Blog

  • თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს

    6 ივნისს, თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.

    ღონისძიებაზე თიბისი ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები თიბისი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი შეეხება უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია.

    ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. თიბისის მენეჯმენტის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე გამართავენ: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორატიული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.

    ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.

    “ინვესტორების დღე უნიკალური შესაძლებლობაა ერთი მხრივ თიბისი ბანკისთვის, ინვესტორებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მიმდინარე შედეგები, ბანკის განახლებული სტრატეგია და ხედვა, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, მიიღონ განახლებული ინფორმაცია და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. დამსწრე აუდიტორიას წელს ძალიან ბევრ სიახლეს გავუზიარებთ, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. წელიწადში ერთხელ ინვესტორებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, – გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი.

    წელს თიბისი ჯგუფი ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

  • NBA| კარის 47 ქულამ უორიორს ვერ უშველა – ტორონტო წინ გადის სერიაში 2-1

    თბილისის დროით 6 ივნისს გამთენიის 5 საათზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის მესამე შეხვედრა გაიმართა.

    გოლდენ სთეით უორიორსი საკუთარ კედლებში იღებდნენ ტორონტო რეპტორსს. ამ მატჩის წინ უორიორსს უპირატესობა ჰქონდა, რადგან მათ ტორონტოელები გასვლაზე დაამარცხეს და საკუთარი მოედანზე გამარჯვების შემთხვევაში სერიაში 3-1 გახდებოდა. თუმცა ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ თამაშამდე ყველა ცნობილი გამოცემა ამტკიცებდა, რომ კლეი ტომპსონი მესამე თამაშზე მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა და ტრავმის გამო დურანტთან და ლუნისთან ერთად მასაც მოუწია აღნიშნული მატჩის გამოტოვება.

    მატჩი ტორონტოელების დომინაციით დაიწყო და პირველ მეოთხედში მოპოვებული 10 ქულიანი უპირატესობა მათ მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს. სტეფ კარის არაერთი მცდელობის მიუხედავად ოქროს შტატელები მეტოქესთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ და ჩამორჩენა 7 ქულის მეტი ვერ შეამცირეს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ტორონტომ აღნიშნულ მატჩში მარტივად იმარჯვა.

    უორიორსის შემადგენლობაში საუკეთესო გუნდის ლიდერი სტეფ კარი იყო. მის ანგარიშზე 43 წუთში, 47 ქულა, 8 მოხსნა, 7 გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. რეპტორსის რიგებში საუკეთესო კვლავ კავაი ლეონარდი იყო: 38 წუთში, 30 ქულა, 7 მოხსნა, 6 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

    სერიის მეოთხე მატჩი თბილისის დროით 8 ივნისს გამთენიის 05:00 საათზე კვლავ ოკლენდში გაიმართება.

  • მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

    ხორავას ქუჩის საქმეზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ  მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

    ბრალდებულის დარბაზში შეყვანისას კალანდიას ნათესავები ტაშით შეხვდნენ.

    მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩის საქმეზე  სამართალდამცავებმა 2 დღის წინ დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

  • “არ მჯერა რომ ამის დაწერა მიწევს”- ლულუ კახიანი 15 წლის შვილის გარდაცვალებაზე

    2 დღის წინ ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და მუსიკოს  გიორგი გვარჯალაძის 15 წლის ქალიშვილი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკულად დაღუპული მე-9 კლასელი გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

    ლულუ კახიანი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თან ურთავს შვილის ვიდეოს. 

    “ჩემი საოცრება ჩემთან აღარაა…არ მჯერა რომ ამის დაწერა მიწევს პანაშვიდები ხვალ და ზეგ.ჩემი Lenø ჩემი სიცოცხლე როგორ მიყვარხარ, რა გავაკეთო არ ვიცი დეე…”-წერს ლულუ კახიანი. 

  • ჩამოვარდნილ ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება -ეკონომიკის სამინისტრო

    ეკონომიკის სამინისტრო ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადებას ავრცელებს.

    “დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

    მოკვლევის მიზნით ადგილზე უკვე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი, დავით გიუნაშვილი

    ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია „ავიატორი +“-სს (აჭარა ჯგუფი)”-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს. 

    “ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა.

    სს ენერგო-პრო ჯორჯია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო”,-აღნიშნულია განცხადებაში.

  • „ოქროს სია“ გაუქმდა – ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა

    კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა – ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. ცვლილება ე.წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას შეეხება. 

    აღნიშნული  ბრძანება 2019 წლის 31 მაისით თარიღდება და მას ხელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აწერს.

    ბრძანების მიხედვით,  „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

    ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება 12 ივნისს ამოქმედდება.

  • ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი “აჭარა ჯგუფს” ეკუთვნის

    ყაზბეგში  2 საათის წინ  ვერტფრენი ჩამოვარდა,  უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და აჭარა ჯგუფის ორი თანამშრომელი. ვერტმფრენმა  ტექნიკური ინსპექტირება 22 მაისს გაიარა და  საფრენი ბაზიდან სასტუმროსაკენ მიფრინავდა. კომპანია “ავიატორ პლიუსის” კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

    კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს. „აჭარა ჯგუფი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.