თუშეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

Written by

in

 

თუშეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *