ლაპარაკობთ ძალადობაზე, წარსული დაგავიწყდათ? იქნებ ვინმეს დაავიწყდა, როცა ოთხოზორია-ტატუნაშვულის სიაზე ლაპარაკობს,მათი უშიშროების საბჭოს მდივანი გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი რომ იყო ერთი თვე. ასეთი პრემიერი არა, თქვენ მოგეწონებათ პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე ტრუპებს რომ ითხოვდა,“ – განუცხადა ოპოზციას კარლო კოპალიანმა, რაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ხმაურით და სიტყვიერი შელაპარაკებებით გაგრძელდა. პარლამენტის ტექპერსონალი იძულებული გახდა, პერიოდულად, სხდომათა დარბაზში ხმა გამოერთო. -
ერევანში სოროსის ფონდის დახურვის მოთხოვნით ფონდის ოფისი ალყაში მოაქციეს
ერევანში მოძრაობა “ადეკვატმა“ სოროსის ფონდის შენობასთან აქცია გამართა. აქციის ასამდე მონაწილე ფონდის სომხური ფილიალის დახურვას და მასთან აფილირებული პირების საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა.აქტივისტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით “Stop, Soros” და მოითხოვდნენ სასწრაფო ზომების მიღებას ფონდის დასახურად. მათ ფონდის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მცდელობა აღვეთა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციას ოფისის მთელი პერიმეტრი აქვს გამაგრებული.მოძრაობა “ვეტოს“ ხელმძღვანელი, ნარეკ მალიანი, რომელიც წარსულში სომხეთის პოლიციის უფროსის მრჩეველი იყო, აცხადებს, რომ ფონდი “ღია საზოგადოება“ სომხეთის სახელმწიფოებას ანგრევს და საზოგადოებას მორალურად რყვნის. აქტივისტი ამბობს, რომ ფონდის სომხური ფილიალის ხელმძღვანელმა, ლარისა მინასიანმა მის წინააღმდეგ განცხადებით პოლიციას მიმართა. ჯერჯერობით განცხადების შინაარსი უცნობია, თუმცა მალიანი ამბობს, რომ პროტესტს გააგრძელებს.“მინდა ოფისის წინ დავჯდე, ვიყვირო და მისი საქმიანობა დავამუხრუჭო. ფაქტიურად ეს ფონდია სახემწიფო, რადგან მინისტრთა კაბინეტის წევრები აქედან იღებენ მითითებებს, აქედან ხორციელდება ყველაზე ბინძური მედიაშეტევები და ჩრდილი ადგება სამართალდამცავ სისტემას“. – ამბობს ისსომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების არაერთ თანამდებობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ფონდ “ღია საზოგადოების“ ყოფილი თანამშრომლები დაინიშნენ. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თან მათი ფოტოებიც მიიტანეს. მოგვიანებით აქცია დაიშალა, თუმცა მისი მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.
-
ვიქტორინა 6 წლის გეოგრაფიის ექსპერტებთან – ჰენრი ვინკლერი ელენის შოუში ბავშვებმა შეარცხვინეს
ელენის შოუში ცნობილი მსახიობ და პროდიუსერს ჰენრი ვრინკლერს 6 წლის გეოგრაფიის ექსპერტებთან მოუწია ვიქტორინაში დაპირისპირება. ერთი შეხედვით 6 წლის ბავშვებთან გეოგრაფიაში დაპირისიპრება რთული არ უნდა იყოს თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალურ შემთხვევასთან გვქონდა ადგილი.
-
დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა. კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, შესაძლოა პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს და მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. “მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კირკიტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 4–დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ხნის მანძილზე ის წინასწარ პატიმრობაშია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის მოთხოვნით ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.
-
,,მინდა ვკითხო პრემიერს – როდის გადადგება? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა და ხალხი” – ჭიჭინაძე
„წუთნახევრით განსაზღვრა პარლამენტმა ის სტატუსი, რაც ჩვენს პრემიერს აქვს“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. ინტერპელაციის ფორმატში მისულ მამუკა ბახტაძეს მან მხოლოდ გადადგომის შესახებ დაუსვა შეკითვა.,,მინდა ვკითხო რიტორიკულად როდის დატოვებს თანამდებობას, დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა და ხალხი. რასაც ის აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა, აქაც ფიქტიურად მოდის, ტელევიზორშიც ფიქტიურად გამოდის. ვფიქრობ, დღეს ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი“ – განაცხადა ჭიჭინაძემ. -
„რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო“ – ოპოზიციამ პრემიერს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა
პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მამუკა ბახტაძეს ოპოზიციამ სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ოპოზიციის პროტესტი მამუკა ბახტაძის მხრიდან „თიბისი ბაკის“ საკითხზე და საპროცენტო განაკვეთზე საუბარს მოჰყვა. „რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო, სამსახიობო ნიჭში კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთებთან“ – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას. -
”კროსია თუ რა არი, ვერ გავიგე?აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ მე” – ირმა ინაშვილი
პარლამენტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ინტერპელაციის ფორმატი და ის გრაფიკი გააკრიტიკა, რომელიც ბიურომ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრთან დასასმელი კითხვებისთვის დაუდგინა. ინაშვილმა თვალთმაქცობად და სამარცხვინოდ შეაფასა პრემიერის ამ ფორმატში გამოსვლა.
„რა მივიღეთ ჩვენ, რა ინფორმაცია მიიღო ხალხმა პრემიერისგან? პრემიერს ვიწვევთ პარლამენტში და არაფერი არ რჩება აქედან, რჩება ჰაერი“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა
-
ტორონტომ პირველი თამაში მოიგო!!! – ოქროს შტატელებმა კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგეს
31 მაისს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის პირველი თამაში შედგა, სადაც ტორონტო რეპტორსმა 119-108 სძლია გოლდენ სთეით უორიორს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ყველასთვის ცოტა არ იყოს გასაკვირად პასკალ სიაკამი გახდა. მან 39:44 წუთში 32 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება მოაგროვა. აღსანიშნავია მისი სროლის პროცენტიც. მან 17 ნასროლი ბურთიდან 14 მოათავსა კალათში, რითიც NBA-ის სუპერფინალის მეორე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა.
უორიორსის რიგებში საუკეთესო გუნდის ლიდერი სტეფ კარი იყო, რომელმაც 40 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა მოაგროვა.
სამწუხაროდ ერთ-ერთ მომენტში ნასროლი ბურთის შემდეგ ოქროს შტატელების ერთ-ერთი ლიდერი ანდრე იგუადალა ცუდად დახტა და რამდენიმე წუთი კოჭლობით გააგრძელა თამაში, რის შემდეგაც იგი მოედნიდან გაიყვანეს და აღარ დაბრუნებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ანდრე მეორე თამაშში საკუთარი გუნდის დახმარებას.
სერიაში ტორონტო გალიდერდა 1-0. სუპერფინალის მეორე მატჩი ისევ ტორონტოში შედგება, თბილისის დროით ორშაბათს 3 ივნისს გამთენიის 04:00 საათზე შედგება.
-
“სადღეგრძელოები არ გვჭირდება აქ, ეს არის დაცინვა, სპექტაკლი“- ხმაური პარლამენტში პრემიერის მოსმენამდე
პლენარული სხდომა, რომელზეც ინტერპელაციის ფორმატით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოს და თამარ ჟვანიას უნდა მოუსმინონ ხმაურით დაიწყო. ხმაურის ფონზე, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობადა კამათი და დავა პროცედურაზე და გრაფიკზე. ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს დადგენილ გრაფიკზე, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელ დეპუტატებს და ოპოზიციის წევრებს კითხვის დასასმელად ორ წუთზე მეტი არ ჰქონდათ განსაზღვრული. დეპუტატების შეფასებით, არასწორად ხდება ინტეპელაციის დროების განსაზღვრა. ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დროის გაზრდა მოითხოვეს, რადგან მათი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ინტერპელაცია აზრს კარგავს.
-
“აი თქვენი სამარცხვინო გრაფიკი,არ ვემორჩილები“ – ადა მარშანიამ ბიუროს მიერ დადგენილი გრაფიკი დახია(ვიდეო)
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანია პროტესტის მიზეზი ის გრაფიკი გახდა, რომელიც ბიურომ დაადგინა და რომლის მიხედითაც, ინტერპელაციის წესით პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს და ცესკოს თავმჯდომარეს უნდა მოუსმინონ პლენარულ სხდომაზე.