Blog

  • “წარმატებული დიზაინერების ინკუბატორი”- “Vogue” თბილისზე სტატიას აქვეყნებს

    პოპულარული გამოცემა Vogue საკუთარ მკითხველს საქართველოს დედაქალაქზე სტატიას სთავაზობს.

    „საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ – ამ სათაურით ქვეყნდება სტატია Vogue-ის ფურცლებზე.  პოპულარული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და “Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

    „საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი, ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო“, – წერს Vogue -ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.

  • “საპატრიარქოს მორიგი “ტაბურეტკა” განცხადება აღმაშფოთებელია.”- ბერძენიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე

    “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით, სწორედ გახარიას უწყება არის პასუხისმგებელია პრაიდის უსაფრთხოებაზე, რაც შეეხება საპატრიარქოს ის ერთგვარ ტესტს უმზადებს ხელისუფლებას.

    “საპატრიარქოს მორიგი “ტაბურეტკა” განცხადება აღმაშფოთებელია. ემუქრება ყველას შინ და გარეთ, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს… ფაქტიურად ეს ანტიდასავლური მორიგი გამოხტომაა, ტესტს გვიტარებენ დემოკრატიულ კუნძულებს ქვეყანაში. გახარიას უწყებაა პასუხისმგებელი პრაიდის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა. ამასთანავე, მთელ ხელისუფლებასაც უტარებს ტესტს ილია მეორე და მისი ანტიდასავლური გარემოცვა- პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ ლგბტქ თემის მიმართ, მოწოდებამ, რომ წინ უნდა აღუდგნენ სხვა ქვეყნებში მათ ჩაგვრას, შეაშფოთა საპატრიარქო და მყისიერად უპასუხა დასავლეთს( საელჩოებს მიმართა), ჩვენთან არ გაგივათო.
    ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას- “ტაბურეტკის” წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა- ანტიდასავლური პოლიტიკა. ქართველი ერის სახელით მანამ ილაპარაკებს საპატრიარქოს რენეგატი, რეტროგრადი უმრავლესობა, სანამ ქართული პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს. არასამთავრობო სექტორი, მედია, პროდასავლური პარტიები- ესაა დემოკრატიული ინსტიტუციები და ყველას მოგვეთხოვება, არ ჩავდგეთ სირაქლემას პოზაში. ასე ვფიქრობდი ათეული წლების წინაც და ახლაც ასე ვფიქრობ.”- წერს დავით ბერძენიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ტრაგედია თუშეთში-ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

    ამდროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.

    დაშავდა „ჯიპის“ ტიპის ავტომობილში მსხდომი ორი ადამიანი. ინფორმაციას თუშეთი შენაქოს ფეისბუქის  გვერდი ავრცელებს.

    ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები.

    შსს-ს ინფორმაციით, თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად დაღუპულიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

  • ტრანსგენდერი ქალები თბილისი პრაიდს არ უერთდებიან

    „ტრანსგენდერი ქალები თბილისი პრაიდს არ ვუერთდებით“, – ამის შესახებ ტრანსგენდერმა ქალმა  გაბრიელა როსკიპოვამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ რისკების გამო მიიღეს, რაც მათუსაფრთხოებას  საფრთხის ქვეს აყენებს.

    „ჩვენ არ ვუერთდებით ღირსების მარშს. ამავდროულად, მივმართავთ შსს-ს, რომ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს ზომები გახშირებულ თავდასხმებზე, რადგან ჩვენ მშვიდობიან გარემოში ცხოვრება შევძლოთ. სექს სამუშაოში ჩართულ ქალებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად გვიწევს. ჩვენი არსებობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვინიღბებით და ვიმალებით, რადგან შეიძლება მოგვკლან. ისევე, როგორც ჩვენი სხვა მეგობრები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის საშუალება მივღოთ უმაღლესი განათლება. დასაქმებაზეც უარს გვეუბნებიან, რომ არაფერი ვთქვათ, ოჯახზე, საიდანც გვდევნიან. ეს გადაწყვეტილება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებმაც გადაგვაწყვეტინა,“ – განაცხადა როსკიპოვამ.

    18-23 ივნისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება,  თუმცა, ორგანიზატორები უსაფრთხოებიდან გამომდინარე ლოკაციას არ ასახელებენ.  

    „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდს“ ჩატარების უფლებას არ მისცემენ. დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. 

  • თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად ,პირველადი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა

    პირველადი მონაცემებით,  თუშეთში მანქანის გზიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის  შედეგად 1 ადამინი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. 

    მანქანაში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ,  მოტოციკლისტები ისხდნენ.

  • თუშეთის გზაზე ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, სიმაღლიდან გადავარდა

    თუშეთის გზის მე- 18 კილომეტრზე ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, სიმაღლიდან გადავარდა.

    ადგილზე სახანძრო- სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიემგზავრებიან. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

  • 53,899 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

    31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, სამეგრელოში, სვანეთსა და გურიაში 53,899 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა.

    კანონდარღვევის ფაქტები  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოავლინა.

    “საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა”, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. 

  • „სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ“-მიხეილ სააკაშვილმა სამედინიცო შემოწმება გაიარა

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა.  სააკაშვილმა ამის შესახებ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  დაწერა.

    „გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. ჯანმრთელობა შესანიშნავია, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ, ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. ძალიან სასიამოვნო და გულისხმიერი სამედიცინო პერსონალია, რომელიც მუშაობს ძალიან ცუდ პირობებში. საჭიროა სამხედრო კომისარიატებისა და მათი თანამშრომლებისთვის დაფინანსების მკვეთრად გაზრდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.