Blog

  • ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    sknews-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ივანიშვილმა ბერას ჩააბარა – ივანიშვილების ოჯახმა დანაშაულის მფარველობით წელიწადში $500 მილიონი უნდა მიიღონ” – ხაბეიშვილი

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბერა ივანიშვილს ჩააბარა”-აცხადებს ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.  მისი თქმით, “ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

    “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა ბერა ივანიშვილს. ბერამ მისი მეგობარი ამიკოს გავლით და შუამავლობით ტრანსნაციონალური ქოლცენტრების სქემის აწყობა დაავალა “სოსოს”, რომელსაც ივანიშვილის ოჯახმა დაუნიშნა ორი “თვალი” – წარმომადგენელი ლაშა და დავითი. შეთანხმების თანახმად, ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

    “მინი” ოფისები უკვე “ამოქოქეს” და იგეგმება ოთხი უდიდესი ოფისის გახსნა, სადაც თითო ოფისში 300-მდე ოპერატორი, მძარცველი იმუშავებს! ცხადია, ყველა დასახელებული სახელის გარდა ვიცით გვარები, ასევე კონკრეტული მისამართები და “თანამშრომლების” გარკვეული ჯგუფიც იდენტიფიცირებულია! ევროპოლი და გერმანიის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული თემაა ტრანსნაციონალური დანაშაული. მამა-შვილი ივანიშვილები იმდენს იზამენ, სანქციები კი არა პირდაპირ ალკატრასის ციხეში მოხვდებიან. გვაქვს შესაძლებლობა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი – სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციების გაცვლის მეშვეობით!”, – წერს ხაბეიშვილი.

  • “ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას აშშ-ის მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად” – ჩიკვაიძე

    “მეგობრებო, დღეს ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად”

    ნათქვამია პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის წერილში.

  • მესამედ აედევნა პოლიცია ჩარლის..ჩემი ქმრის დევნას, თუ რამე გინდათ, პირდაპირ ჩემთან მობრძანდით! – “დაიტოვეს” ადმინისტრატორი

    “დღეს მესამედ აედევნა პოლიცია ჩარლის. 2-ჯერ გააჩერეს და გაჩხრიკეს. ერთხელ სახლთან, მეორედ ისნის მეტროსთან და მესად ვაკეში. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ტყუილად დასდევთ ჩარლის, ცხოვრებაში უკანონო არაფერი გაუკეთებია და ჩემ საქმიანობასთან არანაირი შეხება არ აქვს. და ესე ქალაქის გარშემო ჩემი ქმრის დევნას, თუ რამე გინდათ, პირდაპირ ჩემთან მობრძანდით, მრგვალ ბაღთან ვარ ახლა და ცოტა მოგვიანებით, სადაც ვიქნებით ისიც შემიძლია გითხრათ. და თუ გგონიათ ვინმეს შეაშინებთ, ტყუილად წვალობთ! ცეცხლი ოლიგარქიას!”.

    წერს ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი ადმინისტრატორი, მარიამ ყაულაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ხაზარაძე და ჯაფარიძე თეა წულუკიანს მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ. წერილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა პარლამენტში უკვე შეიტანეს.

    „მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს

    სადგურის მოედანზე სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს – როგორც თვითმხილველები აცხადებენ,  ახალგაზრდა კაცი ყელის არეში დაჭრეს. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

    ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • „27 დაზიანება აქვს თავის არეში“ – გარდაცვლილი პატიმრის ძმა

    ამის შესახებ,  „ბათუმელებთან“ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის, შოთა გორგაძის ძმამ, იოსებ გორგაძემ განაცხადა.

    „ ჩემს ძმას 27 მოტეხილობა აქვს თავის არეში, ამას ვერც პატიმარი გააკეთებდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა…“ – ამბობს შოთა გორგაძე, – „მთელ საქართველოს უნდა მოვუწოდო ის, რომ პატიმრები მართლაც დაუცველი არიან და კიდევ აღარ განმეორდეს.ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საქართველოში.მე ციხის უფროსთან მქონდა საუბარი… მათ აქვთ სცენარი, რომ თითქოს საკანში მოხდა ეს ყველაფერი. ეს უკვე სასაცილოა. მე-10 სართულიდან რომ გადმოვარდეს ადამიანი, ამ სიმძიმის ტრავმას ის ვერ მიიღებდა,“ – უთხრა  შოთა გორგაძემ “ბათუმელებს”.

    46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე  კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს დაზიანებებით, რომელიც მას ციხეში მიაყენეს. პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.

  • “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა, ღრმად აქვს ფესვები გადგმული” – კალაძე

    “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა, ღრმად აქვს ფესვები გადგმული” – კალაძე

    „დიფ სთეითი“ არ არის დამარცხებული. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. თუ ტრამპი მოახერხებს მის დამარცხებას, ამას მხოლოდ მივესალმებით და ეს ჩვენზეც აისახება. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რომ ჩვენი ინტერესები ფეხქვეშ გათელოს და გამოიყენოს ისე, როგორც მაგალითად, უკრაინა.

    არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მივესალმებით. ჩვენთვის და არც მათთვის არ არის მიღებული არსებული ვითარება. წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა, გაჟღერებული იყო სიცრუის პროპაგანდით. გვინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს. ურთიერთობა იყოს მეგობრული, პარტნიორული, ორმხრივი. მიუღებელია, დიდი სახელმწიფო, როგორიც მაგალითად, ამერიკაა ზემოდან უყურებდეს მასზე პატარა სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები და კულტურა“

    ასე ეხმაურება მერი კალაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დღეს დაგეგმილ MEGOBARI აქტის განხილვას.

  • იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა – გიორგი ბურჯანაძე

    იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, – წერს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე.

    “1) ციხეში ადამიანი იყო ჯანმრთელი და საწინააღმდეგო ინფორმაცია არ გაუვრცელებია პენიტენციურს;
    2) პატიმარი 23 იანვარს ვივამედში შეიყვანეს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით – ინტერნეტში ვრცელდება პაციენტის ფორმა 100 და ასევე ზურაბ ჩხაიძის განცხადებაც ამას ადასტურებს.
    3) პენიტენციური ადასტურებს, რომ საკანში ანდა სხვაგან პატიმრებთან ჩხუბი არ მომხდარა, რასაც შეეძლო ეს დაზიანებები გამოეწვია.
    აქედან მარტივი დასკვნა, ციხის პირობებში ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მიიღო ამ ადამიანმა ეს საშინელი დაზიანებები.
    ახლა რაც შეეხება გამოძიებას:
    1) თავიდანვე აშკარა იყო რომ ამ საქმეში არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საკითხის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და რატომ დაიწყო იუსტიციის საგამოძიებომ. პენიტენციური დღეს ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს უკვე “ჩართულია”, მაგრამ ეს რას ნიშნავს ვერ ვიგებ.
    2) სახალხო დამცველი თუ ამ საქმეს სწავლობს. საინტერესოა რა ნახეს ვიდეო ჩაწერებში რასაც გაეცნენ. რა ჩანს თუნდაც საერთო სივრცეების კამერებში, რა ტრაექტორიით გადაადგილდება პატიმარი და რომელ საათებში, რომელი პერიოდიდან იკარგება მისი კვალი. ასევე რა ინფორმაცია მიაწოდეს მას თანამესაკნეებმა.
    3) ასევე სახალხო დამცველმა უნდა გვითხრას რატომ არ გაუჩნდა ეჭვი, რომ არასათანადო მოპყრობის ნიშნები იყო სახეზე და არ მიმართა სპეციალურ საგამოძიებოს რომ მას დაეწყო გამოძიება (და არა იმავე უწყებას, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც იკვეთებოდა).
    4) საეჭვოა ის რომ პენიტენციური 1 კვირა მალავდა ამ საკითხს და მხოლოდ სხვა პატიმრების წყალობით მოხდა ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის.
    აშკარაა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მოხდა პირის მიმართ წამება ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმა და შედეგად გუშინ გარდაიცვალა პატიმარი”, – წერს ბურჯანაძე.

    46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როგორი ამინდი იქნება  6 მაისს

    წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როგორი ამინდი იქნება 6 მაისს

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).