Blog

  • ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, მურუსიძეს სახელფასო ბარათი დაებლოკა

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ბრიტანეთის სანქციების შემდეგ სახელფასო ბარათი დაებლოკა. ინფორმაციას მურუსიძე “პირველებს” უდასტურებს.

    • ”ერთადერთი რაც დამებლოკება ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო.”- აცხადებს “ტვ პირველთან” ინტერვიუში ლევან მურუსიძე.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას, როდის დაებლოკა ბარათი პასუხობს, რომ სახელფასო ბარათს უკვე ვეღარ იყენებს:

    • ”სახელფასო ბაარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა რა მნიშვნელობაა აქვს, დეტალებია ეს”- განაცხადა  სანქცირებულმა მოსამართლემ. 

    დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილიდან განაახლა სანქცირებული პირების სია. სიას 13 ჩანაწერი დაემატა. ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ვინაიდან მასთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გარეული იყო კორუფციულ გარიგებებში.  ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს. სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ მურუსიძე ჩართული იყო და არის კორუფციულ გარიგებებში.

  • დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით! – სახელმწიფო დეპარტამენტი “ქართულ ოცნებაზე”

    გამოცემა Globalnews-ის ცნობით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ახალმა სპიკერმა, ტემი ბრიუსმა მათთან საქართველოს საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. globalnews.ge-ის შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა და  “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებად” შეაფასა.

    • “გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?”

    globalnews.ge-იმ სახელმწიფო დეპარტამენტისგან შემდეგი პასუხი მიიღო.

    • “ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში.
  • მოულოდნელი ჩემთვის არ არის, არაფერი კავშირი ამას კორუფციასთან არ აქვს – მურუსიძე სანქციებზე

    “რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება. აქ არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია, აი, რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა ამ მურუსიძის კორუფციით, რომ… რა კორუფცია? […] მოულოდნელი ჩემთვის არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაფერი კავშირი ამას კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ, სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ. ერთადერთი რაც მე მაქვს სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო ბოლო. საუბარია იმაზე, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებთ, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას. […] ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ, დიდი ის არ ექნება, უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად და რაღაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია ხო, მაინც”,

    ამბობს სასამართლო კლანის წევრი ლევან მურუსიძე ფორმულასთან.

    ცნობისთვის დღეს, დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

  • დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

    დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ მოსამართლეებს გაეყინებათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები.სასამართლო კლანის წევრები დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ.

    “i. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ანგარიშები, ფინანსები ან ეკონომიკური რესურსები აღნიშნული პირების ან მათ მიერ კონტროლირებადი სუბიექტების მფლობელობაში

    ii. გაიყინოს ასეთი ანგარიშები, სხვა სახსრები და ეკონომიკური რესურსები

    iii. თავი შეიკავეთ იმ სახსრებითა და ფინანსური რესურსებით ვაჭრობისგან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სარგებელს მოუტანს აღნიშნულ პირებს, თუ ამაზე ნებართვა არ გასცა ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისმა [OFSI];

    iv. ეჭვის შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნას ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისისთვის [OFSI]. თუ ინფორმაცია ეხება სახსრებსა ან ეკონომიკურ რესურსებს, მისი რაოდენობა და ღირებულება ასევე უნდა იყოს მოხსენებული”, – წერია დოკუემტნში.

  • სასამართლომ ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

    სასამართლომ ძლიერი საქართველოს ლიდერ მამუკა ხაზარაძეს არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

    პროკურატურამ ძლიერი საქართველოს ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას შეეხება.

    პროკურატურამ, “პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის” ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მამუკა ხაზარაძეს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო

    სტრასბურგის სასამართლომ სინდიდის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო და საქმის განხილვა დაიწყო.ამის შესახებ, ინფორმაციას ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

    “პირველი რთული ეტაპი დაძლეულია წარმატებით!

    უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო!

    გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან”, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

  • პროკურატურა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიან გირაოს მოითხოვს

    პროკურატურა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.

    “ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილია ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, გირაოს თანხად ვითხოვთ 50 000 ლარს”. – უთხრა პროკურორმა ტვ პირველის ჟურნალისტს.

  • წულუკიანის “საგამოძიებო კომისიაზე” ნიკა მელია დაიბარეს

    წულუკიანის “საგამოძიებო კომისიაზე” კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს.

    “ბატონო ნიკანორ,

    გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 11 აპრილს, 13.00 საათზე.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    პატივისცემით,

    საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი

    ნინო ჭიპაშვილი” – ნათქვამია წერილში, რომელიც მელიამ კომისიის სამდივნოსგან მიიღო.

    კომისიაზე ასევე დაბარებულები არიან, ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

    ნიკა მელია ივანიშვილის პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.

  • წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ნიკა გვარამია დაიბარეს

    კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია ერთპარტიულ პარლამენტში, წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს. ის 8 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.

    “მე მარტო დილის 7 საათზე მცალია, ასე გვიან ვერ მოვალ. ბატონო ნიკა, ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    პატივისცემით, საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი”. – წერს გვარამია Facebook-ზე.

  • სინამდვილეში სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით” – მეზვრიშვილი საკადრო ცვლილებებზე

    “სინამდვილეში, სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. სუსს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს”.

    წერს “გახარია საქართელოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ოლიგარქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე.