2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ცნობილი [ლაზარე] გრიგორიადისი. შემდეგ 2024 წლის გაზაფხულზე ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, დაპატიმრებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, აქედან 1 იქნა შეწყალებული და 5 დარჩა მხოლოდ პატიმრობაში – ამას ჰქონდა ძალიან ცუდი ეფექტი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი.
ახლა რა მოხდა, იყო დაახლოებით 500 ადამიანი ჩართული უმძიმეს ძალადობაში – სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ზოგადად და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. […] არ არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. […] იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, როდესაც 500 ადამიანი უმძიმესი ფორმით ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში? ამაზე მიპასუხეთ.
Blog
-

500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში და მხოლოდ 30 ადამიანია დაჭერილი – კობახიძე სინდისის პატიმრებზე
-

“ეს არის მტრული აქტი – ტრამპს გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში” – კალაძე
“კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული, პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ და გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში და თუკი ის მოახერხებს და შეძლებს დიფ სთეითის დამარცხებას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება”.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
-

რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, გზასაცდენილ თანამოქალაქეებს დავიბრუნებთ – ირაკლი კობახიძე
ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება – გამთლიანებაში ერთის მხრივ ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების განვითარებას.
ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარედან ქართველებს თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ.ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ საზოგადოებას.
ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა.
-
”ოცნების” პრემიერობასთან ერთად, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარეც იქნება
”ქართულმა ოცნებამ” პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. გადაწყვეტილება ყრილობაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
ირაკლი კობახიძე, ამ თანამდებობას 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იკავებდა.
“ქართული ოცნების” ყრილობა ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.
25 აპრილს, ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
-
“სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს” – გომელაური MEGOBARI აქტზე
“არ მინახია ნამდვილად სია, სიმართლე რომ გითხრათ. […] სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს”.
ასე გამოეხმაურა “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური MEGOBARI აქტის სასანქციო სიას.
-
„უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი დაბრკოლება ამ დროისთვის პუტინია“ – კიტ კელოგი
„უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი დაბრკოლება ამ დროისთვის პუტინია“ — განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა.
„ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია შედეგის მიღწევა — დონალდ ტრამპია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი დათანხმდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე პროგრესის გზაზე მთავარი დაბრკოლება სწორედ რუსეთის პრეზიდენტია, რომელიც უარს ამბობს შეთანხმებაზე,“ — აღნიშნა კელოგმა.
-
შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.
-
ჯო უილსონს ვეტყოდი, თავის საქმეს მიხედოს, ვერ ამოვხსენი [რატომ ვარ სიაში] – ვიქტორ ჯაფარიძე
ჯო უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები. […] მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ჩვენი ქართველი ხალხი. ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს. სხვის ქვეყანაში ამ დოზით ჩარევა, მოგწონთ? ვერ ამოვხსენი [რატომ ვარ დასასანქცირებელთა სიაში]. […] დამოუკიდებელ ქვეყანაში პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე, ამისთვის დამასანქცირონ, ეგ არის დემოკრატია? ეგ არის უილსონისებური დემოკრატია, ალბათ.
ამბობს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი და პროპაგანდისტული PosTV-ის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე.
-
“ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა – რას წერს პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი
ლელუკა ლაშხი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთში, პარიზში, სადაც ლელუკა მუშაობს სამედიცინო კულინარიული სექტორის ხელმძღვანელად, რეანიმაციაში მიიყვანეს ქართველი ქალი, რომელსაც დასმული ჰქონდა დიაგნოზი – მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია.
როგორც ლელუკა ყვება ქართველ ქალს არცერთი დაავადება არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო.
“ისეთი ამბავია, ერთდროულად რომ გაგაბრაზებს და გაგამწარებს.
ჩემი სამი კლინიკიდან ერთ-ერთში ე.წ. სეფსის სექტორია განთავსებული.
შესვენების შემდეგ დამირეკა მდივანმა, მადამ გალერის თქვენი ნახვა უნდაო. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალი და კადრებში მოვიძიე ინფორმაცია. სეფსის-ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ყოფილა. რომ ავედი მისი ასისტენტი დამხვდა. თვითონ ოპერაციაზე.
რეანიმაციაში ქართველი ქალი ჰყოლიათ, ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ლაპარაკობს და გუგლით ვერაფერს გვაგებინებს, თუ შეძლებ დაგვეხმარეო.
არც დავფიქრებულბარ.ახლა მოკლედ დავწერ და გავრცობისგან თავს შევიკავებ უბრალოდ.
ეს ქალი ორი დიაგნოზითაა. მთხოვა სახელი და გვარი არსად მივუთითო ჯერჯერობით, მაგრამ ამ ამბავს ასე არ დავატოვებინებ!
მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია.
მელანომაზე მკურნალობდა ორი წელი საქართველოში და თურქეთში. ნაწლავის სიმსივნე 7 თვის წინ დაუდგინეს და ოპერაცია ჩაუტარდა.
ნათესავის ქმარმა უთხრა, მე დაგხვდები პარიზშიო. ის ბედოვლათი დაუჭერიათ იმ დილას, ეს ქალი რომ ჩამოდიოდა საღამოს.
რასაკვირველია არცერთი არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო, რომელიც სრულიად უწყინარიაო ექიმმა. სავარაუდოდ პოლიპი იყო სწორ ნაწლავზეცო.
რაც შეეხება მელანომას, პაციენტს ჰქონია თანდაყოლილი ხალი ბარძაყის არეში, რომელიც ბათუმში, პლაჟზე დაიზიანა და ესთეტიკურ ცენტრში ” უმკურნალეს”. ერთ-ერთ დიდ და სახელგანთქმულ კლინიკაში ავთვისებიან მელანომად შერაცხეს, სახლ-კარი გააყიდინეს და პრევენციას შეუდგნენ ხან იქ და ხან თურქეთში, მათ მიერ რეკომენდირებულ ექიმებთან.
ამიხსნეს, რომ ხალის მორფოლოგია დაირღვა, იმ შემთხვევის დროს და რადგან სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა იწვევდა მის გარკვეულ დეგრადაციასო.
დაახლოებით 200 ადამიანი მყავს მე პირადად გაცნობილი, დაბინავებული და ” გზაზე დაყენებული”, რომლებიც პირდაპირი გაგებით გამოექცნენ სიკვდილს!
კი, ეს ქალი გადარჩა და კიდევ უკეთესად იქნება მალე. ხვალაც ავალ და მოვინახულებ, დავუტოვე ჩემი კონტაქტები.
მაგრამ რამდენი ადამიანია, ვისაც არ აქვს აქ ჩამოსვლის არანაირი გზა და ხოცავთ ცხოველებივით!ან რა ფიცი დადეთ ასეთი, ამ რით ვეღარ გეყოთ სხვისი უბედურებით აშენებული აგარაკები?!
რამხელა უსამართლობაში ცხოვრობს ქვეყანა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ!” – წერს ლელუკა ლაშხი. -
“მიიყენა თვითდაზიანება.ნიკა ბასილაძის მიმართ ციხეში რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია” – პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს
“მიიყენა თვითდაზიანება, ძალადობას ადგილი არ ჰქონია” – სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას და კამერების ჩანაწერს აქვეყნებს.
განცხადება სრულად:
“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.
ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს – კლინიკა „ვივამედში“.
2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.
2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.