Blog

  • ბურჭულაძემ იზრუნოს, რომ ხვალ ძალადობა არ მოხდეს – შალვა პაპუაშვილი

    ბურჭულაძემ იზრუნოს, რომ ხვალ ძალადობა არ მოხდეს – შალვა პაპუაშვილი

    ართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების ყველა შტო გამართულად იმუშავებს 4 ოქტომბერსაც და 5-შიც. პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა, მერიას წერილი მისწერა. წინა შემთხვევებში ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და ძალადობის შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ. ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე დავარტყათო, შემდეგ, მე რა შუაში ვარ, რატომ დამიჯერეთო. პაატა პურჭულაძე ხვალინდელი აქციის ორგანიზატორია და საკუთარი თავი დაიფიქსირა. რაც კი რაიმე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი იქნება, სხვაც, მათ შორის „ნაცმოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც თანაორგანიზატორები არიან. თუმცა, ბურჭულაძემ იურიდიულად ეს გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობას არ მოხდეს. რაც შეეხება მომავალს, ხვალ არჩევნებით საარჩევნო ციკლს ვასრულებთ, საპარლამენტო იყო, შემდეგ პრეზიდენტი ავირჩიეთ, ხვალ ადგილობრივ თვითმმართველობას ავირჩევთ. 2028 წლამდე, ქართულ სახელმწიფოს საშუალება ექნება, ამ ყალბი ისტერიის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტერიტორიულ გამთლიანებაზე ვიზრუნოთ

    განაცხადა “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • ევროკავშირი იმედისა და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას გეგმავს – იოზვიაკი

    “ევროკავშირი განიხილავს ქართული მედიასაშუალებების, “იმედისა” და “POSTV”-ის სანქცირებას რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში”

    ამის შესახებ, “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი წერს.

    დასანქცირების შემთხვევაში, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები ევროკავშირში ბიუროს გარეშე დარჩებიან. საქმიანობის განხორციელებას ვერ შეძლებენ საქართველოდან ჩასული მათი ჟურნალისტებიც.

  • არ წავალ არჩევნებზე, ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე – ზურაბიშვილი

    პირველ რიგში, მსურს, ვუპასუხო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომდა სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები და ამავე დროს, დაიმუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ეს ტყუილია. არანაირი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ტარდება ხვალ – ეს ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვაა იმ ადამიანებისა, რომელიც ქუჩაში გამოდის მშვიდობიანად უკვე 300 დღეზე მეტია…

    ვინც ქუჩაში გამოდის, გამოდის იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა და ისინი არ დაკმაყოფილდებიან ამ ფარსით. არც არაფრის გამოგლეჯვის და გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს ჩვეულებრივი დიქტატურის მაგალითია.

    მეორე და უფრო დიდი ტყუილია ის, რომ თითქოს რაღაც მცდელობა იქნება დამხობის, რომელშიც, თითქოს, ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც ფარსი და შეურაცხყოფაა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს, ამ დღეების მანძილზე, აჩვენა თავისი გამძლეობა და მედგრობა. [აქციების] არც ერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა, არანიაირი მცდელობა [დამხობის] და მათ აჩვენეს მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება, ძალიან მშვიდობიანად გამოხატვა წინააღმდეგობის და ეს დიდი მაგალითია. ჩვენ ამით ვართ ჩვენს პარტნიორებთან ცნობილი და ამით დავიმსახურეთ მათი მხარდაჭერა, ხოლო რეჟიმის იზოლირება

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ხვალინდელ აქციაზე, თვლას არ დავიწყებთ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი გამოვა- კახა კალაძე

    ხვალინდელ აქციაზე, თვლას არ დავიწყებთ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი გამოვა- კახა კალაძე

    დღევანდელ მოცემულობაში “ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა და მოგიწევთ ამას შეეგუოთ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში.

    არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი გამოვა ხვალ აქციაზე, ამის თვლას არ დავიწყებთ.

    საპარლამენტო არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა უთხრა არა აგენტურას, უსამშობლო ადამიანებს, მოძალადე და გარედან მართულ დაჯგუფებებს.

    ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი, რიგითი მოქალაქეები და ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში, ეს არის დემოკრატია

    თქვა ივანიშვილის წარმომადაგენელმა, კახა კალაძემ.

  • წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება – კობახიძე

    წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება – კობახიძე

    „წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინცინდენტი არ მოხდეს. ასეთი ინცინდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც – მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინცინდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინცინდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას – გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“,

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე.

  • გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას! – კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე

    გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას! – კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე

    თითოეულ პატარა სიურპრიზს დახვდება თითოეული დიდი სიურპრიზი… გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.

    ამბობს ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

  • ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება, – მურუსიძე ალავიძის განცხადებაზე

    “ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. წარმოადგინოს [თუ აქვს მტკიცებულებები]. 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრივარ და არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება – როგორ აბსურდულ რაღაცას იძახის. […]   რა კაფეში შეხვედრის ეპიზოდი? როგორ გავურჩიე [საქმე]? იძახის, ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა, საბარგულში ჩავტენე? მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო[…]  რა კაფეში, არა [არ შემდგარა შეხვედრა]. […] არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ.[…] მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც და უამრავ მოსამართლეს, თქვენც გაგიპიარებიათ ხოლმე, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, საერთოდ, შეიძლება არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს რამე ღერი თმა ჩამოვარდნია თმიდან?”

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე ლევან მურუსიძე ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს ეხმაურება.

  • როგორ ურჩევს საქმეებს სასამართლო კლანი მოსამართლეებს – ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე

    კლანის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ, ვურჩევ, რომ დღესვე დაწერონ განცხადება, თუ ისინი გაბედავენ იმას, რომ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს ამ საქმეში დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ, ამასაც მოისმენს მთელი საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა, პირდაპირი მტკიცებულება არის ამის. ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახული არის ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა მათთან… ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტებს, რაც მე ვახსენე. მე ვიკავებდი თავს და ჯერჯერობით ვიკავებ იმ მოტივით, რომ აზრი არ აქვს. მე მქონდა იმედი, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, ადვილი არ არის ამხელა ინფორმაცია ატარო და ამდენ ადამიანზე, ამდენი ადამიანის დანაშაულებრივ ქმდებაზე გქონდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რთულია მარტო იმოქმედო, რადგან მე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ“,

    განაცხადა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ.

  • გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც – კალანდარიშვილი

    „როგორც გასულ, ისე ამ არჩევნებზეც ხმის ფარულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ კარგად ვნახეთ ის სპეკულაციური შეფასებები და შეურაცხმყოფელი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონვის კვალი იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ სადმე დაირღვა ამომრჩევლის ნება. ვნახეთ შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უფლებამოსილი პირები კენჭისყრის შენობაში კანონსაწინააღმდეგოდ ახორციელებდნენ ფოტო/ვიდეო გადაღებას. ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანმა ინსტიტუციამ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენა და მივიღეთ ზომები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც ხელს მისცემს დაინტერესებულ პირებს, რომ ამ არჩევნებზეც ამ საკითხით სპეკულაცია მოახდინონ. ამიტომ მივიღეთ ზომები, რომ სპეკულაციები დავაზღვიოთ და არა ის, რომ ფარულობა ირღვეოდა და ამიტომ რაღაც დამატებითი მექანიზმები უზრუნველყავით.

    გასულ არჩევნებზე, შეიძლება იყო გამოჟონვის კვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც. ეუთო/ოდირის დასკვნაშია არაფერი წერია ფარულობის დარღვევაზე, იქ წერია ალბათობაზე, კომპრომეტირებულ შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ალბათობა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებითო და არცერთ შემთხვევაში იქ საუბარი არ არის მტკიცებით ფორმაში, რომ ფარულობა დაირღვა. ბმა ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არცერთ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, რაც ნიშნავს, იმას რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმატი არ გამოვიყენოთ ან გამოჟონვის კვალი იყოს, ვერავინ ვერასდროს, ვერ დაადგენს იმას თუ რომელი ბიულეტენი რომელ ამომრთველს მიეკუთვნება, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ჩვენი ინსტიტუციის პასუხისმგებლობა, რომ ხმის ფარულობა უზრუნველყოფილი იყოს. ხმის ფარულობა იყო და არის დაცული.

    რაც შეეხება სპეციალურ საფარს, ეს არის ხმის მთვლელ აპარატზე, ბიულეტენის მოთავსების ჭრილის თავზე მოთავსებული ქაღალდის მყარი საფარი, ეს არის იმისთვის, რომ ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, მარკერის კვალის გამოჟონვის შემთხვევაში შეუძლებელი იყოს მარკერის კვალის იდენტიფიცირება“,

    ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! – გიორგი ვაშაძე

    რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!

    იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს თანხმობას, შეგუებას ძალადობასა და უსამართლობაზე. იმიტომ, რომ ერთად ძლიერები ვართ! უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!

    წერს პატიმრობაში მყოფი სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.