Blog

  • რუსეთი საქართველოს დახმარებით სანქცირებულ ტექნიკას იმარაგებს – აი ფაქტი

    რუსეთი საქართველოს დახმარებით სანქცირებულ ტექნიკას იმარაგებს – ამის შესახებ, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტი  სტატიას აქვეყნებს საქართველოს გავლით რუსეთამდე ბულდოზერები, გრეიდერები, ტრაქტორები და სხვა ტექნიკა აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სამხედრო ლოჯისტიკისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის ექსპორტი აუკრძალა.

    ტექნიკა საქართველოდან რუსეთში პირდაპირი, შემოვლითი გზით, ასევე, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით აღწევს.

     

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 11:53 საათზე, წალენჯიხასთან 3.5  მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

    ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

  • ფეხი არ დაუცდეთ.. ეს არის მკაფიო გაფრთხილება – ირაკლი კობახიძე  26 მაისის აქციაზე

    ფეხი არ დაუცდეთ.. ეს არის მკაფიო გაფრთხილება – ირაკლი კობახიძე 26 მაისის აქციაზე

    სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ ალეკო ელისაშვილისგან – ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს.

    რაც შეეხება 26 მაისს, – 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს.

    ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში.

    რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.

    ფეხი არ დაუცდეთ – ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე სხვა ნაციონალების მიმართ.

    თქვა ირაკლი კობახიძემ.

  • პუტინს პირობა მივეცი, რომ აქ ვიქნებოდი – ვუჩიჩი მოსკოვში ჩასვლაზე

    “იცით, მე პირობა მივეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და რაც ვთქვი, შევასრულე. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[…]ჩვენ გვაქვს ამოცანა, დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ მეხსიერება დიდ სამამულო ომსა და გამარჯვებაზე. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობა თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის”.

    განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

  • ვისაც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტი აქვთ, ჩვეულებრივი პასპორტითაც ვეღარ შევლენ ესტონეთში უვიზოდ – გიორგი ბურჯანაძე

    ”ესტონეთმა დღეს ახალი სანქცია შემოიღო ქოცებისთვის უფლებადარღვევების საპასუხოდ –
    აწი, პირებს, ვისაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტი აქვთ, ჩვეულებრივი პასპორტითაც ვეღარ შევლენ ესტონეთში უვიზოდ.
    ევროკავშირის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვეა ევროკავშირში საქართველოს დიპ და სამსახურეობრივ პასპორტებს აღარ აქვთ რამე ფასი ვიზის გარეშე.
    ხოდა, აი ამ ხალხისთვის ესტონეთმა ჩვეულევრივ პასპორტებზეც იგივე რეჟიმი გაავრცელა
    ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რადგან ამ ხალხის ბაზა შეადგინეს და სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების შესაძლებლობა არსებობს.
    საქართველოს “ოფიციოზი” ბოლომდე კეთროვანდება.
    იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანაში მასობრივად ირღვევა უფლებები, განცხადებაში აღნიშნულია რომ საქართვლოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხიც დგას დღის წესრიგში ევროკავშირის დონეზე”.

    წერს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე

    ცნობისთვის, დღეს ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო შესვლა გააუქმა

  • ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

    ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

    ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, ესტონეთმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.  – ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რიგითი ადამიანების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას არ ეთანხმება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

    ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

  • აშშ ქვეყანას არ მიატოვებს რუსეთის პირისპირ, სენატში „MEGOBARI აქტის” დაჩქარებული წესით განხილვაც, ამას ადასტურებს – ბატიაშვილი

    ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის “MEGOBARI აქტი”, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში.

    შეერთებული შტატები არის საქართველოს და ხალხის მეგობარი და არა, რომელიმე პარტიის მეგობარი, აშშ საქართველოს არ დატოვებს და მიატოვებს რუსეთის პირისპირ. ეს აქტი ამის ნიშანია, მისი დაჩქარებული წესით სენატში განხილვა, სწორედ ამას ადასტურებს. ეს აქტი ასევე მოიცავს იმას, რომ მას კონკრეტული განვითარება ექნება. ვფიქრობ, რომ სიაში შემავალი პირების რაოდენობა მალე გაიზრდება. თუ ახლა სიაში ხელმძღვანელი პირები არიან, შემდეგ შეიძლება მათი მოადგილეები და უფრო დაბალი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ”

    ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა, “წინააღმდეგობის პლატფორმის” ფარგლებში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • “ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა…”- ზელენსკი

    “ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა…”- ზელენსკი

    “ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო მარიუპოლიდ ბლოკადა…. ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც ეს 80 წლის წინ მოხდა, როდესაც საბოლოოდ ყველასთვის ცხადი გახდა : ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო.”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკაშირებით.

  • ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში..- ირაკლი დგებუაძე

    “პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მომკიდა და მიმიზიდა მისკენ. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს… მე განვიცადე ტკივილი”,

     

    ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის ამ წუთებში იკითხება.

  • ევროპის დღეს ველით მომავალს, რომელიც გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად შევქმნათ – ჰერჩინსკი

    ევროპის დღეს ველით მომავალს, რომელიც გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად შევქმნათ – ჰერჩინსკი

    ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის საოცარ წარმატებას ადასტურებს.

    ევროკავშირმა ჩვენს 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და ველოდებით მომავალს, რომელიც საქართველოსთან ერთად გვინდა შევქმნათ.

    ევროკავშირის მხარდაჭერა ყველა სფეროს მოიცავს, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება და მათი ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

    გულითადად გეპატიჟებით, მობრძანდით და გაიგეთ მეტი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ; გავატაროთ ევროპის დღე ექსპო ჯორჯიაში, 9 მაისს, თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად და აღვნიშნო ის, რაც ყველას გვაერთიანებს.

    ერთად გავატაროთ ევროპის დღე!

    ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.