Blog

  • “ორი პარასკევი აქვს დარჩენილი… რაღაცნაირად სიამოვნება უნდა მიიღოს – კობახიძე ზურაბიშვილის ბუდაპეშტში დაგეგმილ ვიზიტზე

    “ორი პარასკევი აქვს დარჩენილი… რაღაცნაირად სიამოვნება უნდა მიიღოს – კობახიძე ზურაბიშვილის ბუდაპეშტში დაგეგმილ ვიზიტზე

    ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და პრინციპში საზოგადოებამ გააკეთა ეს, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით. შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,

    ასე ეხმაურება, პრემიერი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ხვალ, ბუდაპეშტში დაგეგმილ არაფორმალურ ვიზიტს.

  • უბანზე ამომრჩევლის აქტივობასთან დაკავშირებით ცესკო ISFED-ის განცხადებას ეხმაურება

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გამოვლენილ დარღვევებს ეხება.

    “ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევრებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა;

    მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის.

    აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ესენი არიან: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე”, – აღნიშნა ცესკო-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე.o

  • მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით, მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ – სააკაშვილი

    მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით, მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ – სააკაშვილი

    „მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში. მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.

    ვეთანხმები თიკას [თინა ბოკუჩავა] , რომ ძალა ერთობაშია!“,

    ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.

  • შევადგინეთ განაცხადის ფორმები, რომ მოქალაქეებმა ცესკოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმართონ – ნაცვლიშვილი

    “შევადგინეთ განაცხადის ფორმები, რომ მოქალაქეებმა ცესკოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმართონ” -კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, სადაც ის საზოგადოებას FACEBOOK ჯგუფში სახელად:  დაიცავი შენი ხმა #ვითხოვ ახალ არჩევნებს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

    „მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელიც შეიქმნა FACEBOOK პლატფორმაზე, თითოეულ მსურველს შეეძლება გაწევრიანდეს ამ ჯგუფში სადაც ჩვენ მოგაწვდით ყოველდღიურად ინფორმაციას, მათ შორის ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში, ეს არის განცხადებების ფორმით, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგეძლებათ. ერთი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკოს, დაადასტუროთ რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ვინაიდან არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული საქართველოში მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის, მიმართოთ ცესკოს და მოითხოვოთ გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში ხომ არ არის თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული, ცესკო ვალდებულია გიპასუხოთ ამაზე და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. მეორე ინსტრუმენტი ეს არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ცესკოს, გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ, რომ ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, ხმის ფარულობა, დაირღვა თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის და შესაბამისად მოითხოვოთ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები“, – თქვა ნაცვლიშვილმა.

  • ხვალ თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება –  ქუჩების ჩამონათვალი

    ხვალ თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

    ხვალ, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს: მთაწმინდის, ვაკის, კრწანისის, დიდუბის, ჩუღურეთის, საბურთალოს რაიონებში წყალი 24 საათით შეწყდება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ფარნავაზ მეფის გამზირზე N24-თან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

    8 ნოემბერს 01:00-დან 9 ნოემბრის 01:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

    მთაწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, მაყაშვილის აღმართს, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, სატივეს, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძე), გალის, თერგის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ნ.ჟვანიას, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, თავისიფლების მოედანს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, გერონტი ქიქოძის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, ბოლო აღმართის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, გუნიას, ბროსეს ქუჩებს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას. ს/ს ქვედა პლატოს , ს/ს სეიდაბადს.

    კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, პურის მოედანი, პურის ჩიხი, ონის შესახვევი, ბააზოვის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, სალამის, ზდანევიჩების, აჯიაშვილის, საადის, გომის, ჯვარედინის შესახვევი, ჯიბლაძის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, ირგვლივის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები, აბო თბილელის, აბანოს, დაბახანის, ბოტანიკურის, დავით გულუას აღმართს, გრიშაშვილის N11 და ახუნდოვის ქუჩებს.

    საბურთალოს რაიონში: ზაურ ბოლქვაძის,დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის (ქაფიანიძე), ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას (გარდა N36-60 (ლუწები)), ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტარის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41(კენტებს), N2-58(ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41(კენტებს), N 2-24(ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის ( N32-ის გარდა), აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ნასიძე, ა.სულაკაურის, შანხაის დასახლება ოთარ ჩხეიძის და კალისტრატე ქუთათელაძეს ქუჩებს, 26 მაისის მოედანს. ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის ქ. „ახალი თბილისი“, ოლიმპიური ქალაქი, აღმაშენებლის ხეივანი „თბილისი მოლი“, დიღმის წყლის ქუჩებს. ნასიძე, როსტევანის 1, 8ა, ნინო აბაშიძე-ორბელიანის N 1ა, 3, 13 ასურელის N 126, დავარის N1, ფარნავაზ მეფის N 5

    ვაკის რაიონში: ყაზბეგის გამზ. N26-30(ლუწებს), N43-55(კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, შატბერაშვილის ხევი, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირი 1 შესახვევს. ვაკის პარკს და მზიურს.

    ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქ N2-18; (ლუწებს) N1-21 (კენტებს), უშანგი ჩხეიძის.

    დიდუბის რაიონში: ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის, ბელიაშვილის შესახვევი N12, ბელიაშვილის N40, ბელიაშვილის 2 ჩიხს, გივი ჟვანიას ქუჩას და ჩიხს, ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა კლინიკას.

  • მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე – ემანუელ მაკრონი

    დემოკრატიის ევროპული მოდელი, ასევე, არის განხილვის საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე, კიბერშეტევები, ამომრჩევლის მოსყიდვა, მანიპულაცია, ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და იმედი მაქვს, რომ საქართველო განამტკიცებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს.

    ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

  • ხელისუფლებისთვის ბევრი სიურპრიზი იქნება –  ხოშტარია სამოქმედო გეგმებზე

    ხელისუფლებისთვის ბევრი სიურპრიზი იქნება – ხოშტარია სამოქმედო გეგმებზე

    ქუჩის პროტესტის კონკრეტული და კოორდინირებული გეგმა გვაქვს, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვით. მაგრამ, ამას თავისი დინამიკა აქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ის იქნება ძალიან მწვავე, ერთიანი და შედეგზე ორიენტირებული – ქართული ოცნებისთვის ბევრი სიურპრიზი იქნება […]

    ქუჩაში ბრძოლის მზაობა ყველას უნდა გვქონდეს. მიმართულებას, კონკრეტულად როდის და რა უნდა გავაკეთოთ, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ, ოპოზიცია კოორდინირებულად ვმუშაობთ.

    თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.

  • 22 საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციომ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სარჩელები

    22 საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასათან დაკავშირებით.  მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში დიმიტრი გვრიტიშვილიც შედიოდა, გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.

    სააპელაციო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნების”, საიასა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივრებს განიხილავდა. არასამთავრობოები რიგ უბნებში ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.პროცესზე ჯამში 40 ოლქზე გამოვლენილი დარღვევები განიხილებოდა.

    საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

    “გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში. ეს იგრძნობოდა გუშინ, იგრძნობოდა იმ განხილვით, როგორც სასამართლომ ეს განიხილა.

    ეს იყო კოორდინაციაში მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, არ გამეორებულიყო რაიმე განსხვავებული მოსაზრება სასამართლოდან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ იყო დაცული და ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა, ეს არის ფაქტი”- თქვა ქურდოვანიძემ.

  • ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას! – მაკრონის, შოლცის და ტუსკის ერთობლივი განცხადება

    სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ მოახდენს ხელშესახები რეფორმების გატარებისთვის ძალისხმევის დემონსტრირებას, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.” – ამის შესახებ ნათქვამია,  გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის,  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერის, დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაში.

    “ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მრავალი დარღვევა და ამომრჩევლის დაშინება, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საზოგადოების ნდობაზე პროცესის მიმართ.
    ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მოხდეს ყველა დარღვევის სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება და ყურადღებით გავეცნობით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნას.

    ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ის დაცული უნდა იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა ეს მიზანი მიღწეულ იქნას.

    26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია და აუცილებელი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

    სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ მოახდენს ხელშესახები რეფორმების გატარებისთვის ძალისხმევის დემონსტრირებას, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.” – ნათქვამია განცხადებაში. 

  • თბილისის სააპელაციოს სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას – საია

    “თბილისის სააპელაციოს სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ 22 საათიან პროცესს ეხმიანება.

    “თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე 22 უწყვეტი საათია მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილება.

    ამ საქმეთა შორის გაერთიანებულია საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293, ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.

    სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითადი კონსტიტუციური პრინციპია, რომ სამართალწარმოება უნდა წარიმართოს გონივრულ ვადებში, რაც უზრუნველყოფს პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფას. გონივრული ვადა მიემართება, როგორც საქმის განხილვის სრულ დროს, ისე საქმის განხილვის სხდომის დროს.

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდინარე სხდომა, რომელიც ახლა 22 უწყვეტ საათს აჭარბებს, ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას.

    გარდა ამისა, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი ვადები, რადგან გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო.

    სასამართლო პროცესის ამგვარი წარმართვა ვერ აკმაყოფილებს როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის (ECHR, ICCPR) სტანდარტებს, რითიც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება.

    უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების არ ქონა კი, პირდაპირ გავლენას ახდენს სადავო უფლების, ამ შემთხვევაში, საარჩევნო უფლების დაცვაზე, რითიც ამ უფლების ეროვნულ დონეზე დაცულობის არსს არარად აქცევს.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმეების გაერთიანების გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა რომელიმე მოსამართლის მიერ სასამართლო კლანისაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება,” – წერია განცხადებაში.