Blog

  • რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! – ხაბეიშვილი

    რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით რომ “გრუ” სხვა “მესიჯს” მიწერს მის წარმომადგენელს?! – პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად.
    რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!
    გვეყოს “წუწუნი”!!!
    საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! – დრო აღარ ითმენს!
    4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!!

    ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნები““ლიდერების განცხადებებს.

  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა  აქციების დროს დაკავებულ  დავით ლომიძეს და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

    დასკვნით პროცესზე, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა სიტყვით ისარგებლეს:

    დავით ლომიძე: “ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიზილოს ჩვენი საქმე და გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი, მე თავს ვთვლი უდანაშაულოდ”.

    თემურ ზასოხაშვილი: “მეც ანალოგიურად”.

    დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს.მათ ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ – პოლიციელებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ლავროვის მოადგილის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან “ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობისთვის”=

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის, მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან “ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ საკითხებში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია”.

    “ჩვენ მზად ვართ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზას გავყვეთ. ასე რომ, ზოგადად, თბილისზეა დამოკიდებული, თუ რა ქმედებებს გააგრძელებს”, – ამბობს მიხაილ გალუზინი გამოცემა იზვესტიასთან.

    ცოტა ხნის წინ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც და კრემლის ჩვეული, პროპაგანდისტული რიტორიკა გაიმეორა. ზახაროვას თქმით, აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.

  • თბილისმა ცხინვალსა და სოხუმთან ძალის არ გამოყენების ხელშეკრულება დადოს – მარია ზახაროვა

    თბილისმა ცხინვალსა და სოხუმთან ძალის არ გამოყენების ხელშეკრულება დადოს – მარია ზახაროვა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლი, მარია ზახაროვა, აცხადებს, რომ  აუცილებელია საქართველომ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან ძალის არ გამოყენების ხელშეკრულება დადოს.

    “პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ “თბილისი-სოხუმი-ცხინვალის” ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება. სიტუაციის სტაბილურობა კი, სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში დელიმიტაციის, შემდგომ კი დემარკაციის პროცესს შეუწყობს ხელს. რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის ხელი შეუწყოს ამ სამშვიდობო პროცესებს.[…] როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვა აგრესორის მოთოკვაზე, რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე და ადეკვატური პასუხი გასცა ამ მზაკვრულ იერიშს”. –  განაცხადა ზახაროვამ.

     

  • თანასოფლელი მოკლა და 2 პოლიციელი დაჭრა – ბებნისში ერთი ადამიანი დააკავეს

    თანასოფლელი მოკლა და 2 პოლიციელი დაჭრა – ბებნისში ერთი ადამიანი დააკავეს

    თანასოფლელის მკვლელობისა და ორი პოლიციელის დაჭრისთვის, შიდა ქართლის პოლიციიის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს.

    დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, 1981 წელს დაბადებულმა ზ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი – 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა.

    ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ნ. ცხელ კვალზე დააკავეს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა

    მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მასწავლებელი და აქტივისტი,  ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა.

    კალიჩენკომ  არ დააკმაყოფილა ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა.  პროკურატურის მტკიცებით, არსებობს “ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე”.

  • თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს, უნდა გამოუშვას  პოლიტპატიმრები – სენატორი შაჰინი

    „2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა უნდა ყოფილიყო მაღვიძარა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ რუსეთი მისი მეზობლების დომინირებას აპირებს და თავისი აგრესიის გაბუნდოვანებას ცდილობს. საქართველოში რუსეთის დაუნდობელი ქმედებები უკრაინაში ქმედებებს მოასწავებდა, ყველაზე ბოლო მისი სრულმასშტაბიანი აგრესიაა. ქართველ ხალხს ესმის „რუსკი მირს“ რა მოაქვს, და სწორედ ამიტომ უწევენ სასტიკ წინააღმდეგობას „ქართული ოცნების” მთავრობის მცდელობებს, ისინი ანტი-დემოკრატიულ, რუსული სტილის მმართველობას დააახლოონ.

    ამ მძიმე წლისთავზე შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსირების უარყოფის გამოხატვა. ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების წაშლითა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ღალატით. თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს, მან უნდა გამოუშვას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები და კვლავ ერთგული გახდეს საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ვაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ჩემს ძალისხმევებს გავაორმაგებ ორპარტიული, ორპალატიანი “MEGOBARI აქტის” მისაღებად,”

    ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

  • საერთაშორისო ძალისხმევითა შესაძლებელია რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინა-საქართველო – საქართველოში უკრაინის საელჩო

    “საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მივცეთ.” – ვკითხულობთ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ”17 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს – საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით. ამ აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო კონტროლის ქვეშ მოექცა. 200 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა. ეს თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო, რომელმაც მკაფიო სიგნალი გაგზავნა საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლისა და რეგიონში სტაბილურობის შელახვის სურვილის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია ამ პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება იყო.

    დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. აგრესორი ქვეყანა არა მხოლოდ ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას ოკუპაციის ზონაში, არამედ აქტიურად ახორციელებს ამ რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“.

    რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევით, საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მივცეთ.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია – გოცირიძე

    ”ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია” – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და გუშინ, რუსთაველზე, მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

    გუშინ, 6 აგვისტს, რუსთაველის გამზირზე, ლელოს წევრების გამოჩენას პროტესტის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა რის შემდეგაც გეგელიამ რუსთაველის ტერიტორია დატოვა.

    ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

    ”ვკითხულობ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის კმაყოფილ კომენტარებს გუშინდელ აქციაზე “ლელოს” წარმომადგენელზე თავდასხმის შესახებ და კიდევ ერთხელ ვწრმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებშია, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაში, მის დაბალ ხარისხში.“ლელოზე” თავდასხმას ის ხალხი ზეიმობს, რომლებიც აღფრთოვანებული შეხვდა აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციური წევრის თავზე სანაგვე ურნის დამხობას. ფაქტობრივად, არავის დაუგმია მაშინ ეს ველურობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე ვერ მიმხვდარა, რა სიმაღლეებს მიაღწია ივანიშვილმა ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობაში.როცა სამიზნეს ხარ აცდენილი, ბოლოს თავად ხდები მარტივი სამიზნე.” – აცხადებს რომან გოცირიძე და ასევე აღნიშნავს, რომ ,”არსებობს განსხვავებული მიდგომა, ამ შემთხვევაში მცდარი”.

     

  • საქართველოს კურსის შემცვლელებმა პასუხი უნდა აგონ! – აუსტრევიჩუსი მზია ამაღლობელის განაჩენზე

    ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ორ წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკური კურსი არადემოკრატიული, არაევროპული, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიული კურსით შეცვალეს, პასუხი უნდა აგონ. განცხადებების დრო დასრულდა.

    დაწერა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელში